რამდენიმე დღის წინ, მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ მასზე ფიზიკურად ყოფილმა ქმარმა იძალადა. მეორე დღეს, ძალადობის ბრალდებით შალვა იაშვილი დააკავეს. ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მსხვერპლი თავად არის. დაკავებულის ადვოკატ თეონა გვაზავას თქმით, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. როგორც გვაზავამ აღნიშნა, ქალმა კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და ახრჩობდა.
დღეს,"ინტერპრესნიუსმა“ ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებული ქალის მეგობრის მეუღლის ჩვენება მოიპოვა. მოწმე, რომელიც გამოკითხვაში სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს, დეტალურად ჰყვება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს.
აღნიშნული პირის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს რენატა ბეგიაშვილი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგად მოწმის ჩვენებითვე, ბეგიაშვილმა შალვა იაშვილის დანით მოკვლა სცადა.
გავრცელებული ჩვენების შემდეგ, რენატა ბეგიაშვილმა, რომელმაც პირველი სტატუსი უკვე წაშალა, სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უმძიმესი დაზიანება თვალზე ახლა შესამჩნევია. ქალი წერს, რომ დიდ ზეწოლას განიცდის და შვილთან ერთად განმარტოება სურს.
რენატა ბეგიაშვილი:
"ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი... არ მყავს ადვოკატი, არც ვაპირებ ავიყვანო. მე პირადად მინდა ახალი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობები ჩემი შვილისთვის. მე ვცადე, შალვა იაშვილს დავხმარებოდი, რომ გაეთავისუფლებინათ. ეგ უკვე ჩემი ადამიანობის დამსახურებაა. დახმარების სურვილი აქვს ბევრს.
ამ ეტაპზე მინდა წავიდე შორს, განვიცდი დიდ ზეწოლას. ამისთვის მჭირდება ცოტაოდენი ფინანსური დახმარება, რომ შევიძინო საკვები და მე და ჩემი შვილი ვიყოთ სიმშვიდეში. ისიც ითქვა, რომ მე მასთან ფულის გამო ვიყავი. ხუთი კვადრატული ოთახი მაქვს და მადლიერი ვარ იმით, რაც გამაჩნია. მიყვარხართ, სიკეთისა და სიყვარულის მწამს".
წაიკითხეთ ასევე: