პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე
"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან 20-მდე ნიღ­ბი­ა­ნი პირი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც ფი­ლო­ლო­გი AMBEBI GE -სთან ამ­ბობს, იმ დროს, როცა მის სახ­ლთან ნიღ­ბი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ბრუ­დე­ბო­და.

მას შემ­დეგ კი, რაც პო­ლი­ცია ად­გილ­ზე მი­ვი­და ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

"სახ­ლში უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, გზა­ში გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ შევ­ყოვ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რად­გან ჩემს სახ­ლთან ხალ­ხი იყო თავ­მოყ­რი­ლი. 15-20 ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის შე­სა­ბა­მი­სის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჯვრი­ა­ნი ქუ­დე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით და ა.შ. ადა­მი­ა­ნი იყო მო­სუ­ლი...

ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩა­ი­წე­რა ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე ნა­თარ­გმნია ინ­გლი­სუ­რად და ფრან­გუ­ლად და ჯერ­ჯე­რო­ბით პრე­ტენ­ზია არა­ვის ჰქო­ნია. და სა­ერ­თოდ ბევრ და­ნა­შა­ულს აქვს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა და ჩემს არა თურ­მე, ანუ მე 2014 წელს რას ვი­ტყვი, 1943-ში რას ვი­ტყვი, ამა­ზე ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი უნდა მომ­თხო­ვოს. თუკი ვინ­მემ, ამ ხალ­ხი­დან წერა-კი­თხვის მცოდ­ნე არის და წა­ი­კი­თხავს ალუ­და ქე­თე­ლა­ურს, ყვე­ლას პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას­თან და არა ჩემ­თან, იმი­ტომ, რომ მე არ მი­ნა­ხავს ალუ­დას სიზ­მა­რი, ალუ­დამ ნახა კა­ნი­ბა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის სიზ­მა­რი...

2014 წელს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ვი­ლა­პა­რა­კე, დღეს 2023 წე­ლია და ახლა გა­ირ­კვა, რომ არ მი­ლა­პა­რა­კია სწო­რად... ფი­ლო­ლო­გი­უ­რი კა­მა­თი უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს იმა­ში, რომ მა­შინ არ იყ­ვნენ კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი, მაგ­რამ ახლა იქ­ნე­ბი­ან. მე უნდა შემ­ჭა­მონ, ეტყო­ბა, ეს არის და­ვა­ლე­ბა“, - ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მას­ზე ფი­ზი­კუ­რად არა­ვის უძა­ლა­დია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ქუ­ჩა­ში მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ შემ­ხე­ბია, რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ მო­ა­ხერ­ხა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა ქუ­ჩა­ში, ნუ ეს ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს ყვე­ლას, ვი­საც რა უნდა, ის თქვა... " - ამ­ბობს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის 2014 წლის ლექ­ცი­ი­დან კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ამ­ბობს: "ხევ­სუ­რე­ბი კლა­ვენ და ხელს ჭრი­ან ამ პო­ე­მებ­ში (გუ­ლის­ხმობს "ალუ­და ქე­თე­ლა­ურს), - რა­ტომ? - უნდა ჩა­მო­კი­დონ. მაგ­რამ თა­ვი­დან? თა­ვი­დან რა­ტომ ჭრიდ­ნენ? შე­გახ­სე­ნებთ, თა­ვი­დან იმი­ტომ ჭრიდ­ნენ, რომ უნდა შე­ე­ჭა­მათ. იმი­ტომ რომ ომს, მტრო­ბას სხვა გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე არ­სე­ბაა“.

  • მო­ამ­ზა­და თიკო გუ­რაშ­ვილ­მა
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 120 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაყო
2

მიორე მიჰა.

ასეა
1

,,ბავშვის აღზრდა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ ის სავსებით დარწმუნდეს რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა, ამგვარი ფიზიკური და სულიერი აღზრდის წყალობით, დროთა განმავლობაში მიღწეული იქნება ქვეყნის დაუმარცხებლობის რწმენა'' ახლა გამოჩნდაბა ზოგი და დაიწყებს, რომ ეს გიტლერის სიტყვაბია და ეს რა დაგიწერიაო, მაგრამ ერთია ვისის ნათქვამის არ უნდა იყოს სიმართლე, რადგან მომავალი ტაობა უნდა აღიზარდოს წინა იმ განცდით, რომ მისთვის მიმზიდველი და სასურველი იყოს იმ ერის შვილობა. რაც შეეხება ბერძენისვილის ამ რიტორიკას, ბევრი დაიჯერებს და თუ ასე მოხდა, რატომ უნდა ქონდეს სურვილი იყოს ქართველი, იმიტომ რომ მისი წინაპარი ხელს ჭრიდა მტერს რომ მერე შეეჭამა?! ჯერ ერთი აბსოლიტური სისულელეა ასე მსჯელობა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ხორცი უნოდა რატო აჭრიდა მარტო ერთ ხელს ან უფრო ხორციანი ნაწილი არ აქვს ადამიანის სხეულს, არაფერს ვიძახი ამ რიტუალის ნამდვილ მნიშვნელობაზე! მოკლედ ძალიან საშიშია როცა განათლებული ადამიანი შუბლის ძარღვს გაიწყვიტავს და ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ეს არაფერია როცა მისი საქციელი მარტო მას ვნებს როცა ახალგაზრდებს ღუპავს აი მაშინაა საშიში თორე ასი წელი ბერძენიშვილის გამო არ ვიჯავრებდი ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე

"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. როგორც ფილოლოგი AMBEBI GE -სთან ამბობს, იმ დროს, როცა მის სახლთან ნიღბიანები გამოჩნდნენ, ის უნივერსიტეტიდან ბრუდებოდა.

მას შემდეგ კი, რაც პოლიცია ადგილზე მივიდა ნიღბიანმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

"სახლში უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, გზაში გამაფრთხილეს, რომ შევყოვნებულიყავი, რადგან ჩემს სახლთან ხალხი იყო თავმოყრილი. 15-20 ათლეტური აღნაგობის შესაბამისის აღჭურვილობით ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. ადამიანი იყო მოსული...

ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც ასევე ნათარგმნია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერჯერობით პრეტენზია არავის ჰქონია. და საერთოდ ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემს არა თურმე, ანუ მე 2014 წელს რას ვიტყვი, 1943-ში რას ვიტყვი, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა მომთხოვოს. თუკი ვინმემ, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნე არის და წაიკითხავს ალუდა ქეთელაურს, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, იმიტომ, რომ მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი...

2014 წელს ვაჟა-ფშაველაზე ვილაპარაკე, დღეს 2023 წელია და ახლა გაირკვა, რომ არ მილაპარაკია სწორად... ფილოლოგიური კამათი უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მაშინ არ იყვნენ კაციჭამიები, მაგრამ ახლა იქნებიან. მე უნდა შემჭამონ, ეტყობა, ეს არის დავალება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მასზე ფიზიკურად არავის უძალადია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"ჯერჯერობით ფიზიკურად არავინ შემხებია, რამდენიმე მოქალაქემ მოახერხა და შეურაცხყოფა მომაყენა ქუჩაში, ნუ ეს ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც რა უნდა, ის თქვა... " - ამბობს ლევან ბერძენიშვილი

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის 2014 წლის ლექციიდან კადრები, რომელშიც ამბობს: "ხევსურები კლავენ და ხელს ჭრიან ამ პოემებში (გულისხმობს "ალუდა ქეთელაურს), - რატომ? - უნდა ჩამოკიდონ. მაგრამ თავიდან? თავიდან რატომ ჭრიდნენ? შეგახსენებთ, თავიდან იმიტომ ჭრიდნენ, რომ უნდა შეეჭამათ. იმიტომ რომ ომს, მტრობას სხვა გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ადამიანი კვებითი ღირებულების მქონე არსებაა“.

  • მოამზადა თიკო გურაშვილმა