როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს ის, რომ ქალაქში ამ მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს? ისე არიან დაბოღმილები, არ იციან რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი კეთდება, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ოპონენტების კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების დაწყება ზაფხულის სეზონზე უმჯობესი იქნებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერების მხრიდან მსგავსი კომენტარი პოლიტიკური სპეკულაციაა.
"ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად, ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა. ვთქვათ, ასე რომ მოვქცეულიყავით, სამუშაოები თებერვალსა და მარტშიც გადაიწევდა. მაშინ რას ვეტყოდით მოსახლეობას?
ისე არიან დაბოღმილები, არ იციან რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს ის, რომ ქალაქში ამ მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს?
მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის შემთხვევაში. ჩვენს ქალაქს სიახლეები სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
ამიხსენით ბატონო კახა სად მთავრდება ქალაქი თბილისი, დამიხაზეთ სად არის კედელი ქალაქის, სად იწყება და სად მთავრდება და მერე მე დაგიწერთ რამდენი რამე არ კეთდება ქალაქის საზღვრებს უკან. ჯერ ეს მეტრო რა გახადეთ, როგორ აშენდა ახ,ეტელის მეტრო დაგავი
წყდათ, თუ ახსოვთ რატომ არ აგრძელებენ იმ მოტივით როგორც აშენებდნენ, სანაამ უნდა გადადიოდეს ხალსი ერთმანეტზე. რატომ აგროვებთ ხალხს ყოველ დღე მეტროსთან ამდენს და რა სანახაობად აქციეთ აქედან ხალხის გამგზავრება, თუმცა რაზეა საუბარი, ჩემი კორპუსი ნაგავში დგას, მე პირადად მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და სახლის კარებამდე მიყრია ნაგავი და თუ არ გავჩერდი დილამდე მაქვს დასაწერი.
დ დ დ 100% ხარ. მაგრად ისულელებს თავს და ისე კარგად გამოდის!! მგონი სულაც მართლა სულელია!!! პიჟონი...