სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი "ქოლ ცენტრებთან“ - ხატია დეკანოიძე
"დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი "ქოლ ცენტრებთან“ - ხატია დეკანოიძე

და­ვით არა­ხა­მი­ას დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არ ჰყავს, მას არ აქვს კავ­ში­რი "ქოლ ცენ­ტრებ­თან", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, შე­ნო­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ "ქოლ-ცენ­ტრებ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, და­ვით არა­ხა­მი­ას ძმის მფლო­ბე­ლო­ბა­შია.

დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, და­სა­ხე­ლე­ბულ პირ­თან და­ვით არა­ხა­მი­ას კავ­ში­რი არ აქვს.

"და­ვით არა­ხა­მი­ას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ ადა­მი­ან­თან, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მას დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არ ჰყავს. მას არ აქვს კავ­ში­რი არც ამ ადა­მი­ან­თან და არც "ქოლ - ცენ­ტრებ­თან". ეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პრო­პა­გან­დაა, მე ვერ ჩავ­ყვე­ბი მის ანა­ტო­მი­ას, ჩემი პო­ზი­ცია იცით: გა­მო­ვი­ძი­ოთ, შევ­ქმნათ "ქოლ ცენ­ტრე­ბის" სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, დად­გინ­დეს ყვე­ლა ვი­საც აქვს ან არ აქვს კავ­ში­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრანს-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, ყვე­ლა სა­დარ­ბა­ზო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გვამ­ცნო­ბენ, რომ არის "ქოლ ცენ­ტრე­ბი" და ჩვენ არა­ფერს არ ვა­კე­თებთ. რა­ტომ ეში­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, იქ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვა­შა­ძეს ვერ ექ­ნე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბით და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნით, იგი­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამი­ტომ, ჩემ­თვის ინ­დი­კა­ტო­რია, რა­ტომ არ თან­ხმდე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­მი­სი­ის შექ­მნას,"- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას, რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძე აცხა­დებს, სარ­ჩელს სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რა­ში შე­ი­ტა­ნენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ კვი­რა­ში მო­ვა­ხერ­ხებთ სარ­ჩე­ლი წა­ვი­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში,"- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, "ქოლ- ცენ­ტრებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, გი­ორ­გი ვა­შა­ძის და და­ვით არა­ხა­მი­ას ძმე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
3

რა კომისია უნდა , შენობა ვაშაძისაა და ქოლცენტრი ამ შენობაშია ე.ი. ზედ რო მიასწრო , აბა სადაო მე მე არა ვარო, ეს ნამუსგაწყვეტილი მავნებლები

ალექს
4

მატერიალურ დაინტერესებას დიდი გამაერთიანებელი ძალა აქვს, მაგალითად ნაციონალური მოძრაობაც კმარა-მათ არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური ერთიანი ინტერესი, გარდა ძალაუფლების მიტაცებისა ფინანსური დაინტერესების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მათი კლანის უმაღლესი ეშელონის მიერ განხორციელებული ყოველი საკანონმდებლო სააღსრულებიო ქმედების უკან კონკრეტული ფინანსური მიზანი და შედეგი დგას, კანონშემოქმედება, საკანონმდებლო ინიციატივა და გაპიარება-ბიუჯეტის შევსება-ეს მათი ჯიბეა, ომი და მისთვის მზადება, შეიარაღება და მისი გაქრობა მოჯაჰედების და ტერორისტების მიმართულებით, უვარგისი შეიარაღების მამასისხლად ყიდვა, არ მომხდარი სტიქიური უბედურების გაბუქება, ყალბი მხარდაჭერა რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობისა, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურული უხარისხო და ნაჩქარევი მშენებლობა, საჭირო და არასაჭირო სამთავრობო ან საზოგადოებრივი სუპერ შენობა ნაგებობათა სპონტანური დაფინანსება, მერე მათი მშენებლების ჩამოტყავება, ჰმ, დემოკრატიული რეფორმები-ამ დროს დიქტატურა ყვავოდა -ეს სულ გრანტები, დახმარებები და კრედიტებია, ეჭვგარეშეა ყველა მოვლენას ამ 9 წლის განმავლობაში მოყვა კონკრეტული ფინანსური შედეგი მათთვის, ამ პროცესში მათი ინსტრუმენტი შსს, სუს, კუდ, პროკურორები, იუსტიცია, საჯარო რეესტრი და სასამართლო, პარლამენტი იყო.ამ კლანს პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში შესვლის და ანტირუსეთობის თამაშობანი მხოლოდ შირმად ქონდა, სინამდვილეში ანხორციელებდნენ კრიმინალურ ფინანსურ მრავალსვლიან რთულ კომბინაციას და გადაამლაშეს, თორემ დიდ ხანს ვერ მიუხვდებოდნენ, პუტინმა გაშიფრა, ამერიკელებმა ვერა! პუტინი იმიტომ აჟრიალებთ, რომ მის პირობებში ძარცვის ამ მასშტაბებს ვერ მიაღწევდნენ, დიდ წილს დაათმობინებდა, ამერიკელებთან ეს სულ 1000 ხინკლად გამოუვიდათ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი "ქოლ ცენტრებთან“ - ხატია დეკანოიძე

"დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი "ქოლ ცენტრებთან“ - ხატია დეკანოიძე

დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი "ქოლ ცენტრებთან", - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის გამზირზე, შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, დავით არახამიას ძმის მფლობელობაშია.

დეკანოიძის თქმით, დასახელებულ პირთან დავით არახამიას კავშირი არ აქვს.

"დავით არახამიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს. მას არ აქვს კავშირი არც ამ ადამიანთან და არც "ქოლ - ცენტრებთან". ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდაა, მე ვერ ჩავყვები მის ანატომიას, ჩემი პოზიცია იცით: გამოვიძიოთ, შევქმნათ "ქოლ ცენტრების" საგამოძიებო კომისია, დადგინდეს ყველა ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი. საქართველოში არის ორგანიზებული ტრანს-ნაციონალური დანაშაული, ყველა სადარბაზოში ყოველდღიურად გვამცნობენ, რომ არის "ქოლ ცენტრები" და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. რატომ ეშინია "ქართულ ოცნებას" საგამოძიებო კომისიის, ძალიან უცნაურია, იქ უმრავლესობა ვაშაძეს ვერ ექნება, უმრავლესობა ექნება ოპოზიციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საგამოძიებო კომისიაში მუშაობით და დანაშაულის გამოვლენით, იგივე უმრავლესობას შეუძლია მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა. ამიტომ, ჩემთვის ინდიკატორია, რატომ არ თანხმდება უმრავლესობა კომისიის შექმნას,"- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც დეკანოიძე აცხადებს, სარჩელს სავარაუდოდ, ამ კვირაში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში მოვახერხებთ სარჩელი წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობა, სადაც სავარაუდოდ, "ქოლ- ცენტრებთან" დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას ძმების მფლობელობაშია.