მომღერალი ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაში, ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს. ინგა ფერაძე საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში იმყოფება. ფერაძე გარკვეული პერიოდი ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.
ბელგიაში ცხოვრობს მომღერლის ქალიშვილი ანა ფერაძეც, რომელიც დაოჯახებულია და მრავალშვილიანი დედაა. ინგას მეგობრები პერიოდულად ავრცელებდნენ ინფორმაციას მომღერლის პრობლემების შესახებ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. მომღერალი იუბილარია, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ინგა ფერაძეს საქართველოდან დაუკავშირდა, მიულოცა და სთხოვა ცნობილი ჰიტები შეესრულებინა.
ინგა ფერაძე:
"ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი, არავინ და არაფერი მიყვარს ასე. ძალიან მენატრება. თბილისში ვერ ჩამოვალ, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება, ცოტა ხანს მოვითმინოთ. მე ახლა ბრიუსელში ვარ, საავადმყოფოში. ქართველებს მივმართავ, ძალიან გთხოვთ, არ დამკარგოთ და არ მიმატოვოთ, არ დამივიწყოთ, მე მიყვარხართ და ყოველთვის მახსოვხართ", - ამბობს მომღერალი.
ინგა ფერაძემ ვიდეოში რამდენიმე ქართული სიმღერაც შეასრულა, რასაც ემოციის გარეშე ვერ მოუსმენთ...
წაიკითხეთ ასევე:
სად ჩამოგყავთ ხალხო, ან ვინ გამოგატანთ. ადამიანი სოციალური და ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაშია, სადაც ემიგრანტრბსაც კი პატრონობენ. გასაგებია რომ ენატრება სამშობლო, თბილისი, მაგრამ სამწუხაროდ სამშობლო არ ზრუნავს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებზე. სად არის შვილიო რომ კითხულობთ , შვილიც ბელგიაშია და მომუშავე ხუთი არასრულწლოვანი შვილის დედაა, ხოლო ქალბატონი ინგა მიტოვებული კი არა, საიმედო ხელში ჰყავს, კვირაში რამდენჯერმე ნახულობს. თუ შეამჩნიეთ მისი ქართული საუბარი ამ ვიდეოშიც ისმის.
შვილი რას აკეთებს,ვერ მიხედავს?