მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან
"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან

... ერთხელ წლის მი­წუ­რულს რჩე­ულ სპორ­ტსმენ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ი­სას სცე­ნა­ზე ორგზის ოლიმ­პი­ურ და ხუთგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს უხ­მეს.

მიკრო­ფონთნ მი­სუ­ლი ბეჭ­და­უ­დე­ბი ფა­ლა­ვა­ნი დარ­ბაზს მი­უბ­რუნ­და:

- ხომ გა­ი­გო­ნეთ, ხალ­ხო, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ლე­გენ­და ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლიო!

პა­უ­ზა.

- მარ­თლა ვარ, ხალ­ხო, ლე­გენ­და?! დარ­ბა­ზი­დან ერ­თხმად - დიახ, დიახ!

- ჰოდა, თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, რას მერ­ჩო­დით ამ ლე­გენ­და-კაცს! დი­ღომ­ში ჭი­და­ო­ბის სა­სახ­ლე მო­ვა­წყვე, შე­ჯიბ­რე­ბებს ვმარ­თავ­დი, მე­და­ლოს­ნებს ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბით ვა­ჯილ­დო­ვებ­დი. თქვენ კი აი­ღეთ და ეს დარ­ბა­ზი წა­მარ­თვით, ძი­უ­დოს გა­და­ე­ცით და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის - შოთა ჩო­ჩიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ა­კუთ­ვნეთ. რას მერ­ჩო­დით, თუკი ლე­გენ­და ვარ?! უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე დარ­ბაზ­ში.

- ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, ძი­უ­დო­ის­ტებს ჩა­მო­ვარ­თმევთ, მო­ჭი­და­ვე­ებს გა­დავ­ცემთ და ისევ შენს სა­ხელს მი­ვა­კუთ­ნებ­თო. ჩოჩიშ­ვი­ლი ჩემი ნათ­ლუ­ლი იყო, ხალ­ხო, ბოდ­ბე­ში წმინ­და ნი­ნოს ტა­ძარ­ში მოვ­ნათ­ლე. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ჩემს ნათ­ლულს მი­ა­ქარ­ვი­ნეს, ახლა მე უნდა მი­მა­ქარ­ვი­ნოთ?! დარ­ბა­ზი უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა, მერე ერ­თხმად იქუ­ხა ტაშ­მა...

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ბრძო­ლა­ში გა­ლია: ხა­ლი­ჩა­ზე ვე­ფხვი­ვით აე­ტო­ტე­ბო­და მე­ტო­ქე­ებს, ზოგს მის მიღ­მა არ უთ­მობ­და გოჯს. ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­დი­ო­და და მქუ­ხა­რე ოვა­ცი­ებ­საც იმ­სა­ხუ­რებ­და. ის ლე­გენ­დაა... ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ლე­გენ­და.

  • რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­დე?

იმ დღე­საც სას­პორ­ტის სა­სახ­ლის თა­ღებ­ქვეშ გუ­გუ­ნებ­და ტრი­ბუ­ნე­ბი. თბი­ლი­სი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს მას­პინ­ძლობ­და. ხა­ლი­ჩის ცენ­ტრში მე­ტო­ქეს შე­ჭი­დე­ბუ­ლი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი იდგა. ქო­მა­გე­ბი ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე უყ­ვი­როდ­ნენ ქარ­თველ ფა­ლა­ვანს - ცოტა ხანს ნუ წა­აქ­ცევ, ბიჭო, ეჭი­და­ვე... გვა­ყუ­რე­ბი­ნე... ლე­ვან­მა კი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მო­უმ­თავ­რა მე­ტო­ქე­ებს საქ­მე. სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­სულს მე­ზობ­ლის ბიჭ­მა უსაყ­ვე­დუ­რა - ეგ რა ქენი, ჭი­და­ო­ბა რა­ტომ არ გვაჩ­ვე­ნეო.

- ბი­ლეთ­ში რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­დე? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰკი­თხა ჩემ­პი­ონ­მა. რო­გორც სხვებ­მა, მა­ნე­თიო, უპა­სუ­ხა.

- ჰოდა, რაც გა­და­ი­ხა­დე, გე­ნაც­ვა­ლე, მეც იმი­სა ვი­ჭი­და­ვე, - უთხრა ღი­მი­ლით ლე­ვან­მა.

მე­ზობ­ლის ბიჭი თე­დი­აშ­ვი­ლის მა­მას მი­უბ­რუნ­და: "ჩემო ქი­ტეს, შენ­თვინ ი გიტ­ლე­რის ბომბსა თი­თე­ბი კი არა, სხვა რამე უნდა წე­ე­წყვი­ტა, ეს არ­გა­საზ­რდე­ლი რო არ გა­გე­კე­თე­ბი­ნა"...

ქი­ტე­სა თე­დი­აშ­ვი­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას ქერჩში და­იჭ­რა მძი­მედ. ჰოს­პი­ტალ­ში გა­იც­ნო მომ­ვლე­ლი რუ­სის გო­გო­ნა შურა გრი­კა­ლო­ვა, რო­მე­ლიც ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია და მას­ზე და­ქორ­წინ­და. 1948 წელს ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნათ. მო­მა­ვალ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ჭი­და­ო­ბა სო­ფელ­ში ის­წავ­ლა ნა­ხერ­ხმოყ­რილ სარ­ბი­ელ­ზე. 14 წლის იყო, სა­გა­რე­ჯო­ელ­მა მწვრთნელ­მა ვა­ლე­რი­ან მე­კო­კიშ­ვილ­მა რომ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და ლე­ვა­ნიც მას­თან ჭი­და­ო­ბის სექ­ცი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. კა­კა­ბეთ­ში ერთ-ერთი შე­ჯიბ­რე­ბი­სას არ­სენ მე­კო­კიშ­ვილ­მა ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძეს უთხრა, ერთი იმ ბალ­ღის ორ­თაბ­რძო­ლებს და­აკ­ვირ­დიო. "ჭი­და­ო­ბის პრო­ფე­სო­რიც" და­აკ­ვირ­და, მო­ე­წო­ნა და ნი­ჭი­ე­რი ყმაწ­ვი­ლი თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნა, თა­ვის­თან და­ა­ბი­ნა­ვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე გზის გაკ­ვალ­ვა­შიც და­ეხ­მა­რა. შე­გირდმაც არ და­ა­ღა­ლა­ტა ოს­ტა­ტი - რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რე­ბა მო­ი­გო ახალ­გაზ­რდებ­ში. და მა­ინც, პირ­ვე­ლი დიდი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და 1971 წელს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ჩა­ა­ბა­რა - ერთი ამო­სუნ­თქვით სძლია ყვე­ლა მე­ტო­ქეს და კვარ­ცხლბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. იმა­ვე წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხალ­ხთა მე-5 სპარ­ტა­კი­ა­დის ფი­ნალ­ში სა­ხე­ლო­ვან მა­ხა­ჩყა­ლელ ფა­ლა­ვანს, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის სამ­გზის ჩემ­პი­ონ იური შახ­მუ­რა­დოვს შეხ­ვდა. მა­შინ­დე­ლი "სო­ვეტსკი სპორ­ტი" წერ­და: მსოფ­ლი­ო­ში მო­ჭი­და­ვე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, შახ­მუ­რა­დოვს ხა­ლი­ჩა­ზე ბეჭი და­ა­დე­ბი­ნო­სო. "შა­ხის" მუდ­მი­ვი მე­ტო­ქე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გახ­ლდათ, ჩვე­ნი ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი. დიდი სარ­ბი­ე­ლი­დან მისი წას­ვლის შემ­დეგ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ­მა იფიქ­რა, მეშ­ვე­ლაო, მაგ­რამ, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, კაცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო: სპარ­ტა­კი­ა­დის ფი­ნალ­ში მის პი­რის­პირ დად­გა 23 წლის სა­გა­რე­ჯო­ე­ლი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც მე­ტო­ქეს თვა­ლებ­ში უყუ­რებ­და და იღი­მო­და.

სა­ხე­ლო­ვა­ნი მწვრთნე­ლი გუ­რამ თი­კა­ნა­ძე იგო­ნებს: "როცა მსა­ჯებ­მა თე­დი­აშ­ვი­ლი და შახ­მუ­რა­დო­ვი ხა­ლი­ჩა­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს, ლე­ვა­ნის სე­კუნ­დან­ტო­ბა მე ვი­კის­რე. და­ვა­რი­გე - ტემპში იჭი­და­ვე, თა­მა­მად შე­უ­ტიე, მე­ტო­ქის იე­რიშს არ და­ე­ლო­დო-მეთ­ქი. თა­ვი­დან ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელთ იგდო და ორი ქუ­ლაც მა­ლე­ვე აარ­თვა. ახლა მო­პო­ვე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო, ამი­ტომ შეს­ვე­ნე­ბი­სას შე­ვა­ქე და ვუ­თხა­რი - კარ­გია, ისევ მაგ ტემპში გა­ნაგ­რძე და, რაც მთა­ვა­რია, ღი­მი­ლი არ და­გა­ვი­წყდეს-მეთ­ქი".

მაგ ღი­მილ­მა მო­უ­ღო ბოლო შახ­მუ­რა­დოვს. სა­ერ­თო­დაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე გა­მარ­თუ­ლი 600-ზე მეტი ორ­თაბ­რძო­ლი­დან, ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს არც ერთი პა­ექ­რო­ბი­სას სა­ხი­დან ღი­მი­ლი არ წაშ­ლია.

  • 80.000 დო­ლა­რი და ირა­ნის შაჰი

- რკი­ნის ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი იყო! - იხ­სე­ნებს ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძე. - მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მე­ო­თხე წრე­ში ამე­რი­კელ პე­ტერ­სონს უნდა შეხ­ვედ­რო­და. მთე­ლი ღამე არ და­მი­ძი­ნია, ას­პა­რე­ზო­ბის დღე­საც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სხვე­ბიც ვერ პო­უ­ლობ­დნენ ად­გილს. მო­დის ლე­ვა­ნი და მე­კი­თხე­ბა - ხა­ლი­ჩა­ზე გას­ვლამ­დე რამ­დე­ნი წუთი დარ­ჩაო.

- სა­ათს დავ­ხე­დე - ერთი სა­ა­თი-მეთ­ქი.

- წა­ვუ­ძი­ნე­ბო!

- რას იზამ-მეთ­ქი?

- წა­ვუ­ძი­ნე­ბო!

- ალ­ბათ, ხუმ­რობს, გა­ვი­ფიქ­რე. ის კი მიტ­რი­ალ­და და წა­ვი­და.

- გა­დამ­რევს ეს კაცი! - ვფიქ­რობ. ვიწ­რი­ა­ლე, ვიწ­რი­ა­ლე, ვერ მო­ვის­ვე­ნე... მა­ინც სად წა­ვი­და? აბა, იმას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­დამ­წყვეტ შეხ­ვედ­რამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე და­ძი­ნე­ბას შეძ­ლებ­და.

წა­ვე­დი და ვნა­ხე...

ღმერ­თო, შენ მიშ­ვე­ლე!

სძი­ნავს! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? იმი­სი ხვრინ­ვა შო­რი­დან მეს­მის...

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე 15 წუთი დარ­ჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღ­ვი­ძებ.

- სიზ­მარ­ში რო ჟი­რაფს ნა­ხავ, რას ნიშ­ნავს? - მე­კი­თხე­ბა...

სძლია პე­ტერ­სონს, 12 ქუ­ლის სხვა­ო­ბით.

1973 წელს ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა 90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ამე­რი­კა­ში მსოფ­ლიო თასი მო­ი­გო, ალმა-ატა­ში - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მერე მსოფ­ლიო უნი­ვერ­სი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მიღ­წე­ვე­ბი თე­ი­რან­ში და­აგ­ვირ­გვი­ნა: "ფა­რა­ხის” სტა­დი­ონ­ზე ყვე­ლა მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა, მათ შო­რის - მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი ბენ პეტრსო­ნი და კვარ­ცხლბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და.

იმ დღე­ებ­ში ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­ბის­ტე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ნაკ­რე­ბის წევ­რი გე­ნა­დი რუხ­ლი­ა­დე­ვი საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბამ თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა - ვა­ლუ­ტის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა­ში ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი. მწვრთნე­ლე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­დნენ - პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო სამ­ბო­ში და მარ­ცხი არ უნ­დო­დათ. საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა არ­კა­დი ლენცმა დახ­მა­რე­ბის­თვის ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძეს მი­მარ­თა: ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს ჭა­ბუ­კო­ბი­სას სამ­ბო­შიც უჭი­და­ვია, სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლო­ბის პრი­ზი­ო­რიც ყო­ფი­ლა და იქ­ნებ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნო­თო. ორი­ვე­ნი ლე­ვანს მი­ად­გნენ. ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა იმე­დე­ბი არ გა­უც­რუა. მერე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რი შოთა ზუ­კა­კიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და, ლე­ვან­მა კა­ხუ­რად გვი­თხრა, "მა­ი­ტა, ვი­ჭი­და­ვე­ბო”. დი­ლის ხუთ სა­ა­თამ­დე გე­ნა­დი გი­ორ­გა­ძეს­თან (თე­ი­რან­ში ისიც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და) ერ­თად ამუ­შა­ვებ­და ილე­თებს. მე­ო­რე დღეს გა­ვი­და ლე­იბ­ზე და სულ ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

მართლაც ლეგენდა, ყველა დროის საუკლეთესო ფალავანი

მარინა
1

უფალმა დიდხანს გაცოცხლოთ საამაყო ქართველო.არ გამოლეოდეს საქართველოს თქვენნაირი ვაჟკაცები.

ავტორი:

"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან

"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან

... ერთხელ წლის მიწურულს რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიისას სცენაზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს უხმეს.

მიკროფონთნ მისული ბეჭდაუდები ფალავანი დარბაზს მიუბრუნდა:

- ხომ გაიგონეთ, ხალხო, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილიო!

პაუზა.

- მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! დარბაზიდან ერთხმად - დიახ, დიახ!

- ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს! დიღომში ჭიდაობის სასახლე მოვაწყვე, შეჯიბრებებს ვმართავდი, მედალოსნებს ფულადი პრიზებით ვაჯილდოვებდი. თქვენ კი აიღეთ და ეს დარბაზი წამართვით, ძიუდოს გადაეცით და ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიაკუთვნეთ. რას მერჩოდით, თუკი ლეგენდა ვარ?! უხერხული სიჩუმე დარბაზში.

- ახლა მეუბნებიან, ძიუდოისტებს ჩამოვართმევთ, მოჭიდავეებს გადავცემთ და ისევ შენს სახელს მივაკუთნებთო. ჩოჩიშვილი ჩემი ნათლული იყო, ხალხო, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში მოვნათლე. რამდენიმე წლის წინათ ჩემს ნათლულს მიაქარვინეს, ახლა მე უნდა მიმაქარვინოთ?! დარბაზი უხერხულად შეიშმუშნა, მერე ერთხმად იქუხა ტაშმა...

მთელი ცხოვრება ასე ბრძოლაში გალია: ხალიჩაზე ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეებს, ზოგს მის მიღმა არ უთმობდა გოჯს. ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მქუხარე ოვაციებსაც იმსახურებდა. ის ლეგენდაა... ქართული სპორტის ლეგენდა.

  • რამდენი გადაიხადე?

იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.

მეზობლის ბიჭი თედიაშვილის მამას მიუბრუნდა: "ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბსა თითები კი არა, სხვა რამე უნდა წეეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რო არ გაგეკეთებინა"...

