სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას
ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას

ილონ მას­კის მიერ და­ფუ­ნე­ბულ კომ­პა­ნია Neuralink-ში, სა­დაც ტვი­ნის ჩი­პებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის სურ­სა­თის და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან (FDA) ადა­მი­ა­ნებ­ზე პირ­ვე­ლი ცდის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს.

იმპლან­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში სურთ, რომ ტვი­ნის კომ­პი­უ­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის მხედ­ვე­ლო­ბის, ასე­ვე სი­ა­რუ­ლის აღ­დგე­ნა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ FDA-ში ჯერ­ჯე­რო­ბით ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

  • რა მიზ­ნე­ბი აქვს Neuralink-ს?

კომ­პა­ნი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მიკ­რო­ჩი­პე­ბის წყა­ლო­ბით მხედ­ვე­ლო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბულ და პა­რა­ლი­ზე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მხედ­ვე­ლო­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღუდ­გე­ნენ.

მას­კის კომ­პა­ნი­ამ მიკ­რო­ჩი­პე­ბი მა­ი­მუ­ნებ­ზე გა­მოს­ცა­და. Neuralink-ი ადა­მი­ა­ნებ­ზე ცდის და­წყე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გეგ­მავს და კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, იმის­თვის, რომ ტვი­ნის იმპლან­ტე­ბი და­ი­ნერ­გოს, მათი მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

2016 წელს და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი იყო, რომ ტვი­ნის ჩი­პე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა 2020 წელს და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა და 2022 წლის­თვის გა­და­ი­დო. შე­ფერ­ხე­ბა იყო 2022 წელ­საც, როცა ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ და­ი­წყო.

FDA-ის მიერ მას­კის კომ­პა­ნი­ის­თვის ადა­მი­ა­ნებ­ზე ცდის და­წყე­ბის უფე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც შვე­ი­ცა­რი­ელ­მა მკვლევ­რებ­მა ტვი­ნის იმპლან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით პა­რა­ლი­ზე­ბულ მა­მა­კაცს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სი­ა­რუ­ლი და­ე­წყო (თე­მა­ზე სტა­ტია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: "ეს სის­ტე­მა ყვე­ლა­ფერს ცვლის" - 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რა­ლი­ზე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ტვი­ნის იმპლან­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­ა­რა - თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და გარ­ღვე­ვა მე­დი­ცი­ნა­ში)

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ას წელიწადში
10

უმრავლესობა დაჩიპული იქნება, საკუთარი სურვილით. ძალდატანებით არასოდეს იქნება. 

^%
11

უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!!! საცოდავები

ავტორი:

ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას

ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას

ილონ მასკის მიერ დაფუნებულ კომპანია Neuralink-ში, სადაც ტვინის ჩიპებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ აცხადებს, რომ ამერიკის სურსათის და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე პირველი ცდის ჩატარების შესახებ ნებართვა მიიღეს.

იმპლანტებზე მომუშავე კომპანიაში სურთ, რომ ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების საშუალებით, ადამიანების მხედველობის, ასევე სიარულის აღდგენა გახდეს შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ FDA-ში ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • რა მიზნები აქვს Neuralink-ს?

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მიკროჩიპების წყალობით მხედველობა დაქვეითებულ და პარალიზებულ ადამიანებს მხედველობისა და მოძრაობის შესაძლებლობას აღუდგენენ.

მასკის კომპანიამ მიკროჩიპები მაიმუნებზე გამოსცადა. Neuralink-ი ადამიანებზე ცდის დაწყებას რაც შეიძლება მალე გეგმავს და კვლევაში მონაწილეების მსურველთათვის რეგისტრაციას გამოაცხადებს.

ექსპერტების თქმით, იმისთვის, რომ ტვინის იმპლანტები დაინერგოს, მათი მასიური ტესტირება იქნება საჭირო.

2016 წელს დაარსებული კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოყენება 2020 წელს დაწყებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და 2022 წლისთვის გადაიდო. შეფერხება იყო 2022 წელსაც, როცა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო კომპანიის საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო უწყებამ დაიწყო.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65717487/vpid/p0fq2r3t"></iframe>

FDA-ის მიერ მასკის კომპანიისთვის ადამიანებზე ცდის დაწყების უფების გაცემის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვეიცარიელმა მკვლევრებმა ტვინის იმპლანტების საშუალებით პარალიზებულ მამაკაცს მისცეს შესაძლებლობა, სიარული დაეწყო (თემაზე სტატია წაიკითხეთ ვრცლად: "ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში)

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა