საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება... " - რა წერია მთავრობის ანგარიშში
"2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება... " - რა წერია მთავრობის ანგარიშში

2023 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა - 232 000-ამდე ბავ­შვი ყო­ველ­თვი­უ­რად 200 ლარს მი­ი­ღებს, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 465 მლნ ლარი გა­მო­ი­ყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც 2022 წლის ივ­ნი­სი­დან - 2023 წლის მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

მთავ­რო­ბის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და ფე­რი­ი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნე­ბი­დან ბავ­შვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი და ამ­ჟა­მად ფე­რი­ის პან­სი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში 10 არას­რულ­წლო­ვა­ნი.

"2022 წელს გა­ი­ზარ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა და 1-ელი ივ­ნი­სი­დან 150 ლარი შე­ად­გი­ნა. 2023 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან დახ­მა­რე­ბა კი­დევ იზ­რდე­ბა და 232 000-ამდე ბავ­შვი ყო­ველ­თვი­უ­რად 200 ლარს მი­ი­ღებს, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 465 მლნ ლარი გა­მო­ი­ყო­ფა.

2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლი­სის ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია. შე­იქ­მნა 3 მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი, სა­დაც გან­თავ­სდნენ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი. ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­და ფე­რი­ი­სა და ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნე­ბი­დან ბავ­შვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი. ამ­ჟა­მად ფე­რი­ის პან­სი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში ირი­ცხე­ბა 10 არას­რულ­წლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2023 წლი­დან ასე­ვე, გა­ი­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ე­ბის ოდე­ნო­ბა.

"პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, 2023 წელს სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა 70 წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის გა­ნი­სა­ზღვრა 295 ლა­რით, ხოლო 70 წლი­სა და მეტი ასა­კის ხან­დაზ­მულ­თათ­ვის − 365 ლა­რით. სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ­მა პენ­სი­ო­ნე­რებ­მა მი­ი­ღეს გაზ­რდი­ლი და­ნა­მა­ტი პენ­სი­ის 20%-ის ოდე­ნო­ბით“,- ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მთავ­რო­ბის მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გრძელ­დე­ბა დევ­ნილ­თა და ეკო­მიგ­რან­ტთა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გან­სახ­ლდა 2556 დევ­ნი­ლი და 141 ეკო­მიგ­რან­ტი პირი, მათ შო­რის, დევ­ნილ­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, 118 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი დაკ­მა­ყო­ფილ­და ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით, ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და სოფ­ლად სახ­ლის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 2185 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის შეს­ყიდ­ვა.

ცნო­ბის­თვის, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბა პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა. ან­გა­რი­ში 2022 წლის ივ­ნი­სი­დან - 2023 წლის მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნულ ან­გა­რიშს პარ­ლა­მენტს 30 ივ­ნისს პი­რა­დად გა­აც­ნობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

აყვავებული ქვეყნის ბედნიერი ბავშვები!!!

ილონ მასკი
1

ძალიან კარგი მაგრამ 3,5 მილიონიანი მოსახლეობაც არ ვართ და 232 000-ამდე სოციალურად დაუცველი ბავ­შვი ცოტა გაბერილი ციფრი ხომ არაა

ავტორი:

"2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება... " - რა წერია მთავრობის ანგარიშში

"2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება... " - რა წერია მთავრობის ანგარიშში

2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი.

"2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.

2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლიდან ასევე, გაიზარდა სახელმწიფო პენსიების ოდენობა.

"პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით“,- ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, ასევე, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა.

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.