საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდგვაროვანი ქალის სამარხის გახსნისას საოცარი რამ აღმოაჩინეს - მუმია იმდენად კარგად იყო შენახული, რომ სისხლი ვენებში ჯერ კიდევ ჰქონდა
დიდგვაროვანი ქალის სამარხის გახსნისას საოცარი რამ აღმოაჩინეს - მუმია იმდენად კარგად იყო შენახული, რომ სისხლი ვენებში ჯერ კიდევ ჰქონდა

ჩი­ნე­ლი დიდ­გვა­რო­ვა­ნი ქა­ლის 2200 წლის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი, ცნო­ბი­ლი რო­გორც Xin Zhui, ანუ ლედი დაი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი მუ­მი­აა. ლედი დაი ძვ.წ. 178-145 წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი საფ­ლა­ვის შიგ­ნით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი სიმ­დიდ­რე­სა და მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზე მი­უ­თი­თებს. სა­მარ­ხი მუ­შებ­მა 1971 წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სხე­უ­ლის პირ­ვე­ლა­დი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მისი კანი ჯერ კი­დევ სვე­ლი და ელას­ტი­კუ­რი იყო, სახ­სრე­ბი - მოქ­ნი­ლი, სის­ხლიც კი ისევ ძარ­ღვებ­ში დარ­ჩა.

ლედი დაი

საყ­ლა­პავ­ში, კუ­ჭ­სა და ნაწ­ლა­ვებ­ში ნეს­ვის 138 და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი თეს­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს - ხილი მან სა­ვა­რა­უ­დოდ, სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე შე­ჭა­მა. მისი ორ­გა­ნო­ე­ბი ჯერ კი­დევ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ქალს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნი და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­და.

ლედი დაი 50 წლის ასაკ­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ჭარ­ბი წო­ნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. იგი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი მუ­მი­აა. და­საფ­ლა­ვე­ბი­სას ქა­ლის სხე­უ­ლი აბ­რე­შუ­მის 20 ფე­ნა­ში გა­ახ­ვი­ეს და 80 ლიტ­რი უც­ნო­ბი სი­თხით და­ფა­რეს, რო­მე­ლიც მაგ­ნი­უმს შე­ი­ცავ­და.

შემ­დეგ კუ­ბო­ე­ბის ოთხ ფე­ნა­ში მო­ა­თავ­სეს და 12 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჰერ­მე­ტულ, თი­ხით მო­პირ­კე­თე­ბულ სა­მარხში და­მარ­ხეს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სხე­უ­ლი ჰა­ე­რის, ნეს­ტი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­იც­ვა, რა­მაც მისი გახ­რწნის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა...წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანი შა­ვიშ­ვილ­მა

სანდრო
1

4 სარკოფაგში თუ იდო, არამგონია მაგის გახსნა და ამოღება კაი აზრი ყოფილიყო :D

ავტორი:

დიდგვაროვანი ქალის სამარხის გახსნისას საოცარი რამ აღმოაჩინეს - მუმია იმდენად კარგად იყო შენახული, რომ სისხლი ვენებში ჯერ კიდევ ჰქონდა

დიდგვაროვანი ქალის სამარხის გახსნისას საოცარი რამ აღმოაჩინეს - მუმია იმდენად კარგად იყო შენახული, რომ სისხლი ვენებში ჯერ კიდევ ჰქონდა

ჩინელი დიდგვაროვანი ქალის 2200 წლის მუმიფიცირებული სხეული, ცნობილი როგორც Xin Zhui, ანუ ლედი დაი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მუმიაა. ლედი დაი ძვ.წ. 178-145 წლებში, დაახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი საფლავის შიგნით აღმოჩენილი ნივთები სიმდიდრესა და მაღალ სოციალურ სტატუსზე მიუთითებს. სამარხი მუშებმა 1971 წელს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. სხეულის პირველადი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მისი კანი ჯერ კიდევ სველი და ელასტიკური იყო, სახსრები - მოქნილი, სისხლიც კი ისევ ძარღვებში დარჩა.

ლედი დაი

საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში ნესვის 138 დაუმუშავებელი თესლი აღმოაჩინეს - ხილი მან სავარაუდოდ, სიკვდილამდე ერთი საათით ადრე შეჭამა. მისი ორგანოები ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, მეცნიერების თქმით, ქალს შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი და ღვიძლის დაავადება აწუხებდა.

ლედი დაი 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც ჭარბი წონით იყო გამოწვეული. იგი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მუმიაა. დასაფლავებისას ქალის სხეული აბრეშუმის 20 ფენაში გაახვიეს და 80 ლიტრი უცნობი სითხით დაფარეს, რომელიც მაგნიუმს შეიცავდა.

შემდეგ კუბოების ოთხ ფენაში მოათავსეს და 12 მეტრის სიღრმეზე ჰერმეტულ, თიხით მოპირკეთებულ სამარხში დამარხეს. ამ ყველაფერმა სხეული ჰაერის, ნესტისა და ბაქტერიების ზემოქმედებისგან დაიცვა, რამაც მისი გახრწნის პროცესი შეაჩერა...წყარო

მოამზადა ანი შავიშვილმა