საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად თეთრ სახლში მიღებას დაესწრო - ჰოლივუდის ვარსკვლავი Chanel-ის კაბით (ფოტოები)
ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად თეთრ სახლში მიღებას დაესწრო - ჰოლივუდის ვარსკვლავი Chanel-ის კაბით (ფოტოები)

47 წლის მსა­ხი­ო­ბი და ქველ­მოქ­მე­დი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, 21 წლის ვაჟ­თან, მე­დოქ­სთან ერ­თად, თეთრ სახ­ლს ეწ­ვია. ვახ­შა­მი პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, ჯილ ბა­ი­დენ­მა გა­მარ­თეს, რათა აშშ-სა და კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის ალი­ან­სის 70 წლის­თა­ვი აღე­ნიშ­ნათ.

ვახ­შამ­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტი იუნ სოკ იოლი და მისი მე­უღ­ლე, კიმ კეონ ჰი. აშშ-მა წყვილს თბი­ლი დახ­ვედ­რა მო­უ­წყო, გა­დას­ცეს სა­ჩუქ­რე­ბიც და სა­ბო­ლო­ოდ, ნა­სი­ა­მოვ­ნებ­მა სამ­ხრეთ კო­რე­ის პირ­ველ­მა პირ­მა მად­ლო­ბის ნიშ­ნად სიმ­ღე­რაც კი შე­ას­რუ­ლა.

სა­ღა­მოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი ცხა­დია, ან­ჯე­ლი­ნა იყო.

"აზი­ის და ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ან­ჯე­ლი­ნას ოჯა­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მა­საც და მის შვი­ლებ­საც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია აზი­ას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვთ.

მე­დოქ­სი სე­ულ­ში იონ­სე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და ან­ჯე­ლი­ნაც ბოლო 2 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბით, ლტოლ­ვილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. მათ­თვის დიდი პა­ტი­ვია სა­ხელ­მწი­ფო ვახ­შამ­ზე დას­წრე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ჯო­ლის­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გა­მო­ცე­მა The People-თან.

გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე მსა­ხი­ობს Chanel-ის ვინ­ტა­ჟუ­რი კაბა და მო­საც­მე­ლი ეცვა, რო­მე­ლიც მის­თვის წლე­ბის წინ შე­ი­კე­რა.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალო
1

ენჯი საქართველოშიც რომ გვესტუმრო ? ძალიან გამეხარდებოდა შენი ნახვა :)

dd
10

ანჯელინაჩკა რაღა გამოპრანჭული დადიხარ კაბებში და უკრაინელ ბავშვებთან ერთად არ დადიხარ ეთი ეს მითხარი

ავტორი:

ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად თეთრ სახლში მიღებას დაესწრო - ჰოლივუდის ვარსკვლავი Chanel-ის კაბით (ფოტოები)

ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად თეთრ სახლში მიღებას დაესწრო - ჰოლივუდის ვარსკვლავი Chanel-ის კაბით (ფოტოები)

47 წლის მსახიობი და ქველმოქმედი ანჯელინა ჯოლი, 21 წლის ვაჟთან, მედოქსთან ერთად, თეთრ სახლს ეწვია. ვახშამი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გამართეს, რათა აშშ-სა და კორეის რესპუბლიკის ალიანსის 70 წლისთავი აღენიშნათ.

ვახშამზე მიწვეული იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და მისი მეუღლე, კიმ კეონ ჰი. აშშ-მა წყვილს თბილი დახვედრა მოუწყო, გადასცეს საჩუქრებიც და საბოლოოდ, ნასიამოვნებმა სამხრეთ კორეის პირველმა პირმა მადლობის ნიშნად სიმღერაც კი შეასრულა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/T6kbH5A3zJE" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

საღამოს განსაკუთრებული სტუმარი ცხადია, ანჯელინა იყო.

"აზიის და ამერიკის ურთიერთობები ანჯელინას ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მასაც და მის შვილებსაც უკვე მრავალი წელია აზიასთან მჭიდრო კავშირი აქვთ.

მედოქსი სეულში იონსეის უნივერსიტეტში სწავლობდა და ანჯელინაც ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა სამხრეთ კორეაში ჰუმანიტარული მიზეზებით, ლტოლვილთა დასახმარებლად. მათთვის დიდი პატივია სახელმწიფო ვახშამზე დასწრება“,- განაცხადა ჯოლისთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა The People-თან.

გამართულ ვახშამზე მსახიობს Chanel-ის ვინტაჟური კაბა და მოსაცმელი ეცვა, რომელიც მისთვის წლების წინ შეიკერა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა