საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადამწვარი, გმირი ქალაქი, რომელიც ისევ დგას - როგორია ვითარება ბახმუტთან: ბოლო ცნობები ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან
გადამწვარი, გმირი ქალაქი, რომელიც ისევ დგას - როგორია ვითარება ბახმუტთან: ბოლო ცნობები ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან

უკ­რა­ი­ნუ­ლი ციხე-სი­მაგ­რე, ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი მე-9 თვეა აუ­ღებ­ლად რჩე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მზად არი­ან, ის ყვე­ლაფ­რის ფა­სად და­იც­ვან.

  • პა­რა­ლე­ლუ­რად ბახ­მუ­ტის შე­მო­გა­რენ­ში მტრის სუსტ ფლან­გებს პე­რი­ო­დუ­ლად არ­ღვე­ვენ და შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

გმი­რი ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დამ­წვა­რია, თუმ­ცა მა­ინც დგას. 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სებ­მა ბახ­მუ­ტის ასა­ღე­ბად თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. გა­სულ კვი­რას უმარ­თავ ცე­ცხლგამ­ჩენ ბომ­ბებ­საც მი­მარ­თეს. ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნე­ლებს ქა­ლაქ­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი მო­მა­რა­გე­ბის გზა­ღა აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი. ჩა­სივ ია­რი­დან ივა­ნივსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა რჩე­ბათ, რომ ბახ­მუტს არ მო­წყდნენ და მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­აგ­რძე­ლონ.

არ არ­სე­ბობს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი ქა­ლა­ქის აღე­ბა/დაც­ვას რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. და­ნა­კარ­გი ორი­ვე მხრი­დან დი­დია. ბახ­მუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის სა­უ­ბა­რია სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­სა და კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე.

გუ­შინ, 13 მა­ისს მეფე და­ნი­ლოს სა­ხე­ლო­ბის 24-ე მე­ქა­ნი­ზი­რე­ბულ­მა ბრი­გა­დამ ბახ­მუ­ტის ამ­სახ­ვე­ლი, დრო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

"ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ამ წუ­თებ­ში ბახ­მუ­ტი. შე­საძ­ლოა, მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ნის­ლია, მაგ­რამ ეს ხან­ძრე­ბი­სა და ჭურ­ვე­ბის დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაა. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მტე­რი ჩვე­ნი დაც­ვის გარ­ღვე­ვას ცდი­ლობს.

არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლი, სა­რა­კე­ტო და ავია დარ­ტყმე­ბი ერთი წუ­თი­თაც არ წყდე­ბა. ქა­ლა­ქის თი­თო­ე­უ­ლი მეტ­რი ცე­ცხლის ქვე­შაა“, -წე­რია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უშუ­ა­ლოდ ბახ­მუ­ტის­თვის ბრძო­ლა გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არც ერთი მეტ­რის დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ და სამ­შობ­ლოს მტრის­გან ღირ­სე­უ­ლად იცა­ვენ.

  • რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ ბახ­მუტ­თან, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ორი რუსი პოლ­კოვ­ნი­კი და­ი­ღუ­პა.

რო­გორც მე­დია შო­ი­გუს უწყე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, და­ი­ღუპ­ნენ რუ­სე­თის არ­მი­ის მე-4 მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მსრო­ლე­ლი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, პოლ­კოვ­ნი­კი ვი­ა­ჩეს­ლავ მა­კა­რო­ვი და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის სა­არ­მიო კორ­პუ­სის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი ევ­გე­ნი ბროვ­კო.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზ
1

ეს ხალხი ,მგონი ისე დაეცა, რომ მომხვდურს პურმარილს გაუშლიან და ცოლსაც ჩაუწვენენ ლოგინში. ფუი უზნეურნო, სამშობლოს ქართველები ყოველთვის იცავდნენ და იცავდნენ იარაღით.

მე
12

ვავა უკრაინე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

გადამწვარი, გმირი ქალაქი, რომელიც ისევ დგას - როგორია ვითარება ბახმუტთან: ბოლო ცნობები ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან

გადამწვარი, გმირი ქალაქი, რომელიც ისევ დგას - როგორია ვითარება ბახმუტთან: ბოლო ცნობები ომის ყველაზე ცხელი წერტილიდან

უკრაინული ციხე-სიმაგრე, ქალაქი ბახმუტი მე-9 თვეა აუღებლად რჩება. უკრაინელები მზად არიან, ის ყველაფრის ფასად დაიცვან.

  • პარალელურად ბახმუტის შემოგარენში მტრის სუსტ ფლანგებს პერიოდულად არღვევენ და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მასშტაბური კონტრშეტევაც განახორციელონ.

გმირი ქალაქი ფაქტობრივად, გადამწვარია, თუმცა მაინც დგას. 9 თვის განმავლობაში რუსებმა ბახმუტის ასაღებად თითქმის ყველანაირი შეიარაღება გამოიყენეს. გასულ კვირას უმართავ ცეცხლგამჩენ ბომბებსაც მიმართეს. ამჟამად უკრაინელებს ქალაქში მყოფი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი მომარაგების გზაღა აქვთ დარჩენილი. ჩასივ იარიდან ივანივსკის მიმართულებით. მათ შესაძლებლობა რჩებათ, რომ ბახმუტს არ მოწყდნენ და მომარაგების პროცესი მეტ-ნაკლებად შეუფერხებლად გააგრძელონ.

არ არსებობს ზუსტი მონაცემი ქალაქის აღება/დაცვას რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დანაკარგი ორივე მხრიდან დიდია. ბახმუტის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია, მათ შორის საუბარია სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

გუშინ, 13 მაისს მეფე დანილოს სახელობის 24-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ ბახმუტის ამსახველი, დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა.

"ასე გამოიყურება ამ წუთებში ბახმუტი. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ნისლია, მაგრამ ეს ხანძრებისა და ჭურვების დაკვამლიანებაა. სასოწარკვეთილი მტერი ჩვენი დაცვის გარღვევას ცდილობს.

არტილერიის ცეცხლი, სარაკეტო და ავია დარტყმები ერთი წუთითაც არ წყდება. ქალაქის თითოეული მეტრი ცეცხლის ქვეშაა“, -წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უშუალოდ ბახმუტისთვის ბრძოლა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. უკრაინელები არც ერთი მეტრის დათმობას არ აპირებენ და სამშობლოს მტრისგან ღირსეულად იცავენ.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.

როგორც მედია შოიგუს უწყებაზე დაყრდნობით წერს, დაიღუპნენ რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო.

ავტორი: ანრი კურტანიძე