პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა..." - ქართველი კომპოზიტორი, რომლის ტანგოსაც ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო შეასრულებს
"ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა..." - ქართველი კომპოზიტორი, რომლის ტანგოსაც ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო შეასრულებს

"ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­ტა­ლია თო­თი­ბა­ძის "ტან­გო ერ­თის­თვის“ ულა­მა­ზე­სია. ვფიქ­რობ, ამ კომ­პო­ზი­ცი­ის ჩემს სოლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­ტან და შე­ვას­რუ­ლებ ად­გი­ლობ­რივ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, ჩემი თბი­ლის­ში გას­ტრო­ლის დროს", - გა­ნა­ცხა­და მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ველ აკორ­დე­ო­ნის­ტად აღი­ა­რე­ბულ­მა მუ­სი­კოს­მა რი­შარ გა­ლი­ა­ნომ, რო­მე­ლიც მალე, თბი­ლის­ში სოლო კონ­ცერტს სა­ხელ­წო­დე­ბით, PASSION GALLIANO გა­მარ­თავს.

კომ­პო­ზი­ცია პან­დე­მი­ის დროს და­ი­წე­რა და რი­შარ გა­ლი­ა­ნოს, მის­მა ქარ­თველ­მა აგენ­ტმა ანი ლა­ღი­ძემ სა­მუ­შაო ვერ­სია გა­უგ­ზავ­ნა.

ნა­ტა­ლია თო­თი­ბა­ძე არა­ერ­თი წე­ლია, რაც მუ­სი­კა­ლურ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვი­და, წერს მუ­სი­კას რო­გორც კლა­სი­კურ ჟანრ­ში, ასე­ვე არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რია, ასე­ვე წერს მუ­სი­კას კი­ნო­სა და თე­ატ­რის­თვის.

Ambebi.ge ნა­ტა­ლია თო­თი­ბა­ძეს ესა­უბ­რა:

- მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ის არის, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად "ტან­გო ერ­თის­თვის" ნა­წარ­მო­ე­ბად თუ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი. უბ­რა­ლოდ, ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ოს ვას­რუ­ლებ­დი ერთ-ერთი პროგ­რა­მის­თვის, სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტი მოვ­სინ­ჯე და აკორ­დე­ონს ასე გა­და­ვა­წყდი, რომ­ლის­თვი­საც რა­ღაც პარ­ტია გა­ვა­კე­თე. ამან ჩე­ლოს და სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტის ჩარ­თვაც მო­ი­თხო­ვა. ასე ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვე­დი ამ ნა­წარ­მო­ე­ბამ­დე. მა­შინ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი დრო მქონ­და, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სახ­ლში ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლი. ჩემი სტუ­დი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა სახ­ლში გა­და­ვი­ტა­ნე და ჩემს ოთახ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მოკ­ლედ, ამ ნე­გა­ტი­ურ პე­რი­ოდს ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა. არა მარ­ტო ამ "ტან­გოს“ სა­ხით... პან­დე­მი­ის დროს მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დიდი დრო მო­მე­ცა...

თა­ვი­დან რო­გორც "ტან­გო“ ასე არ იწე­რე­ბო­და, მაგ­რამ მი­ვი­ღე ის, რაც მი­ვი­ღე. რო­დე­საც კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ვას­რუ­ლებ და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ვუს­მენ, რო­გორც წესი, მი­ნუ­სებს ვპო­უ­ლობ და რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს ხოლ­მე, მაგ­რამ "ტან­გოს“ შემ­თხვე­ვა­ში არ დად­გა ეს დღე, რომ მეთ­ქვა, რა­ღაც არ მომ­წონს-მეთ­ქი. მე­ტიც, მივ­ხვდი, რომ შე­მიყ­ვარ­და ეს ნა­წარ­მო­ე­ბი.

- დიდი წარ­მა­ტე­ბაა, რო­დე­საც თქვენ ნა­წარ­მო­ე­ბი ისე­თი რან­გის მუ­სი­კოსს მო­ე­წო­ნა...

- ნამ­დვი­ლად ასეა. სა­ერ­თო­დაც რომ არა­ვის შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, უკვე მიყ­ვარ­და და ჩემ­თვის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ცია იყო, რაც კი აქამ­დე ზო­გა­დად შე­მიქ­მნია. მას­ზე მუ­შა­ო­ბა რომ და­ვას­რუ­ლე, ჩემს მე­გო­ბარ ნა­ტა­ლია მინ­დი­აშ­ვილს მო­ვას­მე­ნი­ნე, მან მი­თხრა, ანი ლა­ღი­ძეს მო­ვას­მე­ნი­ნო­თო. ანი გა­ლი­ა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. მე თა­ვად არ შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნა. ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ ხოლ­მე. ის ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­აც კი არ მაქვს, რაც ყო­ველ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს. თუმ­ცა ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ ეს არას­წო­რია...

