საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს: რას წერენ რუსები მომხდარზე
"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს:  რას წერენ რუსები მომხდარზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე, იმ დროს გა­ი­ტა­ცეს, როცა მან­ქა­ნას აპარ­კინ­გებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მათ ახ­ლობ­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, ოჯა­ხის წევრთა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შეჰ­პირ­დნენ.

apsnypress.info-სცნო­ბით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ლე­ო­ნის შოკ­ლერს, სო­ხუ­მის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სო­ხუ­მი-მარ­კე­ტის" მიმ­დე­ბა­რე სა­პარ­კინ­გე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ესხნენ თავს, Lexus GX-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვეს და სო­ფელ აჩა­და­რას მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ გამ­ტა­ცებ­ლებ­მა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს.

19 აპ­რილს, შუ­ა­დღეს გა­ირ­კვა, რომ სო­ხუმ­ში რუ­სე­თის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი იმა­ვე ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან, რო­მელ­მაც ლე­ო­ნის შოკ­ლე­რი გა­ი­ტა­ცა - მე­დი­ის ცნო­ბით, შოკ­ლე­რის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან, მისი მე­გო­ბა­რი ის­მა­ილ შე­ი­ხიც გა­ი­ტა­ცეს, რო­მე­ლიც მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, მას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ, ახ­ლობ­ლებს და­კავ­ში­რე­ბო­და და გა­მო­სას­ყი­დი მო­ე­თხო­ვა. "თუმ­ცა, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იხ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლო და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა", - წერს apsnypress.info.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შოკ­ლე­რი დე­დის­გან 5000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არ­ტურ კვესკვე­რი, თე­მურ ალ­ხორ­ბა, ად­გურ ხარ­ჩი­ლა­ვა, ალი­ას ხარ­ჩი­ლა­ვა და ად­გურ ავი­ძ­ბა და­ა­კა­ვეს. და­ა­კა­ვეს საქ­მის კი­დევ ერთი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, ალან ლო­მი­აც, რო­მე­ლიც გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და. ყვე­ლა მათ­განს სო­ხუ­მის "სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ" წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ­ვე გავ­რცელ­და რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე.

ამ თე­მა­ზე sochi1.ru-ს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას მწვა­ვე კო­მე­ნატ­რე­ბი მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი წერს, რომ ისი­ნი, ვი­საც აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბის ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მუდ­მი­ვად მო­უ­წდე­ბენ სხვებს, ნუ გა­რის­კა­ვენ, მაგ­რამ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

  • რუ­სე­ბი წე­რენ, რომ თით­ქმის ოც­და­ა­თი წე­ლია ასე ხდე­ბა, და­სას­ვე­ნებ­ლად, თუ საქ­მე­ზე ჩა­სულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ვე­ლუ­რი წე­სე­ბით უს­წორ­დე­ბი­ან. არ­თმე­ვენ მან­ქა­ნებს, სცე­მენ, აყა­ჩა­ღე­ბენ, უვარ­დე­ბი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, იტა­ცე­ბენ და შემ­დეგ გა­მო­სას­წყიდს ითხო­ვენ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­და­პირ კლა­ვენ. აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მუდ­მი­დი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს რე­ა­ლო­ბა არ იც­ვლე­ბა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბი კი აფხა­ზეთ­ში მა­ინც ჩა­დი­ან", - წე­რენ ისი­ნი.

"სულ ვი­ღა­ცას კლა­ვენ, ან სცე­მენ. რო­გორ უნდა წახ­ვი­დე იქ? მაგ­რამ მა­ინც მი­დი­ან. აფხა­ზე­ბი ან ერ­თმა­ნეთს კლა­ვენ, ან სხვას. თუ ფუ­ლის გამო არ მოკ­ლეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, მთვრა­ლე­ბი სხდე­ბი­ან სა­ჭეს­თან და ქვე­ი­თად მი­მა­ვალ ადა­მი­ა­ნებს ეჯა­ხე­ბი­ან, შემ­დეგ კი, სი­ნა­ნუ­ლით პოს­ტებს წე­რენ. ჯერ ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი არ და­წყე­ბუ­ლა და უკვე კოშ­მა­რი ხდე­ბა. "მხი­ა­რულ დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ" წამ­სვლე­ლებს", -წერს იანა გუ­სე­ვა.

"მობ­რძან­დით ჩვენ­თან, ჩვენ კი გა­გი­ტა­ცებთ, გა­მო­სას­ყი­დის პი­რო­ბით. ერ­თად ვიმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თქვე­ნი ულა­მა­ზე­სი აფხა­ზე­თი. პ.ს. გირ­ჩევთ, თან იქო­ნი­ოთ დიდი თან­ხა, ოღონდ რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბელს ჰქონ­დეს, ან ოჯა­ხის წევ­რს, რათა უცებ მო­რიგ­დეთ და დრო არ და­კარ­გოთ", - წერს ირო­ნი­ით სტა­ნის­ლავ ბო­რა­კი.

"მეტი სი­ახ­ლო­ვე და ინ­ტეგრცია კი არა, სა­ზღვა­რი უნდა ჩა­უ­კე­ტო ამ ვე­ლუ­რებს. არას­დროს გა­მოს­წორ­დე­ბი­ან. სიბ­ნე­ლე­ში ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. ტრა­დი­ცი­ებს გვი­ლა­ხა­ვე­ნო, ამ­ბო­ბენ", - მი­აჩ­ნია ვერა მელ­ნი­კას.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოლხი
0

მალე...🤚✊☝️

მაშა
0

ვისაც არ გინდათ ნუ კითხულობთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს: რას წერენ რუსები მომხდარზე

"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს:  რას წერენ რუსები მომხდარზე

რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე, იმ დროს გაიტაცეს, როცა მანქანას აპარკინგებდნენ. მოგვიანებით, გამტაცებლები მათ ახლობლებს დაუკავშირდნენ და დიდი რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, ოჯახის წევრთა გათავისუფლებას შეჰპირდნენ.

apsnypress.info-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქე ლეონის შოკლერს, სოხუმის სავაჭრო ცენტრ "სოხუმი-მარკეტის" მიმდებარე საპარკინგე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, Lexus GX-ის მარკის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და სოფელ აჩადარას მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. შემდეგ გაირკვა, რომ გამტაცებლებმა, დღის განმავლობაში ის რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს.

19 აპრილს, შუადღეს გაირკვა, რომ სოხუმში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები იმავე ჯგუფის წევრები არიან, რომელმაც ლეონის შოკლერი გაიტაცა - მედიის ცნობით, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან, მისი მეგობარი ისმაილ შეიხიც გაიტაცეს, რომელიც მოტყუებით წაიყვანეს, გალის რაიონის სოფელ ოქუმში გადაიყვანეს. დაზარალებულის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ და ცდილობდნენ, ახლობლებს დაკავშირებოდა და გამოსასყიდი მოეთხოვა. "თუმცა, მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, შეიხმა გათავისუფლება შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა", - წერს apsnypress.info.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მისგან განსხვავებით, შოკლერი დედისგან 5000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე არტურ კვესკვერი, თემურ ალხორბა, ადგურ ხარჩილავა, ალიას ხარჩილავა და ადგურ ავიძბა დააკავეს. დააკავეს საქმის კიდევ ერთი თანამონაწილე, ალან ლომიაც, რომელიც გაქცევას ცდილობდა. ყველა მათგანს სოხუმის "საქალაქო სასამართლომ" წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა რუსულ საიტებზე.

ამ თემაზე sochi1.ru-ს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას მწვავე კომენატრები მოჰყვა. ნაწილი წერს, რომ ისინი, ვისაც აფხაზეთში დასვენების ცუდი გამოცდილება აქვს, მუდმივად მოუწდებენ სხვებს, ნუ გარისკავენ, მაგრამ არაფერი იცვლება.

  • რუსები წერენ, რომ თითქმის ოცდაათი წელია ასე ხდება, დასასვენებლად, თუ საქმეზე ჩასულ რუსეთის მოქალაქეეებს ადგილობრივები "ველური წესებით უსწორდებიან. ართმევენ მანქანებს, სცემენ, აყაჩაღებენ, უვარდებიან საცხოვრებელში, იტაცებენ და შემდეგ გამოსასწყიდს ითხოვენ, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ კლავენ. აფხაზეთის ხელმძღვანელობის მუდმიდი დაპირების მიუხედავად, ეს რეალობა არ იცვლება. რუსეთის მოქალაქეეები კი აფხაზეთში მაინც ჩადიან", - წერენ ისინი.

"სულ ვიღაცას კლავენ, ან სცემენ. როგორ უნდა წახვიდე იქ? მაგრამ მაინც მიდიან. აფხაზები ან ერთმანეთს კლავენ, ან სხვას. თუ ფულის გამო არ მოკლეს რუსეთის მოქალაქე, მთვრალები სხდებიან საჭესთან და ქვეითად მიმავალ ადამიანებს ეჯახებიან, შემდეგ კი, სინანულით პოსტებს წერენ. ჯერ ზაფხულის სეზონი არ დაწყებულა და უკვე კოშმარი ხდება. "მხიარულ დასვენებას გისურვებთ" წამსვლელებს", -წერს იანა გუსევა.

"მობრძანდით ჩვენთან, ჩვენ კი გაგიტაცებთ, გამოსასყიდის პირობით. ერთად ვიმხიარულოთ. თქვენი ულამაზესი აფხაზეთი. პ.ს. გირჩევთ, თან იქონიოთ დიდი თანხა, ოღონდ რომელიმე ახლობელს ჰქონდეს, ან ოჯახის წევრს, რათა უცებ მორიგდეთ და დრო არ დაკარგოთ", - წერს ირონიით სტანისლავ ბორაკი.

"მეტი სიახლოვე და ინტეგრცია კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო ამ ველურებს. არასდროს გამოსწორდებიან. სიბნელეში ცხოვრება ურჩევნიათ. ტრადიციებს გვილახავენო, ამბობენ", - მიაჩნია ვერა მელნიკას.