სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!" - თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს
"გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!" - თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს

მე არ მინ­და ალუ­დას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, იმი­ტომ, რომ არ შე­მიძ­ლია ეს სი­ტყვა - "ფარ­ჩა­კი“. რა­ღაც სი­ტყვებს ხომ იყე­ნებთ მუ­დამ. არა­ფე­რი შე­მიძ­ლია, მხო­ლოდ შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის, რომ უზ­რდე­ლი ხართ და წერ­ტი­ლი! - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რს, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს.

მა­ნამ­დე დე­პუ­ტატ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის სა­კი­თხი­სა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"როცა ტრი­ბუ­ნას­თან ურ­ცხვად დგა­ხარ, შუბ­ლის ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლი და გირ­გვლი­ანს ახ­სე­ნებ, ოღონდ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ხე­ლის­მომ­წერს დღეს იცავ, ხალხნო, ეს უკვე სა­გი­ჟე­თია. რაზე ვკა­მა­თობთ აქ! გა­მოვ­ცვა­ლოთ ეს ბინ­ძუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც 30 წე­ლია გვა­ყი­რა­ვებს. თუ ამ "კლან­თან’ საქ­მე­ში არ ხართ გა­სუ­ლე­ბი, რა­ტომ არ გვინ­და სა­სა­მარ­თლოს, და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კი­თხის გა­მო­ძი­ე­ბა? ეს ხომ ის მუ­რუ­სი­ძეა, ვი­საც მე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. 11 წე­ლია მო­სუ­ლი ხართ. მე არ მინ­და ალუ­დას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, იმი­ტომ, რომ არ შე­მიძ­ლია ეს სი­ტყვა - "ფარ­ჩა­კი“... რა­ღაც სი­ტყვებს ხომ იყე­ნებთ მუ­დამ. არა­ფე­რი შე­მიძ­ლია, მხო­ლოდ შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის, რომ უზ­რდე­ლი ხართ და წერ­ტი­ლი! მეტი არა­ფე­რი. სხვა რა შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხოთ, ვერ აგ­ყვე­ბით ამ რი­ტო­რი­კა­ში. გა­მი­ხარ­დე­ბა ქე­თე­ლა­უ­რი­ვით იქ­ცე­ო­დეთ, მაგ­რამ არ შე­გიძ­ლი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მომ­ხრე­ო­ბას, რა არის რუ­სე­თის მომ­ხრე­ო­ბა? ისი­ნი ღე­ბავ­დნენ ტაძ­რებს, ჩვენ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გყავს, რო­მე­ლიც ან­გრევს. რა გან­სხვა­ვე­ბაა? საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო მკვლე­ლო­ბას ჩა­დი­ან გე­ლათ­ში. მე ამას, ჩემი პრო­ფე­სია მა­ლა­პა­რა­კებს და უფ­ლე­ბა მაქვს ვი­სა­უბ­რო, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტატ­მა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ "ფარ­ჩა­კე­ბი“ და "ტუ­რე­ბი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეფხია
35

ალუდა ღუდუშაურო მთის ხალხის შემარცხვენელი ხარ! ვაი ჩვენი ბრალი თქვენ ხელში.დღევანდელი პარლამენტის ღირსეული სახეა ალუდა ღუდუშაური

 

grisha
3

ბატონი ალუდა იმ დიდი ალუდას შთამომავალია და იმიტომაცაა ყველაზე მაგარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!" - თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს

"გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - უზრდელი ხართ და წერტილი!" - თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს

მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - "ფარჩაკი“. რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების“ წევრს, ალუდა ღუდუშაურს.

მანამდე დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, მათ შორის ე.წ. ქოლცენტრების საკითხისა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოძიების აუცილებლობაზე.

"როცა ტრიბუნასთან ურცხვად დგახარ, შუბლის ძარღვგაწყვეტილი და გირგვლიანს ახსენებ, ოღონდ გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერს დღეს იცავ, ხალხნო, ეს უკვე საგიჟეთია. რაზე ვკამათობთ აქ! გამოვცვალოთ ეს ბინძური სისტემა, რომელიც 30 წელია გვაყირავებს. თუ ამ "კლანთან’ საქმეში არ ხართ გასულები, რატომ არ გვინდა სასამართლოს, დასანქცირებული მოსამართლეების საკითხის გამოძიება? ეს ხომ ის მურუსიძეა, ვისაც მე ვაპროტესტებდი ყოფილი ხელისუფლების დროს. 11 წელია მოსული ხართ. მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - "ფარჩაკი“... რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ.

რაც შეეხება რუსეთის მომხრეობას, რა არის რუსეთის მომხრეობა? ისინი ღებავდნენ ტაძრებს, ჩვენ კულტურის მინისტრი გყავს, რომელიც ანგრევს. რა განსხვავებაა? საშვილიშვილო მკვლელობას ჩადიან გელათში. მე ამას, ჩემი პროფესია მალაპარაკებს და უფლება მაქვს ვისაუბრო, როგორც პროფესიონალმა", - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას“ "ფარჩაკები“ და "ტურები" უწოდა.