ანიმ რომ მო­უს­მი­ნა, გა­და­წყვი­ტა, ნა­წარ­მო­ე­ბი, გა­ლი­ა­ნომ­დე მი­სუ­ლი­ყო. ეს ცოტა ზღა­პა­რი­ვით ამ­ბა­ვი მე­გო­ნა, ამი­ტომ ამ თე­მა­ზე არც მი­ფიქ­რია...

- ნა­წარ­მო­ებს ჰქვია "ტან­გო ერ­თის­თვის“, რა­ტომ?

- ამას სულ მე­კი­თხე­ბი­ან. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემი ტან­გო ერთი ინ­დი­ვი­დის­თვის არის. ეს უფრო ერ­თი­ა­ნო­ბის ტან­გოა, ვიდ­რე ერთი ადა­მი­ა­ნის, ამ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ადა­მი­ა­ნი და მუ­სი­კა, ადა­მი­ა­ნი და ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ მუ­სი­კა არის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ბედ­ნი­ე­რე­ბის იმ სიღ­რმე­ებ­ში შე­უძ­ლია ჩა­აღ­წი­ოს, სა­დაც სხვას მოხ­ვედ­რის არც უფ­ლე­ბა და არც რე­სურ­სი აქვს. ჩემი "ტან­გო“ არ არის სევ­დი­ა­ნი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ცა­რი­ე­ლი "ერ­თის­თვის,“ ის სავ­სეა, მარ­ტო­ო­ბა შიშს არ ჰგვრის, პი­რი­ქით, ავ­სებს. მარ­ტო­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის, რო­გორც კომ­ფორ­ტი, იმი­ტომ, რომ მუ­სი­კას­თან ერ­თად არის გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი. გან­მარ­ტო­ე­ბის ტან­გოა, ვიდ­რე მარ­ტო­ო­ბის...

- ახლა თა­ვად მო­გი­წევთ გა­ლი­ა­ნოს­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ყოფ­ნა...

- კი, კა­მე­რულ ორ­კესტრთან სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პარ­ტი­ას და­ვუკ­რავ, ნა­წარ­მო­ე­ბი კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი­სა და აკორ­დე­ო­ნის­თვი­საა შექ­მნი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ყვე­ლა­ფერ­ში საქ­მი­ა­ნად ვარ ჩარ­თუ­ლი, იმე­დი მაქვს, რომ ამ ამ­ბით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებ...

- მარ­თლაც დიდი ამ­ბა­ვია, ისე­თი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დი ისურ­ვებ­და და იტ­რა­ბა­ხებ­და... მშვე­ნი­ე­რი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი ხართ. დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ხა­რუ­ლი კი­დევ რო­მელ­მა ნა­წარ­მო­ებ­მა მო­გი­ტა­ნათ?

- "მო­ნატ­რე­ბის ღა­მემ“, რო­მელ­საც ან­სამ­ბლი "ალი­ლო“ მღე­რო­და. მა­ში­ნაც ასე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. სიმ­ღე­რა ისე გა­ჰიტ­და, რომ რა­დიო ჩარ­ტე­ბის პირ­ველ ად­გილ­ზე იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა იცის ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, მაგ­რამ ჩემ­მა ნაც­ნო­ბებ­მაც კი არ იცი­ან, რომ მისი ავ­ტო­რი ვარ. ესეც ჩემი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. რომ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ხში­რად უკი­თხავთ, - უი, ეს სიმ­ღე­რა შე­ნი­აო?..

- ესეც იმის გა­მოა ხომ, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ...

- კი, ეს არის ჩემი დიდი მი­ნუ­სი. რო­გორც ვთქვი, ბოლო დროს მივ­ხვდი, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა. მი­ნი­მუმ შე­სა­ფა­სებ­ლად მა­ინც მეტ მას­შტაბ­ზე უნდა გახ­ვი­დე. არა­და, სულ მე­გო­ნა, რომ კუ­ლის­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მე­ო­თხე კლა­სელ­მა ნო­ტებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სა, რო­მე­ლიც თვი­თონ დავ­წე­რე და დე­და­ჩემს ვაჩ­ვე­ნე. დე­დამ მი­თხრა - მოდი, ახლა გაკ­ვე­თი­ლე­ბი იმე­ცა­დი­ნე და ამას თავი და­ა­ნე­ბეო. მოკ­ლედ, სულ მე­გო­ნა, შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩრდილ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ამ ამ­ბავ­მა და სულ ჩემ­თვის ვი­ყა­ვი...

არა­და, არ ვარ ის ტიპი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის ოდ­ნავ მა­ინც ეში­ნია. ხში­რად ვარ რა­ღაც ამ­ბე­ბის ცენ­ტრში, თუმ­ცა რო­გორც კი ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვხდე­ბი.

სულ ვამ­ბობ, როცა ადა­მი­ანს გაქვს ნიჭი, რე­სურ­სი და მას არ ეპყრო­ბი ისე, რო­გორც ბუ­ნე­ბის­გან ბო­ძე­ბუ­ლი შე­სა­ძა­ლებ­ლო­ბა იმ­სა­ხუ­რებს, ეს დიდი შეც­დო­მაა. სა­დღაც, ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ინა­ნებ, - ნე­ტავ, ასე ან ისე მექ­ნაო. თუმ­ცა ოქ­როს შუ­ა­ლე­დიც და­სა­ცა­ვია, - მოკ­ლედ, ბეწ­ვის ხი­დია, მეტი არ მო­გი­ვი­დეს და არც და­აკ­ლო. რთუ­ლია ეს გზა.

- მარ­თლა სა­ო­ცა­რი რამ არის მუ­სი­კის ენა...

- ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­საქ­მე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა რა­ღაც ელე­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბია. ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმა­ში მუ­სი­კას დიდი როლი აქვს. მუ­სი­კას შე­უძ­ლია სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩას­წვდეს ჩემს სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას...

- კი­დევ რა ხდე­ბა ახლა თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში?

- მაქვს ჩემი სივ­რცე, სა­დაც 3 წლის ასა­კი­დან, 40 წლის ადა­მი­ა­ნებ­თან ვურ­თი­ერ­თობ. ამ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მო­ვიდ­ნენ, მო­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი, მყავს პე­და­გო­გე­ბი, თვი­თო­ნაც ვმუ­შა­ობ. ვმღე­რით, ვუს­მენთ მუ­სი­კას და ერ­თმა­ნეთს. გვაქვს აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა. ერ­თმა­ნე­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. არის მსჯე­ლო­ბა, გე­მოვ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. ჩვენს სივ­რცეს­თან ვინც ურ­თი­ერ­თობს, კარ­გად იცის, რას ნიშ­ნავს ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კა. ეს არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ახლა ვმუ­შა­ობ მი­უ­ზიკლზე, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად სა­ბავ­შვოა... არის შე­მეც­ნე­ბი­თი, ოდ­ნავ ფი­ლო­სო­ფი­ურ დე­ტა­ლებ­საც შე­ი­ცავს. საკ­მა­ოდ კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მო­ვა. სცე­ნა­რი, ლიბ­რე­ტო, მუ­სი­კა და­წე­რი­ლია, მაგ­რამ მე­ტის თქმა ჯერ არ შე­მიძ­ლია. ასე­თი ამ­ბე­ბია ჩვენ­სკენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინია
0

გალიანოს შეფასება არ შეეშლებოდა. ძალიან სასიხარულო ფაქტია. 🌟

tsiko
0

რა მაგარიაააა წარმატებები ქნ ნატალიას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა..." - ქართველი კომპოზიტორი, რომლის ტანგოსაც ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო შეასრულებს

"ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა..." - ქართველი კომპოზიტორი, რომლის ტანგოსაც ლეგენდარული აკორდეონისტი რიშარ გალიანო შეასრულებს

"ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის "ტანგო ერთისთვის“ ულამაზესია. ვფიქრობ, ამ კომპოზიციის ჩემს სოლო პროგრამაში შევიტან და შევასრულებ ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ჩემი თბილისში გასტროლის დროს", - განაცხადა მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებულმა მუსიკოსმა რიშარ გალიანომ, რომელიც მალე, თბილისში სოლო კონცერტს სახელწოდებით, PASSION GALLIANO გამართავს.

კომპოზიცია პანდემიის დროს დაიწერა და რიშარ გალიანოს, მისმა ქართველმა აგენტმა ანი ლაღიძემ სამუშაო ვერსია გაუგზავნა.

