"ჩვენ გვაქვს ინტერესი საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტერ ფიშერი "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
"ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს.“- განაცხადა მან.
ელჩის თქმით, საქართველომ ახლა 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა იმუშაოს და საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირს უფრო უნდა დაუახლოვდეს.
"ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია), მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს. ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე. ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
მხოლოდ ორ საკითხს ვეხები, ერთია დეოლიგარქიზაცია - საიდან გაჩნდა საერთოდ ოლიგარქია, რამ განაპირობა მისი აქ , უკრაინაში და რუსეთში არსებობა იმ დოზით, იმგვარად და ისე, რომ გადამწყვეტი პირობა გახდა დეოლიგარქიზაცია , ისე ევროკავშირი არ მიგიღებთო? პასუხი ასეთია , ზერელედ იცნობენ ისინი ვინც ეგ 12 პუნქტი დაწერა ჩვენს სისტემებს, ვინა და მაგალითად ნაცების ევროპელი საყრდენები , რომელთაც უფრო მტკიცე კომუნისტური ფუძეწარმოშობა აქვსთ, ვიდრე მათ საკრიტიკებელ ქოცებს აქვსთ, ისე ერთია , ერთი ოხერია, და მაინც როგორ გაჩდნენ ოლიგარქები , რატომ არიან ასე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკაში და რატომ არ იძიება ამის მსგავსი გავლენა მოვლენა იგივე ფულის ოდენობის მქონე პირებს ევროპაში ! ? იმიტომ რომ საბჭოთა მმართველი კასტის შრიდან , ანუ კანონზე მაღლა მდგომთა კასტის წინ წამოწეული წარმომადგენლებია ჩვენი ოლიგაქრები , მათ უკან დგას ფულის და ქონების დაგროვების საბჭოთა ბოლშევიკური მძარცველური , ანუ უკანონო გზა , სანამ კანონდარღვევით საწყის ფულს იშოვნიდნენ, პროლეტარები იყვნენ, ასეთი კანონი, კანონები და კანონმდებლობა, რომლის გვერდის ავლა შეუძლია ვიღაცას გასამდიდრებლად ერის და ხალხის სახელმწიფოს გაღატაკებით ძარცვით გვქონდა, გვაქვს და გვექნება, რადგან ის სისტემურია და მთლიანადაა შესაცვლელი მთელი ჩარჩო , ამოიძირკვოს უნდა , ერთი წერტილიც არ უნდა დარჩეს ძველი საკანონმდებლო აღსრულებითი სისტემიდან და ახალი შედგეს, სხვანაირად ოლიგაქრი არ გაქრება ! მეორე საკითხი სინამდვილეში პირველია-ეს სამართლის სისტემაა, ამ სისტემითაა ოლიგაქრი არგამქრალი , ეს სისტემა გაძარცულ ერს და ხალხს ამყოფებს დაკნინებულ წინასწარდამნაშავედ ცნობილ სარეპრესიო საექსპროპრიაციო მასად , ის ქურდი და მამაძაღლია და ოლიგაქრი იცავს მისგან სახელმწიფოს, ზედამხედველობს , აკონტროლებს მის ყველა სახის აქტიურობას და აქტივს და ამით, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად გამოყენებით მდიდრდება! ეს ორი საკითხია ერთი, ურთიერთბმულია !
ღია კარმა ორპირი იცისო. რამდენი ხანია იძახიან ღიააო. ისე ოპოზიციას არ უნდა სტატუსის მიღება, რატომ? იმიტომ , თუ არ მივიღებთ , არეულობის და ხელისუფლების დამხობისთვის ემზადებიან. მათაც უნდა დაეკითხოთ , ხომ არ გადაიფიქრეს?