პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოლვო ქარ საქართველო" "ქოლგა თბილისი ფოტოს" პარტნიორია
"ვოლვო ქარ საქართველო" "ქოლგა თბილისი ფოტოს" პარტნიორია

500-ამდე ფო­ტოგ­რა­ფის ნა­მუ­შე­ვარს შო­რის Volvo-ს ვინ­ტა­ჟურ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შტრი­ხე­ბი შე­ი­ტა­ნა და მას შვე­დუ­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა. წელს პირ­ვე­ლად „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტო­კონ­კურ­სის პარტნი­ო­რია.

თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და­არ­სე­ბულ ფეს­ტი­ვალ­ზე კომ­პა­ნი­ამ მე-20 სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის მო­დე­ლი Volvo P1800 წარ­მო­ად­გი­ნა. ამ კონ­ტრას­ტუ­ლი ტან­დე­მით გა­იხ­სნა „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“, რო­მელ­საც წელს უკვე 21 წელი შე­უს­რულ­და.

ეკა კევ­ლიშ­ვი­ლი, „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი წე­ლია და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ეს პარტნი­ო­რო­ბა შედ­გა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს, რო­მე­ლიც ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, და „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ: თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის, კლა­სი­კუ­რი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რომ­ლებ­საც ამ ყვე­ლაფ­რის ფო­ტო­კადრში მოქ­ცე­ვა შე­უძ­ლი­ათ. ფო­ტოგ­რა­ფია ჩვენ მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აქამ­დე არ ყო­ფი­ლა და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ახლა ამ დარ­გსაც გვერ­დით და­ვუ­დე­ქით“.

„ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო 2023-ზე“ „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლომ“ თა­ვი­სი რჩე­უ­ლიც გა­მო­ავ­ლი­ნა. შვე­დუ­რი ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი ფო­ტოგ­რაფ დათო ქო­რი­ძეს გა­დას­ცა ნა­მუ­შევ­რი­სათ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბით „სად ხარ“.

„ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“, რო­მელ­შიც წელს ხე­ლო­ვა­ნე­ბი 45 ქვეყ­ნი­დან ჩა­ერ­თნენ, ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბით გრძელ­დე­ბა. უკვე გა­მოვ­ლინ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რიმ ხუთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ა­სა­ხე­ლა.

ფო­ტო­კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, მხა­რი და­უ­ჭი­როს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. და­ა­ახ­ლო­ოს ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო ქვეყ­ნე­ბის არ­ტის­ტე­ბი. გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად კი „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“ ერ­თგვარ პლატ­ფორ­მად იქცა. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბესო ხა­ინ­დრა­ვა ამ­ბობს, ამ საქ­მე­ში კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ბესო ხა­ინ­დრა­ვა, „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის, რო­გო­რიც ვოლ­ვოა. „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“ არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა კი უფრო დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, სულ უფრო მეტ ხე­ლო­ვანს მივ­ცეთ შან­სი, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნოს რო­გორც კო­ლე­გებს, ისე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს“.

„ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“ 4 მა­ისს გა­იხ­სნა. წლე­ვან­დე­ლი კვი­რე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტო­კონ­კურსს, თა­ნა­მედ­რო­ვე და კლა­სი­კუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის გა­მო­ფე­ნებს მო­ი­ცავს. სა­ერ­თო ჯამ­ში, 440 ხე­ლო­ვა­ნის მიერ 726 ფო­ტოპ­რო­ექ­ტია წარ­დგე­ნი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლი 13 მა­ისს და­ვით სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის გა­მო­ფე­ნით - „რო­გორ და­ვი­მახ­სოვ­როთ 80-ია­ნე­ბი“ - და­ი­ხუ­რე­ბა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვოლვო ქარ საქართველო" "ქოლგა თბილისი ფოტოს" პარტნიორია

"ვოლვო ქარ საქართველო" "ქოლგა თბილისი ფოტოს" პარტნიორია

500-ამდე ფოტოგრაფის ნამუშევარს შორის Volvo-ს ვინტაჟურმა ავტომობილმა საგამოფენო დარბაზში დეკორატიული ხელოვნების შტრიხები შეიტანა და მას შვედური ელფერი შესძინა. წელს პირველად „ვოლვო ქარ საქართველო“ საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორია.

თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ ფესტივალზე კომპანიამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოდელი Volvo P1800 წარმოადგინა. ამ კონტრასტული ტანდემით გაიხსნა „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელსაც წელს უკვე 21 წელი შეუსრულდა.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ თანამშრომლობის პირველი წელია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პარტნიორობა შედგა. საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ფოტოხელოვანების საყვარელი ფესტივალია, და „ვოლვო ქარ საქართველოს“ ბევრი საერთო აქვთ: თანამედროვეობის, კლასიკურისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც ამ ყველაფრის ფოტოკადრში მოქცევა შეუძლიათ. ფოტოგრაფია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მიმართულებების ჩამონათვალში აქამდე არ ყოფილა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ამ დარგსაც გვერდით დავუდექით“.

„ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ზე“ „ვოლვო ქარ საქართველომ“ თავისი რჩეულიც გამოავლინა. შვედური ბრენდის წარმომადგენელმა სპეციალური პრიზი ფოტოგრაფ დათო ქორიძეს გადასცა ნამუშევრისათვის სახელწოდებით „სად ხარ“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელშიც წელს ხელოვანები 45 ქვეყნიდან ჩაერთნენ, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ექსპოზიციებით გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში დაასახელა.

ფოტოკონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებას. დააახლოოს ადგილობრივი და უცხო ქვეყნების არტისტები. გამოცდილების გასაზიარებლად კი „ქოლგა თბილისი ფოტო“ ერთგვარ პლატფორმად იქცა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ამ საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი ფესტივალისათვის სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც ვოლვოა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ არაკომერციული ღონისძიებაა, კერძო სექტორის ჩართულობა კი უფრო დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, სულ უფრო მეტ ხელოვანს მივცეთ შანსი, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს როგორც კოლეგებს, ისე ფართო საზოგადოებას, დამთვალიერებელს“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 4 მაისს გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს მოიცავს. საერთო ჯამში, 440 ხელოვანის მიერ 726 ფოტოპროექტია წარდგენილი.

ფესტივალი 13 მაისს დავით სულაქველიძის გამოფენით - „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ - დაიხურება.

NS