ქიტესა თედიაშვილი მეორე მსოფლიო ომისას ქერჩში დაიჭრა მძიმედ. ჰოსპიტალში გაიცნო მომვლელი რუსის გოგონა შურა გრიკალოვა, რომელიც ომის შემდეგ საქართველოში მოიწვია და მასზე დაქორწინდა. 1948 წელს ლევანი შეეძინათ. მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა სოფელში ისწავლა ნახერხმოყრილ სარბიელზე. 14 წლის იყო, საგარეჯოელმა მწვრთნელმა ვალერიან მეკოკიშვილმა რომ მიაქცია ყურადღება და ლევანიც მასთან ჭიდაობის სექციაში ჩაეწერა. კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრებისას არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა, ერთი იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. "ჭიდაობის პროფესორიც" დააკვირდა, მოეწონა და ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წამოიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკვალვაშიც დაეხმარა. შეგირდმაც არ დააღალატა ოსტატი - რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო ახალგაზრდებში. და მაინც, პირველი დიდი სერიოზული გამოცდა 1971 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩააბარა - ერთი ამოსუნთქვით სძლია ყველა მეტოქეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-5 სპარტაკიადის ფინალში სახელოვან მახაჩყალელ ფალავანს, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონ იური შახმურადოვს შეხვდა. მაშინდელი "სოვეტსკი სპორტი" წერდა: მსოფლიოში მოჭიდავე არ მოიძებნება, შახმურადოვს ხალიჩაზე ბეჭი დაადებინოსო. "შახის" მუდმივი მეტოქე გურამ საღარაძე გახლდათ, ჩვენი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი. დიდი სარბიელიდან მისი წასვლის შემდეგ ჩრდილოკავკასიელმა იფიქრა, მეშველაო, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო: სპარტაკიადის ფინალში მის პირისპირ დადგა 23 წლის საგარეჯოელი ჭაბუკი, რომელიც მეტოქეს თვალებში უყურებდა და იღიმოდა.

სახელოვანი მწვრთნელი გურამ თიკანაძე იგონებს: "როცა მსაჯებმა თედიაშვილი და შახმურადოვი ხალიჩაზე გამოიძახეს, ლევანის სეკუნდანტობა მე ვიკისრე. დავარიგე - ტემპში იჭიდავე, თამამად შეუტიე, მეტოქის იერიშს არ დაელოდო-მეთქი. თავიდან ინიციატივა ხელთ იგდო და ორი ქულაც მალევე აართვა. ახლა მოპოვებულის შენარჩუნება იყო საჭირო, ამიტომ შესვენებისას შევაქე და ვუთხარი - კარგია, ისევ მაგ ტემპში განაგრძე და, რაც მთავარია, ღიმილი არ დაგავიწყდეს-მეთქი".

მაგ ღიმილმა მოუღო ბოლო შახმურადოვს. საერთოდაც, საერთაშორისო სარბიელზე გამართული 600-ზე მეტი ორთაბრძოლიდან, ლევან თედიაშვილს არც ერთი პაექრობისას სახიდან ღიმილი არ წაშლია.

  • 80.000 დოლარი და ირანის შაჰი

- რკინის ნერვების პატრონი იყო! - იხსენებს ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო.

- საათს დავხედე - ერთი საათი-მეთქი.

- წავუძინებო!

- რას იზამ-მეთქი?

- წავუძინებო!

- ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.

- გადამრევს ეს კაცი! - ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა? აბა, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაძინებას შეძლებდა.

წავედი და ვნახე...

ღმერთო, შენ მიშველე!

სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...

შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.

- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...

სძლია პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.

1973 წელს ლევან თედიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამერიკაში მსოფლიო თასი მოიგო, ალმა-ატაში - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მერე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. მიღწევები თეირანში დააგვირგვინა: "ფარახის” სტადიონზე ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის - მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი ბენ პეტრსონი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმ დღეებში ირანის დედაქალაქში სამბისტებიც ჩავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ნაკრების წევრი გენადი რუხლიადევი საბჭოთა უშიშროებამ თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოიყვანა - ვალუტის გაცვლა-გამოცვლაში ყოფილა შემჩნეული. მწვრთნელები საგონებელში ჩავარდნენ - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო სამბოში და მარცხი არ უნდოდათ. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი ლენცმა დახმარებისთვის ვახტანგ ბალავაძეს მიმართა: ლევან თედიაშვილს ჭაბუკობისას სამბოშიც უჭიდავია, საკავშირო პირველობის პრიზიორიც ყოფილა და იქნებ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოთო. ორივენი ლევანს მიადგნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედები არ გაუცრუა. მერე საერთაშორისო არბიტრი შოთა ზუკაკიშვილი იხსენებდა, ლევანმა კახურად გვითხრა, "მაიტა, ვიჭიდავებო”. დილის ხუთ საათამდე გენადი გიორგაძესთან (თეირანში ისიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ერთად ამუშავებდა ილეთებს. მეორე დღეს გავიდა ლეიბზე და სულ ხუმრობა-ხუმრობით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. გააგრძელეთ კითხვა