საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ეკავა დაჯგუფებაში "ნაიბის" პოზიცია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ISIS-ის ქართველი მებრძოლის საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს?
"მას ეკავა დაჯგუფებაში "ნაიბის" პოზიცია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ISIS-ის ქართველი მებრძოლის საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მალ­ხაზ პაქ­საშ­ვილს საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა მაია სი­ლა­გა­ძემ სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რე მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

"სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ან­და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია “ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში” და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ის სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს და ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რომ და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლია არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ან­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, მათ შო­რის არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მა­სა­ლაც”, - გა­ნა­ცხა­და მაია სი­ლა­გა­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის გად­მოკ­ვე­თა მალ­ხაზ პაქ­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, რომ საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­ჯა­როდ არ ისა­უბ­რე­ბენ.

"თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მან ნამ­დვი­ლად გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და მას შემ­დგომ, რაც მო­პო­ვე­ბულ იქნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ის იმ­ყო­ფე­ბო­და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სი­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ მოქ­მე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რომ გა­ცე­მუ­ლი­ყო გან­ჩი­ნე­ბა მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რაც მოხ­და კი­დეც. ამ­ჟა­მად, შე­ტა­ნი­ლი გვაქვს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ”, - გა­ნა­ცხა­და მაია სი­ლა­გა­ძემ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მალ­ხაზ პაქ­საშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2013 წელს და­ტო­ვა, სი­რი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­უ­ერ­თდა.

"2013-2015 წლებ­ში იგი ე.წ. "სამ­ხედ­რო ემი­რე­ბის", ძმებ ცე­ზარ და ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­სა და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. და­კა­ვე­ბულს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებ­თან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის ე.წ. „ნა­ი­ბის“ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით 10-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან. სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სის­ტე­მის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ წევ­რად და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აი სისი
55

ერთი რუსი აგენტი დაიჭირეთ, თქვე მამაცხონებულებო!

ინტრიგანი
6

ისე საინერესო მისი დაჭერის კადრებია. საოცრად უნიჭოდ დადგმული კადრებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მას ეკავა დაჯგუფებაში "ნაიბის" პოზიცია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ISIS-ის ქართველი მებრძოლის საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს?

"მას ეკავა დაჯგუფებაში "ნაიბის" პოზიცია" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ISIS-ის ქართველი მებრძოლის საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი, რომელიც გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის არსებობს ვიდეომასალაც”, - განაცხადა მაია სილაგაძემ.

  • რაც შეეხება იმას, თუ როდის გადმოკვეთა მალხაზ პაქსაშვილმა საქართველოს საზღვარი, როგორც პროკურორი განმარტავს, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და ყველა დეტალზე საჯაროდ არ ისაუბრებენ.

"თუმცა, რამდენიმე წლის წინ მან ნამდვილად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას შემდგომ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომ ის იმყოფებოდა სირიის ტერიტორიაზე და სირიაში მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ მოქმედებებში ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ, რაც მოხდა კიდეც. ამჟამად, შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების შესახებ”, - განაცხადა მაია სილაგაძემ.

  • შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

"2013-2015 წლებში იგი ე.წ. "სამხედრო ემირების", ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.