მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კენჭი რომ ააგდო, "ქოლცენტრს" დაეცემა" - ლევან ხაბეიშვილი
"კენჭი რომ ააგდო, "ქოლცენტრს" დაეცემა" - ლევან ხაბეიშვილი

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მე­ქად გა­და­აქ­ცი­ეს დე­და­ქა­ლა­ქი და ოპო­ზი­ცი­ას ადე­ბენ ხელს. კენ­ჭი რომ ააგ­დო, „ქოლ­ცენ­ტრს“ და­ე­ცე­მა - თუ ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ამის გა­მო­ძი­ე­ბა, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "რუ­სულ ოც­ნე­ბას" ე.წ. ქოლ­ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის ეში­ნია.

"ე.წ. ქოლ­ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცია იცით. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მხარს უჭერს ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ შე­იქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია. რუ­სულ ოც­ნე­ბას ამის ეში­ნია და ამ­ბო­ბენ, რომ ამის გა­მო­ძი­ე­ბა არ უნ­დათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხე­დავს, ვი­საც უნდა გა­მო­ძი­ე­ბა, ეს ოპო­ზი­ცი­აა, ვი­საც არ უნდა, არის რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა. ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მე­ქად გა­და­აქ­ცი­ეს დე­და­ქა­ლა­ქი და ოპო­ზი­ცი­ას ადე­ბენ ხელს.

და თუ ასე­თი არ­სე­ბობს, და­ა­კა­ვონ კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. რომ ჩა­მოდ­გე­ბი­ან, მგო­ნია, რომ კი­დევ 2011 წელ­ში არი­ან, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ, დად­გე­ბი­ან და მარ­ტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გა­უ­დით. უკაც­რა­ვად, წლე­ბია ვსა­უბ­რობ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლია ყვე­ლა კუ­თხე­ში. კენ­ჭი რომ ააგ­დო, „ქოლ­ცენ­ტრს“ და­ე­ცე­მა. თუ ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ამის გა­მო­ძი­ე­ბა, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია სუს-ს, პრო­კუ­რა­ტუ­რას და მათ მფარ­ვე­ლებს: მა­მა­ცაშ­ვილ-ივა­ნიშ­ვილს და კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე.
2

ნაცების მამათმავალი, უი, უკაცრავად, შემეშალა, ნაცების მამათმთავარი.

ხაბეს
3

შარიკოვ ხაბეს რასაც ჩაძახებენ იმას იძახის

ავტორი:

"კენჭი რომ ააგდო, "ქოლცენტრს" დაეცემა" - ლევან ხაბეიშვილი

"კენჭი რომ ააგდო, "ქოლცენტრს" დაეცემა" - ლევან ხაბეიშვილი

ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. კენჭი რომ ააგდო, „ქოლცენტრს“ დაეცემა - თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, "რუსულ ოცნებას" ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

"ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. რუსულ ოცნებას ამის ეშინია და ამბობენ, რომ ამის გამოძიება არ უნდათ. საზოგადოება კარგად ხედავს, ვისაც უნდა გამოძიება, ეს ოპოზიციაა, ვისაც არ უნდა, არის რუსული ოცნება. ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს.

და თუ ასეთი არსებობს, დააკავონ კონკრეტული დამნაშავეები. რომ ჩამოდგებიან, მგონია, რომ კიდევ 2011 წელში არიან, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, დადგებიან და მარტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გაუდით. უკაცრავად, წლებია ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაულია ყველა კუთხეში. კენჭი რომ ააგდო, „ქოლცენტრს“ დაეცემა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას და მათ მფარველებს: მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას", - აღნიშნავს ხაბეიშვილი.