ნატალია თოთიბაძე არაერთი წელია, რაც მუსიკალურ ასპარეზზე გამოვიდა, წერს მუსიკას როგორც კლასიკურ ჟანრში, ასევე არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორია, ასევე წერს მუსიკას კინოსა და თეატრისთვის.

Ambebi.ge ნატალია თოთიბაძეს ესაუბრა:

- მთავარი ამბავი ის არის, რომ თავდაპირველად "ტანგო ერთისთვის" ნაწარმოებად თუ ჩამოყალიბდებოდა, ვერც ვიფიქრებდი. უბრალოდ, ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებდი ერთ-ერთი პროგრამისთვის, სხვადასხვა ინსტრუმენტი მოვსინჯე და აკორდეონს ასე გადავაწყდი, რომლისთვისაც რაღაც პარტია გავაკეთე. ამან ჩელოს და სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩართვაც მოითხოვა. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი ამ ნაწარმოებამდე. მაშინ ამ ყველაფრისთვის დიდი დრო მქონდა, პანდემიის პერიოდი იყო, ფაქტობრივად, ყველა სახლში ვიყავით გამოკეტილი. ჩემი სტუდიური მოწყობილობა სახლში გადავიტანე და ჩემს ოთახში ვმუშაობდი. მოკლედ, ამ ნეგატიურ პერიოდს ჩემთვის სასიამოვნო შედეგები მოჰყვა. არა მარტო ამ "ტანგოს“ სახით... პანდემიის დროს მუსიკასთან ურთიერთობისთვის დიდი დრო მომეცა...

თავიდან როგორც "ტანგო“ ასე არ იწერებოდა, მაგრამ მივიღე ის, რაც მივიღე. როდესაც კომპოზიციაზე მუშაობას ვასრულებ და რაღაც პერიოდის შემდეგ ვუსმენ, როგორც წესი, მინუსებს ვპოულობ და რაღაცები არ მომწონს ხოლმე, მაგრამ "ტანგოს“ შემთხვევაში არ დადგა ეს დღე, რომ მეთქვა, რაღაც არ მომწონს-მეთქი. მეტიც, მივხვდი, რომ შემიყვარდა ეს ნაწარმოები.

- დიდი წარმატებაა, როდესაც თქვენ ნაწარმოები ისეთი რანგის მუსიკოსს მოეწონა...

- ნამდვილად ასეა. საერთოდაც რომ არავის შეესრულებინა, უკვე მიყვარდა და ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია იყო, რაც კი აქამდე ზოგადად შემიქმნია. მასზე მუშაობა რომ დავასრულე, ჩემს მეგობარ ნატალია მინდიაშვილს მოვასმენინე, მან მითხრა, ანი ლაღიძეს მოვასმენინოთო. ანი გალიანოს წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. მე თავად არ შემიძლია საკუთარი თავის წარდგენა. ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე. ის ჯანსაღი ამბიციაც კი არ მაქვს, რაც ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს არასწორია...

ანიმ რომ მოუსმინა, გადაწყვიტა, ნაწარმოები, გალიანომდე მისულიყო. ეს ცოტა ზღაპარივით ამბავი მეგონა, ამიტომ ამ თემაზე არც მიფიქრია...

- ნაწარმოებს ჰქვია "ტანგო ერთისთვის“, რატომ?

- ამას სულ მეკითხებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ტანგო ერთი ინდივიდისთვის არის. ეს უფრო ერთიანობის ტანგოა, ვიდრე ერთი ადამიანის, ამ ერთიანობაში იგულისხმება ადამიანი და მუსიკა, ადამიანი და ბედნიერების შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ მუსიკა არის ერთადერთი საშუალება, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერების იმ სიღრმეებში შეუძლია ჩააღწიოს, სადაც სხვას მოხვედრის არც უფლება და არც რესურსი აქვს. ჩემი "ტანგო“ არ არის სევდიანი, მიტოვებული და ცარიელი "ერთისთვის,“ ის სავსეა, მარტოობა შიშს არ ჰგვრის, პირიქით, ავსებს. მარტოობა ამ შემთხვევაში არის, როგორც კომფორტი, იმიტომ, რომ მუსიკასთან ერთად არის განმარტოებული. განმარტოების ტანგოა, ვიდრე მარტოობის...

- ახლა თავად მოგიწევთ გალიანოსთან ერთად სცენაზე ყოფნა...

- კი, კამერულ ორკესტრთან საფორტეპიანო პარტიას დავუკრავ, ნაწარმოები კამერული ორკესტრისა და აკორდეონისთვისაა შექმნილი. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერჯერობით ამ ყველაფერში საქმიანად ვარ ჩართული, იმედი მაქვს, რომ ამ ამბით დიდ სიამოვნებას მივიღებ...

- მართლაც დიდი ამბავია, ისეთი, რომ ნებისმიერი შემოქმედი ისურვებდა და იტრაბახებდა... მშვენიერი სიმღერების ავტორი ხართ. დიდი შემოქმედებითი სიხარული კიდევ რომელმა ნაწარმოებმა მოგიტანათ?

- "მონატრების ღამემ“, რომელსაც ანსამბლი "ალილო“ მღეროდა. მაშინაც ასე ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. სიმღერა ისე გაჰიტდა, რომ რადიო ჩარტების პირველ ადგილზე იყო. საქართველოში ნახევარზე მეტმა იცის ეს ნაწარმოები, მაგრამ ჩემმა ნაცნობებმაც კი არ იციან, რომ მისი ავტორი ვარ. ესეც ჩემი ბუნებიდან გამომდინარეა. რომ აღმოუჩენიათ ხშირად უკითხავთ, - უი, ეს სიმღერა შენიაო?..

- ესეც იმის გამოა ხომ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ...

- კი, ეს არის ჩემი დიდი მინუსი. როგორც ვთქვი, ბოლო დროს მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება. მინიმუმ შესაფასებლად მაინც მეტ მასშტაბზე უნდა გახვიდე. არადა, სულ მეგონა, რომ კულისში უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, მუსიკალური სკოლის მეოთხე კლასელმა ნოტებზე გადავიტანე საფორტეპიანო პიესა, რომელიც თვითონ დავწერე და დედაჩემს ვაჩვენე. დედამ მითხრა - მოდი, ახლა გაკვეთილები იმეცადინე და ამას თავი დაანებეო. მოკლედ, სულ მეგონა, შეგრძნება მქონდა, რომ ჩრდილში უნდა ვყოფილიყავი... როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა და სულ ჩემთვის ვიყავი...

არადა, არ ვარ ის ტიპი, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმის ოდნავ მაინც ეშინია. ხშირად ვარ რაღაც ამბების ცენტრში, თუმცა როგორც კი ჩემს შემოქმედებაზე მიდგება საქმე, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვხდები.

სულ ვამბობ, როცა ადამიანს გაქვს ნიჭი, რესურსი და მას არ ეპყრობი ისე, როგორც ბუნებისგან ბოძებული შესაძალებლობა იმსახურებს, ეს დიდი შეცდომაა. სადღაც, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ინანებ, - ნეტავ, ასე ან ისე მექნაო. თუმცა ოქროს შუალედიც დასაცავია, - მოკლედ, ბეწვის ხიდია, მეტი არ მოგივიდეს და არც დააკლო. რთულია ეს გზა.

- მართლა საოცარი რამ არის მუსიკის ენა...

- ბედნიერების აღსაქმელად ცხოვრებაში აუცილებელი პირობა რაღაც ელემენტები და დეტალებია. ჩემთვის ბედნიერების აღქმაში მუსიკას დიდი როლი აქვს. მუსიკას შეუძლია სიღრმისეულად ჩასწვდეს ჩემს სულიერ მდგომარეობას...

- კიდევ რა ხდება ახლა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- მაქვს ჩემი სივრცე, სადაც 3 წლის ასაკიდან, 40 წლის ადამიანებთან ვურთიერთობ. ამ სივრცეში ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, მოიყვანონ თავიანთი შვილები, მყავს პედაგოგები, თვითონაც ვმუშაობ. ვმღერით, ვუსმენთ მუსიკას და ერთმანეთს. გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ერთმანეთის განვითარებაში ჩართულები ვართ. არის მსჯელობა, გემოვნებაზე მუშაობა. ჩვენს სივრცესთან ვინც ურთიერთობს, კარგად იცის, რას ნიშნავს ხარისხიანი მუსიკა. ეს არის ჩემი სამსახური და ყოველდღიურობა.

ამასთანავე, ახლა ვმუშაობ მიუზიკლზე, რომელიც ნახევრად საბავშვოა... არის შემეცნებითი, ოდნავ ფილოსოფიურ დეტალებსაც შეიცავს. საკმაოდ კარგი გუნდი მუშაობს, საინტერესო პროექტი გამოვა. სცენარი, ლიბრეტო, მუსიკა დაწერილია, მაგრამ მეტის თქმა ჯერ არ შემიძლია. ასეთი ამბებია ჩვენსკენ.