ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებთან ერთად "ნაპოლის" ისტორიის ახალი თავი დაწერა. იტალიური კლუბი "სერია ა"-ს ჩემპიონი 33 წლის შემდეგ პირველად გახდა. "ნაპოლიმ" სტუმრად "უდინეზესთან" ფრე - 1-1 ითამაშა და სკუდეტო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმა.
პირველი ტაიმი ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. მატჩის მე-13 წუთზე სანდი ლოვრიჩმა მასპინძლები დააწინაურა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი იყო.
მეორე ტაიმში, მატჩის 52-ე წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, "კვარამ" დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ბადეში არ აღმოჩნდა, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.
CBS Sport-ი პოსტერს აქვეყნებს, სადაც კვარაცხელია და ლეგენდარული დიეგო მარადონა საჩემპიონო თასით ხელში არიან.
"მარადონადან კვარადონამდე. ნეაპოლის მეფეები", - წერს გამოცემა.
"გოლებზე დაგეშილი ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს თავდადება - მათ ირგვლივ მშვენიერი გუნდია, რომელსაც ოსტატურად ხელმძღვანელობს ლუჩანო სპალეტი.
ის (სპალეტი) იტალიის ჩემპიონი 64 წლის ასაკში გახდა. "ნაპოლი" ამ სეზონზე დომინირებდა და დამსახურებულად მოიგო. გილოცავთ მესამედ გაჩემპიონებას", - წერს La Gazzetta dello Sport.
არადა წინა თამაშით გაბრაზებულ ნაპოლელებს გაუკეთებიათ ხვიჩას და ოსიმენის ფიტულები და სადღად გამოუკიდიათ. ქართველ ემიგრანტ ქალებს ჩუმად მოუპარიათ და წაუღიათ სახლში. მეორე დღეს მიადგათ პოლიცია და 500 ევროიან ჯარიმას გადაურჩნენ - ბედი თქვენი რომ ქართველები ხართო.
გილოცავ ხვიჩა!!! გილოცავ საქართველო!!! ხვიჩა ვამაყობთ შენით❤️