მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი წიგნი კოლინ ჰუვერის მოყვარულებისთვის
სამი წიგნი კოლინ ჰუვერის მოყვარულებისთვის

გა­ზა­ფხუ­ლის მზის მოძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, შა­ბათ-კვი­რას თუ სხვა თა­ვი­სუ­ფალ დროს საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვა კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა. თუმ­ცა, ახა­ლი წიგ­ნე­ბის ზღვას­თან გამ­კლა­ვე­ბა ხში­რად ძნე­ლია და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რომ გა­გი­მარ­ტივ­დეთ, ამ ბლოგ­ში მკი­თხვე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის მსგავს ლი­ტე­რა­ტუ­რას გირ­ჩევთ.

შე­იძ­ლე­ბა, შე­ამ­ჩნი­ეთ კი­დეც, რომ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტორს, კო­ლინ ჰუ­ვერს გა­ეც­ნო და მისი წიგ­ნე­ბიც შე­იყ­ვა­რა. თუმ­ცა, სა­ნამ ჰუ­ვე­რის ახა­ლი ტექ­სტე­ბის წა­კი­თხვას შევ­ძლებთ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლებს სხვა რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი და წიგ­ნე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სებ­დათ?

კო­ლინ ჰუ­ვე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა Tik-Tok-სა და კერ­ძოდ, BookTok-ზე მის­მა გა­მო­ჩე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა. ამი­ტომ, ჩვენც, პირ­ველ რიგ­ში, BookTok-ის სიას მივ­მარ­თეთ და პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის­თვის გა­მო­ვარ­ჩი­ეთ ტე­ი­ლორ ჯენ­კინს რე­ი­დის რო­მა­ნი, „ევე­ლინ ჰი­უ­გოს შვი­დი ქმა­რი“.

ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს ხან­დაზ­მუ­ლი და კარ­ჩა­კე­ტი­ლი ხატი, ევე­ლინ ჰი­უ­გო, ჰყვე­ბა ზღა­პარს და­უნ­დო­ბე­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი მე­გობ­რო­ბი­სა და დიდი, აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. იგი მზა­დაა გა­ამ­ხი­ლოს სი­მარ­თლე თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ტერ­ვი­უს­თვის კი უც­ნობ რე­პორ­ტი­ორს, მო­ნიკ გრანტს, ირ­ჩევს. ევე­ლი­ნის მდიდ­რულ ბი­ნა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი მო­ნი­კი გა­ტა­ცე­ბით უს­მენს მსა­ხი­ო­ბის ის­ტო­რი­ას _ 1950-იან წლებ­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, 80-იან წლებ­ში შო­უ­ბიზ­ნე­სის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და, რა თქმა უნდა, გზად შვი­დი ქმა­რი...

წიგნ­ში ევე­ლინ ჰი­უ­გოს შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი პრე­სის ამო­ნა­რი­დებ­სა და ამ სტა­ტი­ებ­თან შერ­წყმულ, ნამ­დვილ, პერ­სო­ნა­ჟის მიერ მო­ყო­ლილ ის­ტო­რი­ებს წა­ი­კი­თხავთ და თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ პრე­სა­ში თუ ხალ­ხში მო­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი ხში­რად შორ­საა რე­ა­ლო­ბის­გან, რო­მე­ლიც ხან­და­ხან კი­დევ უფრო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვიდ­რე მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი!

მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე

შე­იძ­ლე­ბა უკვე გი­ფიქ­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და შენი ცხოვ­რე­ბა, სხვა გა­რე­მო­ში რომ გაზ­რდი­ლი­ყა­ვი? მარ­თლა არ­სე­ბობს თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი დებს შო­რის? და რას ნიშ­ნავს არ­ჩე­ვა­ნი, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ვად ამ­ბობ უარს?

ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რის, ბრიტ ბე­ნე­ტის, ბესტსე­ლე­რი სწო­რედ ამ არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა. „და­კარ­გუ­ლი ნა­ხე­ვა­რი“ შთამ­ბეჭ­და­ვი რო­მა­ნია ტყუპ დაზე, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბა­ში გა­ნუყ­რე­ლე­ბი იყ­ვნენ, მერე კი ორ სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­წყვი­ტეს ცხოვ­რე­ბა - შავ­სა და თეთრში. დები პა­ტა­რა სამ­ხრე­თულ და­სახ­ლე­ბა­ში გა­ი­ზარ­დნენ და 16 წლის ასაკ­ში გა­იქ­ცნენ სახ­ლი­დან. თუმ­ცა ზრდას­რუ­ლო­ბა­ში არა მარ­ტო მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი - მათი ოჯა­ხე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მო­მა­ვა­ლიც. წლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი და თა­ვის შავ­კა­ნი­ან ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კვლავ იმ სამ­ხრე­თულ და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა სცა­და, მე­ო­რემ კი თეთრკა­ნი­ან­თა შო­რის თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა შეძ­ლო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­ბის ბედი კვლავ ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. და ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა, როცა მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თე­ბა?

წიგ­ნი გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე მო­ექ­ცა „New-York Times"-ის ბესტსე­ლერ­თა სიის სა­თა­ვე­ში. ბე­ნეტს წიგ­ნის ეროვ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 35 წლამ­დე ასა­კის მწერ­ლე­ბის სა­პა­ტიო წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა,„The Times"-მა კი ავ­ტო­რი წლის 100 გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე

წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს წიგ­ნე­ბის თარ­გმნის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში.

ავ­ტო­რი, რომ­ლის წე­რის სტილ­სა და თე­მა­ტი­კას ხში­რად ელიფ შა­ფაქ­საც ადა­რე­ბენ, ახალ­გაზ­რდა პა­კის­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი, კა­მი­ლა შამ­ზია. მისი რო­მა­ნი, „ხან­ძა­რი სახ­ლში“ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქა­ლის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი უპი­რის­პირ­დე­ბა რო­გორც უცხო­ო­ბა­ში ყოფ­ნის სირ­თუ­ლეს, ასე­ვე ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი­სა და ტკი­ვი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბის გრძელ სიას. ტექ­სტი სიყ­ვა­რუ­ლის, გამ­ბე­და­ო­ბის, ტე­რო­რიზ­მის, რწმე­ნი­სა და ცე­ცხლში მო­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლის გან­ცდის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

ისმა თა­ვი­სუ­ფა­ლია. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და-ძმის მოვ­ლას თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბის მრა­ვა­ლი წელი შე­ა­ლია. ახლა ორი­ვე ზრდას­რუ­ლია და ის­მას შე­უძ­ლია სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლოს ამე­რი­კა­ში...

მაგ­რამ მა­ინც არ ას­ვე­ნებს ფიქ­რი ანი­კა­ზე, თა­ვის ლა­მაზ­სა და ჯიუტ დაზე, და პარ­ვიზ­ზე, ჯი­ჰა­დი მა­მის საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ძმა­ზე, ერთ დღე­საც რომ გა­უ­ჩი­ნარ­და. მერე დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ეი­მო­ნი - გავ­ლე­ნი­ა­ნი მი­ნის­ტრის ვაჟი, რო­მე­ლიც მა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა და მის ავ­ტო­რი­ტეტს ქვე­ყა­ნა­ში, ასე თუ ისე, ან­გა­რიშს უწევს.... უწევ­და... ანი­კას­თან შეხ­ვედ­რამ­დე. მა­მის მი­ნის­ტრო­ბა მის­თვის საყ­ვა­რელ ქალ­თან ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სი გახ­და. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ორი ოჯა­ხის ბედი და­მან­გრევ­ლად იკ­ვე­თე­ბა და იბა­დე­ბა კი­თხვა:

სიყ­ვა­რუ­ლის­თვის რამ­ხე­ლა მსხვერ­პლის გა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია?!

მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე

ავტორი:

სამი წიგნი კოლინ ჰუვერის მოყვარულებისთვის

სამი წიგნი კოლინ ჰუვერის მოყვარულებისთვის

გაზაფხულის მზის მოძლიერებასთან ერთად, შაბათ-კვირას თუ სხვა თავისუფალ დროს საყვარელი წიგნების კითხვა კიდევ უფრო სასიამოვნოა. თუმცა, ახალი წიგნების ზღვასთან გამკლავება ხშირად ძნელია და არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, ამ ბლოგში მკითხველებისთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული წიგნების მსგავს ლიტერატურას გირჩევთ.

შეიძლება, შეამჩნიეთ კიდეც, რომ რამდენიმე თვეა, რაც ქართველი მკითხველი საერთაშორისო ბესტსელერების ავტორს, კოლინ ჰუვერს გაეცნო და მისი წიგნებიც შეიყვარა. თუმცა, სანამ ჰუვერის ახალი ტექსტების წაკითხვას შევძლებთ, საინტერესოა, ამ ჟანრის მოყვარულებს სხვა რომელი ავტორები და წიგნები დააინტერესებდათ?

კოლინ ჰუვერის პოპულარობა Tik-Tok-სა და კერძოდ, BookTok-ზე მისმა გამოჩენამ განაპირობა. ამიტომ, ჩვენც, პირველ რიგში, BookTok-ის სიას მივმართეთ და პირველი რეკომენდაციისთვის გამოვარჩიეთ ტეილორ ჯენკინს რეიდის რომანი, „ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი“.

ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი, ეველინ ჰიუგო, ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. იგი მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. ინტერვიუსთვის კი უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას _ 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი...

წიგნში ეველინ ჰიუგოს შესახებ დაწერილი პრესის ამონარიდებსა და ამ სტატიებთან შერწყმულ, ნამდვილ, პერსონაჟის მიერ მოყოლილ ისტორიებს წაიკითხავთ და თავად დარწმუნდებით, რომ პრესაში თუ ხალხში მოარული ამბები ხშირად შორსაა რეალობისგან, რომელიც ხანდახან კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე მოგონილი ამბავი!

მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

შეიძლება უკვე გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, სხვა გარემოში რომ გაზრდილიყავი? მართლა არსებობს თუ არა განსაკუთრებული კავშირი დებს შორის? და რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს?

ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო.

მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება?

წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

ავტორი, რომლის წერის სტილსა და თემატიკას ხშირად ელიფ შაფაქსაც ადარებენ, ახალგაზრდა პაკისტანელი მწერალი, კამილა შამზია. მისი რომანი, „ხანძარი სახლში“ ემიგრაციაში წასული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი უპირისპირდება როგორც უცხოობაში ყოფნის სირთულეს, ასევე ოჯახური პრობლემების, პასუხისმგებლობებისა და ტკივილიანი მოგონებების გრძელ სიას. ტექსტი სიყვარულის, გამბედაობის, ტერორიზმის, რწმენისა და ცეცხლში მოკიდებული სახლის განცდის შესახებ გვიყვება:

ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში...

მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი - გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა:

სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!

მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე