საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პრინცესა სოლდანე - "ბოლო ჯვაროსანთა დედა", რომელზეც ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი
ქართველი პრინცესა სოლდანე - "ბოლო ჯვაროსანთა დედა", რომელზეც ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი
  • ბექა ჭი­ჭი­ნა­ძის ბლო­გი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­წყე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლის - სოლ­და­ნეს კვალს შემ­დგა­რი, ვეწ­ვიე სან დე­ნის გრან­დი­ო­ზულ კა­თედ­რალს პა­რიზ­ში, იქვე საფ­რან­გე­თის მე­ფე­თა გან­სას­ვე­ნე­ბე­ლიც მო­ვი­ნა­ხუ­ლე. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო...

ქარ­თველ პრინ­ცე­სა სოლ­და­ნე­ზე, ანუ "ბოლო ჯვა­რო­სან­თა დე­და­ზე" ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცოტა რამ უკვე ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ჩვენ­ში მისი ბი­ოგ­რა­ფია თით­ქმის უც­ნო­ბია.

ფრა ჟან დარ­დი­ნის ცნო­ბით, 1330-იან წლებ­ში ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის კი­ლი­კი­ის ჯვა­რო­სან­მა მე­ფემ - ჟან ლუ­ზი­ნი­ან­მა ცო­ლად შე­ირ­თო ქარ­თველ­თა მე­ფის ასუ­ლი სოლ­და­ნე.

სოლ­და­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს წევ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან შემ­დგომ­ში მისი ვა­ჟე­ბი - ბო­ე­მუნ­დი და ლეო სომ­ხე­თის ტახ­ტზე პრე­ტენ­ზი­ას სწო­რედ იმ მო­ტი­ვით აცხა­დებ­დნენ, რომ მათი დედა ქარ­თველ­თა მე­ფის ასუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი სომ­ხე­თის ტახ­ტის ლე­გი­ტი­მუ­რი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ქარ­თვე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი სომ­ხეთ­საც ფლობ­დნენ. ძნე­ლია და­ზუს­ტე­ბით ით­ქვას, ბაგ­რა­ტი­ონ­თა რო­მელ შტოს ეკუთ­ვნო­და სოლ­და­ნე, აღ­მო­სავ­ლეთ ქარ­თულს თუ - და­სავ­ლურს, მაგ­რამ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მით, ეჭ­ვმი­უ­ტა­ნე­ლი ფაქ­ტია, რომ ის მარ­თლაც ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო.

დე­დო­ფა­ლი სოლ­და­ნე ადრე დაქვრივ­და, მისი მე­უღ­ლე - ჟან ლუ­ზი­ნი­ა­ნი უდ­რო­ოდ გარ­და­იც­ვა­ლა... დაქვრი­ვე­ბულ დე­დო­ფალს მის­გან ვა­ჟე­ბი - ბო­ე­მუნ­დი და ლეო დარ­ჩა. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, იწყე­ბა დე­დოფ­ლის ტრა­გი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი...

კი­ლი­კი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში უზურ­პა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­ნემ ჩა­იგ­დო, რო­მელ­მაც ქარ­თველ­თა მე­ფის ასუ­ლი, ვა­ჟე­ბი­თურთ, გო­რი­გო­სის ცი­ხე­ში და­ა­ტყვე­ვა, რათა ხელ­საყ­რელ დროს ისი­ნი და­ე­ხო­ცა. დე­დო­ფა­ლი და უფ­ლის­წუ­ლე­ბი ორ­ჯერ სას­წა­უ­ლით გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს. სოლ­და­ნე ხვდე­ბო­და, რომ ბედი მათ ყო­ველ­თვის არ გა­უ­ღი­მებ­დათ. გან­წი­რულ­მა დე­დო­ფალ­მა დიდი სი­მა­მა­ცე და გამ­ჭრი­ა­ხო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, მის დე­დობ­რივ ინ­სტინ­ქტს წინ ვე­რა­ფე­რი აღუდ­გა და ვა­ჟებ­თან ერ­თად ცი­ხი­დან გა­მო­იქ­ცა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

კ ო მ ბ ლ ე
7

ეეეხ, არ გაუმართლა შორენას, ისე დრო კიდევ აქვს, ევროპელი მეფეები ხომ ას წლამდე ცოცხლობენ და 70 წელზე ნაკლების ქალებს არც უყურებენ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ქართველი პრინცესა სოლდანე - "ბოლო ჯვაროსანთა დედა", რომელზეც ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი

ქართველი პრინცესა სოლდანე - "ბოლო ჯვაროსანთა დედა", რომელზეც ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

რამდენიმე დღის წინ მივიწყებული ქართველი დედოფლის - სოლდანეს კვალს შემდგარი, ვეწვიე სან დენის გრანდიოზულ კათედრალს პარიზში, იქვე საფრანგეთის მეფეთა განსასვენებელიც მოვინახულე. ძალიან ამაღელვებელი იყო...

ქართველ პრინცესა სოლდანეზე, ანუ "ბოლო ჯვაროსანთა დედაზე" ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცოტა რამ უკვე ცნობილია, მაგრამ ჩვენში მისი ბიოგრაფია თითქმის უცნობია.

ფრა ჟან დარდინის ცნობით, 1330-იან წლებში ფრანგული წარმოშობის კილიკიის ჯვაროსანმა მეფემ - ჟან ლუზინიანმა ცოლად შეირთო ქართველთა მეფის ასული სოლდანე.

სოლდანე ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრი უნდა ყოფილიყო, რადგან შემდგომში მისი ვაჟები - ბოემუნდი და ლეო სომხეთის ტახტზე პრეტენზიას სწორედ იმ მოტივით აცხადებდნენ, რომ მათი დედა ქართველთა მეფის ასული იყო, შესაბამისად, ისინი სომხეთის ტახტის ლეგიტიმური მესაკუთრეები იყვნენ, რადგან ქართველი ბაგრატიონები სომხეთსაც ფლობდნენ. ძნელია დაზუსტებით ითქვას, ბაგრატიონთა რომელ შტოს ეკუთვნოდა სოლდანე, აღმოსავლეთ ქართულს თუ - დასავლურს, მაგრამ ზემოაღნიშნული მონაცემით, ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ ის მართლაც ბაგრატიონი იყო.

დედოფალი სოლდანე ადრე დაქვრივდა, მისი მეუღლე - ჟან ლუზინიანი უდროოდ გარდაიცვალა... დაქვრივებულ დედოფალს მისგან ვაჟები - ბოემუნდი და ლეო დარჩა. აქედან მოყოლებული, იწყება დედოფლის ტრაგიკული თავგადასავალი...

კილიკიაში ძალაუფლება ხელში უზურპატორმა კონსტანტინემ ჩაიგდო, რომელმაც ქართველთა მეფის ასული, ვაჟებითურთ, გორიგოსის ციხეში დაატყვევა, რათა ხელსაყრელ დროს ისინი დაეხოცა. დედოფალი და უფლისწულები ორჯერ სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. სოლდანე ხვდებოდა, რომ ბედი მათ ყოველთვის არ გაუღიმებდათ. განწირულმა დედოფალმა დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინა, მის დედობრივ ინსტინქტს წინ ვერაფერი აღუდგა და ვაჟებთან ერთად ციხიდან გამოიქცა. გააგრძელეთ კითხვა