საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი
"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­ზა­ფხუ­ლი" - ასე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ თოვს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა, მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რად და­ცე­მაც...

რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ და რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­სა­უბ­რა...

- დიახ, გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში მა­ი­სის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ამინ­დია, რად­გან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. ნამ­დვი­ლად და­ბა­ლია, რად­გან დღეს 12-13 გრა­დუს­ზე მაღ­ლა ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ასუ­ლა... მა­ღალ მთა­შიც მო­თო­ვა, დიახ ფაქ­ტია. თუმ­ცა მა­ის­ში ბევ­რჯერ მო­უ­თო­ვია რე­გი­ო­ნებ­ში და ბო­ლოს, აპ­რი­ლის მი­წუ­რულ­საც კი თბი­ლის­შიც. მა­გა­ლი­თად - 2007 და 2016 წლებ­ში თოვ­ლი, თოვ­ლჭყა­პი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მა­ი­სი ახლა და­ი­წყო, სულ ორი დღეა... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პრო­ცე­სე­ბი ატ­მოს­ფე­რო­ში რო­გორ ვი­თარ­დე­ბა.

საკ­მა­ოდ ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი შე­მო­ვი­და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­სავ­ლეთ­შიც, აღ­მო­სავ­ლეთ­შიც გრი­ლა. ხვა­ლი­დან, 4 მა­ი­სი­დან გა­მო­ი­და­რებს, მაგ­რამ ჯერ ზა­ფხუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან არ და­ცხე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა 23 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს და 5-6 მა­ისს 25 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. უნა­ლე­ქო, შე­და­რე­ბით თბი­ლი ამინ­დი იქ­ნე­ბა.

6 მა­ისს სა­ღა­მოს შე­იძ­ლე­ბა წა­მოწ­ვი­მოს თბი­ლის­ში, ხან­მოკ­ლე წვი­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 7 მა­ი­სი­დან ისევ არას­ტა­ბი­ლურ ამინდს ვე­ლო­დე­ბით. ისევ წვი­მაა და ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს. ასე ჩანს მა­ი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და- არას­ტა­ბი­ლუ­რი თა­ვის წვი­მე­ბით და შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დით. თუ არ ჩავ­თვლით, რომ ორი დღე გა­მო­ი­და­რებს და დათ­ბე­ბა. უფრო ცივი წლე­ბიც, უფრო ცივი მა­ი­სიც ყო­ფი­ლა, ვიდ­რე ახლა არის. მა­ი­სი ჯერ ახლა და­ი­წყო და მე­ო­რე, მე­სა­მე დე­კა­და­ში რა იქ­ნე­ბა, ვნა­ხოთ... ცი­ვია, მაგ­რამ უჩ­ვე­უ­ლო და ჯერ რომ არ ყო­ფი­ლა, ასე­თი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
9

ძველი კალენდრით, ჯერ კიდევ შუა აპრილია. მაისს სრულფასოვნად ძალაში შევა შუა მაისის შემდეგ. 14 მაისის 1 მაისია, სინამდვილეში ... გადადით ძველ კალენდარზე, ის უფრო ადეკვატური და სწორია ... ჩემი წინაპრები, დიდი ბებია და ბაბუა, ყველაფერს ძველიძთ ანგარიშობდნენ და ამართლებდა კიდეც ... სად იყო მაშინ ამდენი სინოპტიკა და მინოპტიკა ... მარჩიელობთ, მეტი არაფერი ...

ლალი
15

ყველა არხი სხვადასხვა პროგნოზს აცხადებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

"საქართველოსთვის უჩვეულო გაზაფხული" - ასე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ თოვს საქართველოს სხვადასხვა, მაღალმთიან რეგიონში. მოსახლეობისთვის უჩვეულოდ მიიჩნევა თბილისში ტემპერატურის მკვეთრად დაცემაც...

როგორი ვითარებაა ამ მხრივ და როდიდან გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრა...

- დიახ, გვეჩვენება, რომ თბილისში მაისისთვის უჩვეულო ამინდია, რადგან დაბალი ტემპერატურაა. ნამდვილად დაბალია, რადგან დღეს 12-13 გრადუსზე მაღლა ტემპერატურა არ ასულა... მაღალ მთაშიც მოთოვა, დიახ ფაქტია. თუმცა მაისში ბევრჯერ მოუთოვია რეგიონებში და ბოლოს, აპრილის მიწურულსაც კი თბილისშიც. მაგალითად - 2007 და 2016 წლებში თოვლი, თოვლჭყაპი დაფიქსირებულა. მაისი ახლა დაიწყო, სულ ორი დღეა... ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პროცესები ატმოსფეროში როგორ ვითარდება.

საკმაოდ ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შემოვიდა მთელ საქართველოში. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც გრილა. ხვალიდან, 4 მაისიდან გამოიდარებს, მაგრამ ჯერ ზაფხულის ტემპერატურა არ იქნება, ძალიან არ დაცხება. ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს და 5-6 მაისს 25 გრადუსამდე აიწევს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უნალექო, შედარებით თბილი ამინდი იქნება.

6 მაისს საღამოს შეიძლება წამოწვიმოს თბილისში, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი. 7 მაისიდან ისევ არასტაბილურ ამინდს ველოდებით. ისევ წვიმაა და ტემპერატურა ისევ დაიკლებს. ასე ჩანს მაისის პირველი დეკადა- არასტაბილური თავის წვიმებით და შედარებით გრილი ამინდით. თუ არ ჩავთვლით, რომ ორი დღე გამოიდარებს და დათბება. უფრო ცივი წლებიც, უფრო ცივი მაისიც ყოფილა, ვიდრე ახლა არის. მაისი ჯერ ახლა დაიწყო და მეორე, მესამე დეკადაში რა იქნება, ვნახოთ... ცივია, მაგრამ უჩვეულო და ჯერ რომ არ ყოფილა, ასეთი ნამდვილად არაფერია.