სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას..." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?
"კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას..." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის“ დი­რექ­ტო­რი ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, რომ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზია ეყი­და და მათ­გან ერთი ტე­ლე­ვი­ზია გა­ე­კე­თე­ბი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკვე მე­სა­მე დღეა თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ფილ­მიც გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მო­თხრობ­ლია სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბის სქე­მებ­ზე, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა

ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი:

"არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბე­ბი არის ძა­ლი­ან ცუდი და სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ყავს ანა­ლი­ზი. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სამ­წუ­ხა­როდ უც­ნო­ბია პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

საქ­მე კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ კარ­გა ხა­ნია კე­ზე­რაშ­ვი­ლი ცდი­ლობს რამ­დე­ნი­მე “აქე­თა ფლან­გის“ ტე­ლე­ვი­ზი­ის ყიდ­ვას, მათ გა­დად­ნო­ბას და იქი­დან ერთი ცალი ტვ - ს გა­კე­თე­ბას. რა­ტომ, რის­თვის, ვის ინ­ტე­რე­სებ­შია ეს ან ვისი და­ვა­ლე­ბით ხდე­ბა, ეგ შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლამ თქვე­ნე­ბუ­რად და­ას­კვნათ, ოღონდ ეს რე­ა­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და ისე აა­გეთ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მსჯე­ლო­ბე­ბი. ინ­ფან­ტი­ლუ­რი ტი­ტი­ნი ცოტა მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუჰ
0

უკვე გადამდგარი რომაა ეს ტელევიზიები, ეტყობა არ იცის კეზერაშვილმა, ეს ისე, ბუნებრივად მოხდა.

კოკო
94

ჩემი სრული მხარდაჭერა კაცობრიობის ყველაზე გამოჩენილ და უკეთილშობილეს ჟურნალისტს ნინო ჯანგირაშვილს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას..." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

"კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას..." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ტელეკომპანია "კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით კეზერაშვილი ცდილობდა, რომ რამდენიმე ტელევიზია ეყიდა და მათგან ერთი ტელევიზია გაეკეთებინა. შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა თავდაცვის ექსმინისტრის გარშემო სკანდალი არ წყდება. ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა და ფილმიც გადაიღო, რომელშიც მოთხრობლია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისების სქემებზე, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება

ნინო ჯანგირაშვილი:

"არაინფორმირებული მსჯელობები არის ძალიან ცუდი და სულ სხვა მიმართულებით მიყავს ანალიზი. ფართო საზოგადოებისთვის სამწუხაროდ უცნობია პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ბოლო თვეების განმავლობაში.

საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ კარგა ხანია კეზერაშვილი ცდილობს რამდენიმე “აქეთა ფლანგის“ ტელევიზიის ყიდვას, მათ გადადნობას და იქიდან ერთი ცალი ტვ - ს გაკეთებას. რატომ, რისთვის, ვის ინტერესებშია ეს ან ვისი დავალებით ხდება, ეგ შეგიძლიათ ყველამ თქვენებურად დაასკვნათ, ოღონდ ეს რეალობა გაითვალისწინეთ და ისე ააგეთ მრავალსართულიანი მსჯელობები. ინფანტილური ტიტინი ცოტა მძიმე საყურებელია".

წაიკითხეთ ასევე: