საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თქმით, ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ მას სა­ქარ­თვე­ლოს რე­აქ­ცია გა­უკ­ვირ­და. ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "დე­ლო­ვა­ია რო­სი­ას“ წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩემ­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც ამას მოჰ­ყვა. ვფიქ­რობ­დი, ყვე­ლა იტყო­და "აი, მად­ლო­ბა, კარ­გია.” არა, იქ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი აურ­ზა­უ­რი ატყდა ამ სა­კი­თხზე. ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია. უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლია. გვერ­დი­დან რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ: ნუთუ სულ გა­გიჟ­დნენ? რა ხდე­ბა იქ, მათ­თან, გა­უ­გე­ბა­რია”, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, მან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღო. პუ­ტი­ნის თა­ნახ­მად, მას ასე­ვე სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა სურთ და ასე­ვე, რუ­სე­თის იმ ბიზ­ნე­სე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლებ­საც მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა უყ­ვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვე­ნი მო­ნაკ­ვე­თი გა­ვი­ა­როთ, რო­გორც უკვე ვთქვი, ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ ამა­ზე ჩვენს პარტნი­ო­რებს,” - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მან­ვე თქვა, რომ მან პი­რა­დად გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა.

"ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემს კო­ლე­გებს შო­რის გა­ვა­ნა­წი­ლო ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თი, რაც ჩვენ­თან ხდე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ნამ­დვი­ლად ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და წი­ნა­და­დე­ბა იყო“, - "ტა­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "დე­ლო­ვა­ია რო­სი­ას“ წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პუ­ტინ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა და ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენს უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის­თვის და უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის­თვის.

რო­გორც პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი "და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მთელ რიგ გა­რე­მო­ე­ბებ­თან", მათ შო­რის სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­თან.

"მინ­დო­და მხა­რი და­მე­ჭი­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ და­ამ­ყა­რონ ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს ბიზ­ნესს, უბ­რა­ლოდ, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ, სურთ იქ წას­ვლა, დას­ვე­ნე­ბა, შე­ხე­ბა ქარ­თულ ბუ­ნე­ბას­თან, კულ­ტუ­რას­თან, სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

პუ­ტი­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მოს­კო­ვი მზა­დაა თბი­ლი­სის­თვის შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, მაგ­რამ ამას სა­ქარ­თვე­ლოს რე­აქ­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თებს.

"ჩვენ მზად ვართ ჩვე­ნი ნა­წი­ლის გა­სავ­ლე­ლად, ჩვენ ვდგამთ ნა­ბი­ჯებს და გა­ვაგ­რძე­ლებთ ამის გა­კე­თე­ბას იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ამა­ზე.

არას­დროს მე­პა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ეს ბიზ­ნესს სარ­გე­ბელს მო­უ­ტან­და“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა. მისი თქმით, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია შეხ­ვედ­რა­ზე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის აზ­რის მოს­მე­ნით.

ამას­თან, რო­გორც პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხმა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, რა გზით უნდა წა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ გან­ვი­თარ­დეს.

"მე­გო­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ არა­ერ­თხელ დას­ვა სა­კი­თხი ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და ნორ­მა­ლუ­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ და ჩვენ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა. ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა: "რაც ხდე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით {სა­ქარ­თვე­ლო}, ჩვე­ნი საქ­მე არ არის, ხალ­ხმა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, რა გზით უნდა წა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ გან­ვი­თარ­დეს".

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსს +++++
0

ეჭვსგარეშეა პუტინი თავისი ოლიგარქიული ნაჩეკისტარ მოკგბშნიკო ბრიაშკით ძარცვავს საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ , მაგრამ სჩანს მიშასავით გადაამლაშა და წითელი ამოუღეს! ეს კომენტარი ალექსს ეკუთვნის.. აბსოლუტურად ვეთანხმები თავის დროზე მიშამაც გადააჭარბა ნამდვილად ხოდა კიდეც მიიღო. ქოცი არ გეგონოთ უბრალოდ ალექსის კომენტარი მომეწონა.ალექს ბიძინას არ აუნთებენ წითლს.. მე მგონი დროა!! 

ვახმე
0

ულვაშა ვინ არის სტელინი უი უნდა აღდგეს თუ ვის გულისხმობ. ვასაძეს ულვაში და კომბალი იმას აქვს. თუ მისა .. საკაშვიიარ დაგავიწყდეს უნდა ახსენო აბა რისი ქოცი ხარ?. ეს რა საგონებელში ჩავარი ეს ალექსი რა გენიოსია როგორ ყველაფრის მცოდნეა. ეგ უნდა იყოს პარლამენტში! თუმცა არც ფსიქიატრიული აწყენდა ცოტა ხნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” - განაცხადა პუტინმა.

მანვე თქვა, რომ მან პირადად გადაწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

"ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კოლეგებს შორის გავანაწილო ყველაფერი დადებითი, რაც ჩვენთან ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება და წინადადება იყო“, - "ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინმა ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ქართველ ბიზნესმენს უპასუხა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის და უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები "დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან", მათ შორის საკურორტო სეზონთან.

"მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი მზადაა თბილისისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს.

"ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ბიზნესს სარგებელს მოუტანდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეხვედრაზე ქართველი ბიზნესმენის აზრის მოსმენით.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, საქართველოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს.

"მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მან აღნიშნა: "რაც ხდება ქვეყნის შიგნით {საქართველო}, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს".