პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან
"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან

"ჩვენ გვა­დარ­დებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი და არ ვა­პი­რებთ შე­ვე­გუ­ოთ იმას, რაც ახლა აფხა­ზეთ­ში ხდე­ბა" - ამ ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბით აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბიჭ­ვინ­თის გას­ხვი­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შექ­მნი­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის ҲАРАҲПИЦУНДА-ს აქ­ტი­ვის­ტებ­მა სო­ხუმ­ში, რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ბა­ნე­რე­ბი გა­მო­ფი­ნეს.

  • "აპარ­ტა­მენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ", "არა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს ქა­ლაქ­ში", "აფხა­ზე­თი არ არის აუქ­ცი­ო­ნი" - ეს არის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ მო­თხოვ­ნე­ბი­სა, რომ­ლის ქუ­ჩა­ში გა­მო­ფე­ნის გა­მოც, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტი აფხა­ზურ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­შინ­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა, მათ მიერ წა­მო­წყე­ბულ პრო­ტესტს მუხ­ტი არ და­უ­კარ­გავს.

"ახალ­გაზ­რდებს გვსურს, და­მო­უ­კი­დე­ბელ აფხა­ზეთ­ში ვი­ცხოვ­როთ და მისი ეკო­ნო­მი­კა აღ­ვად­გი­ნოთ, ასე­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ენა, ბუ­ნე­ბა, მიწა და ის­ტო­რია. თუმ­ცა, დღეს ვხე­დავთ, რომ გვარ­თმე­ვენ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას და მო­მა­ვალს, რა­საც ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, ისე­ვე რო­გორც აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ან­ტი­ა­ფხა­ზურ კა­ნონს, ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის სის­ტე­მის მი­ზან­მი­მარ­თულ გა­ნად­გუ­რე­ბას.

ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვენს მიერ დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ბა­ნე­რე­ბი. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, მათ არ აინ­ტე­რე­სებთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აზრი... ხალ­ხი არის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი მა­ტა­რე­ბე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ვი­ცით, რომ ამის გამო ოპო­ზი­ცი­ას, და­სავ­ლეთს მიგ­ვა­კუთ­ვნე­ბენ, იარ­ლი­ყებს მოგ­ვა­კე­რე­ბენ, წნე­ხი­სა და შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბი, მაგ­რამ ამის­თვი­საც მზად ვართ. მხო­ლოდ ერთი მი­ზა­ნი გვაქვს, თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აფხა­ზე­თი. აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლი ჩვენ­თვის სულ ერთი არ არის, ის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი­ცაა" - ნათ­ქვა­მია ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

"ახალ­გაზ­რდე­ბის არ­ცერ­თი მო­თხოვ­ნა უკა­ნო­ნო არ ყო­ფი­ლა. ბა­ნე­რებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ცი­ტა­ტე­ბი აფხა­ზე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი და ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას, ას­ლან ბჟა­ნი­ას და ფა­ზილ ის­კან­დერს ეკუთ­ვნით. ასე რომ, არ­ცერთ ფრა­ზას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. ჩვენ მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვას ვი­თხოვთ" - წერს გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru.

  • ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სურ­ვილს, რომ აფხა­ზეთ­ში მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებს ე.წ. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, გა­ყიდ­ვას და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, აფხა­ზეთ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­მარ­ტე­ბით, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, 4 მა­ისს დი­ლის სა­ა­თე­ბი­დან "შსს"-ს სამ­მარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­დაც თა­ვი­დან გან­მარ­ტე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, ხან­მოკ­ლე და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე პრო­ტო­კო­ლებს ამ­ზა­დე­ბენ.

ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­ცხა­დე­ბით, ბა­ნე­რე­ბი, რო­მე­ლიც მი­ლი­ცი­ამ ჩა­მოხ­სნა, "ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გაგ­ზავ­ნი­ლი".

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი, Чегемская правда რე­დაქ­ტო­რი, ინალ ხა­ში­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებ­ზე მი­ტა­ნი­ლი იე­რი­შით.

"ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბა­სა და ფა­ზილ ის­კან­დე­რის ფრა­ზე­ბის გამო, რომ­ლის მთა­ვა­რი აზ­რია, გიყ­ვარ­დეს შენი ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა, ახალ­გაზ­რდებს აკა­ვე­ბენ, იმი­ტომ, რომ თურ­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა. ხვალ, ალ­ბათ, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან?!" - წერს ხა­ში­გი.

ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტის, სუ­ზა­ნა გარ­გუ­ლი­ას თქმით, ყვე­ლა ბა­ნერ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­მარ­თლე ეწე­რა, მათი და­კა­ვე­ბით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უკვე გა­დაკ­ვე­თა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და.

"შე­სა­ბა­მი­სად, რაც შემ­დეგ­ში მოხ­დე­ბა, მათ აუ­ცი­ლებ­ლად ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბათ... ჩვე­ნი მი­წე­ბის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ამ მი­წა­ზე უნდა იცხოვ­რონ, მისი გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი ჩვენ, რო­გორც ერი, გავ­ქრე­ბით" - წერს გარ­გუ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კავკასიური სახლი
0

ვარა ხაშიგ, არ იცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ის ვისთანაც გინდოდათ და ადიდებდით, და თქვენი წარმოსახვითი "დამოუკიდებლობის" მომცემსა და გარანტორად მიიჩნევდით,რომელსაც ჰქვია რუსეთი. ახლა კი ნუ ხართ შეშფოთებული, მიიღეთ ის რისი ღირსიც ხართ და როგორც ერი ქრებით უკვე. მალე საერთოდ რეზერვაციაში შეგყრიან ინდიელებივით

Qeto
0

მართალი ხართ, არაა აუქციონი, ზოოპარკია, ზოოპარკი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან

"აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ახალგაზრდების პროტესტი და დაკავებები სოხუმში: ადგილობრივები რუსებისთვის უძრავი ქონების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან

"ჩვენ გვადარდებს ჩვენი მომავალი და არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც ახლა აფხაზეთში ხდება" - ამ შინაარსის ბანერებით აფხაზეთში ადგილობრივი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ҲАРАҲПИЦУНДА-ს აქტივისტებმა სოხუმში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ბანერები გამოფინეს.

  • "აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ", "არა უკანონო მშენებლობებს ქალაქში", "აფხაზეთი არ არის აუქციონი" - ეს არის ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლის ქუჩაში გამოფენის გამოც, რამდენიმე აქტივისტი აფხაზურმა ე.წ. მილიციამ დააკავა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, დაკავებულები მაშინვე გაათავისუფლეს, თუმცა, მათ მიერ წამოწყებულ პროტესტს მუხტი არ დაუკარგავს.

"ახალგაზრდებს გვსურს, დამოუკიდებელ აფხაზეთში ვიცხოვროთ და მისი ეკონომიკა აღვადგინოთ, ასევე შევინარჩუნოთ ენა, ბუნება, მიწა და ისტორია. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გვართმევენ საკუთარ ისტორიას და მომავალს, რასაც ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორც აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზურ კანონს, ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობებისა და ენერგეტიკის სისტემის მიზანმიმართულ განადგურებას.

ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ დედაქალაქში გამოფენილი ბანერები. თუმცა, ხელისუფლებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეების აზრი... ხალხი არის სუვერენიტეტის ერთადერთი მატარებელი ჩვენს ქვეყანაში.

ვიცით, რომ ამის გამო ოპოზიციას, დასავლეთს მიგვაკუთვნებენ, იარლიყებს მოგვაკერებენ, წნეხისა და შესაძლო პროვოკაციების წინაშე აღმოვჩნდები, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს, თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი. აფხაზეთის მომავალი ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ის ჩვენი მომავალიცაა" - ნათქვამია ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

"ახალგაზრდების არცერთი მოთხოვნა უკანონო არ ყოფილა. ბანერებზე განთავსებული ციტატები აფხაზეთის კონსტიტუციიდან არის ამოღებული და ვლადისლავ არძინბას, ასლან ბჟანიას და ფაზილ ისკანდერს ეკუთვნით. ასე რომ, არცერთ ფრაზას კანონი არ დაურღვევია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთრების დაცვას ვითხოვთ" - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru.

  • ე.წ. ხელმძღვანელობის სურვილს, რომ აფხაზეთში მიიღონ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ე.წ. აპარტამენტების მშენებლობას, გაყიდვას და ექსპლუატაციას, აფხაზეთში ოპოზიციური ძალებიც ეწინააღმდეგებიან.

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, პროტესტის მონაწილეები, 4 მაისს დილის საათებიდან "შსს"-ს სამმართველოში იმყოფებიან, სადაც თავიდან განმარტებითი ჩვენებისთვის დაიბარეს, ხანმოკლე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა გაირკვა, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პროტოკოლებს ამზადებენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, ბანერები, რომელიც მილიციამ ჩამოხსნა, "ექსპერტიზაზეა გაგზავნილი".

აფხაზი ჟურნალისტი, Чегемская правда რედაქტორი, ინალ ხაშიგი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ აღშფოთებულია ადგილობრივ ახალგაზრდებზე მიტანილი იერიშით.

"ვლადისლავ არძინბასა და ფაზილ ისკანდერის ფრაზების გამო, რომლის მთავარი აზრია, გიყვარდეს შენი ხალხი და ქვეყანა, ახალგაზრდებს აკავებენ, იმიტომ, რომ თურმე ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება. ხვალ, ალბათ, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებენ. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?!" - წერს ხაშიგი.

ადგილობრივი აქტივისტის, სუზანა გარგულიას თქმით, ყველა ბანერზე აბსოლუტური სიმართლე ეწერა, მათი დაკავებით, ხელმძღვანელობამ უკვე გადაკვეთა წითელი ხაზები, თავისი ხალხის წინააღმდეგ წავიდა.

"შესაბამისად, რაც შემდეგში მოხდება, მათ აუცილებლად ცუდად მოუბრუნდებათ... ჩვენი მიწების გაყიდვის უფლება არავის აქვს. ჩვენმა შვილებმა ამ მიწაზე უნდა იცხოვრონ, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი ჩვენ, როგორც ერი, გავქრებით" - წერს გარგულია.

წაიკითხეთ ასევე: