საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვიჩას დარქმევა ორივეს გვსურდა..." - ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა?
"ხვიჩას დარქმევა ორივეს გვსურდა..." - ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას  მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ნე­ა­პოლ­ში ახლა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ხელს, რომ­ლის წარ­მოთ­ქმაც იტა­ლი­ე­ლებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, ჯერ სავ­სე მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თხმად იყ­ვი­რებ­და, ხოლო შემ­დეგ, პა­ტა­რა იტა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას ხვი­ჩას და­არ­ქმევ­დნენ.

  • "თუ ხვი­ჩა გოლს გა­ი­ტანს, ბავ­შვს მის სა­ხელს და­ვარ­ქმევ", "თუ სკუ­დე­ტოს მო­ვი­გებთ, შვილს ხვი­ჩას და­ვარ­ქმევ", - ეს და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი იტა­ლი­ელ­თა საყ­ვა­რელ ხუმ­რო­ბად იქცა, თუმ­ცა ხუმ­რო­ბა უკვე რე­ა­ლო­ბაა და ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ხვი­ჩა და­არ­ქვეს. ბავ­შვს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს - და­ნი­ე­ლე.

და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა 31 მარტს და­ი­ბა­და. ახალ­შო­ბი­ლის მშობ­ლე­ბი არ­მან­დო და კლა­რა "ნა­პო­ლის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბავ­შვის მა­მას ლე­გენ­და­რუ­ლი მა­რა­დო­ნას პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა.

"დიახ, ეს მარ­თა­ლია, ბავ­შვს და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა და­ვარ­ქვით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი იმის გამო მი­ვი­ღეთ, რაც წელს "ნა­პო­ლი­ში" მოხ­და. მე "ნა­პო­ლის" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ჩემი სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­ჩე­მიც ამ გუნ­დის დიდი ქო­მა­გი იყო. 1986 წელს და­ვი­ბა­დე და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა და­მარ­ქვეს.

ნე­ა­პო­ლე­ლი ბი­ჭუ­ნას მშობ­ლე­ბი, არ­მან­დო და კლა­რა

ბავ­შვის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ. ეს არის ჩვე­ნი, ორი­ვეს არ­ჩე­ვა­ნი.

ვფიქ­რობ, ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო ნე­ა­პოლ­ში და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­ზო­ნი არ ჰქო­ნო­და გუნდს, ბავ­შვს უბ­რა­ლოდ და­ნი­ე­ლეს და­ვარ­ქმევ­დით", - ამ­ბობს პა­ტა­რა ხვი­ჩას მამა და დას­ძენს, რომ "სე­რია ა"-ს მო­გე­ბას­თან ერ­თად, კვა­რა­ცხე­ლი­ას გაც­ნო­ბა მისი ოც­ნე­ბაა.

ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა თა­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" ასეთ ფო­ტო­მონ­ტაჟს ავ­რცე­ლებს:

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
1

მაგარი კაცი,ხარ კვარადონა! გვასახელე კიდევ ბევრჯერ. ვენაცვალე შენ. ამღზრდელებს. მაგრად მიყვარხარ ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს სიამაყე ხარ და არა მარტო საქართველოსი.

ავთო
2

ხვიჩამ უნდა მონათლოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ხვიჩას დარქმევა ორივეს გვსურდა..." - ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა?

"ხვიჩას დარქმევა ორივეს გვსურდა..." - ნეაპოლში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს: რას ამბობს ბიჭუნას  მამა, სახელად, დიეგო არმანდო მარადონა?

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ახლა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ვინ იფიქრებდა, რომ სახელს, რომლის წარმოთქმაც იტალიელებს ძალიან უჭირდათ, ჯერ სავსე მარადონას სახელობის სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი ერთხმად იყვირებდა, ხოლო შემდეგ, პატარა იტალიელ ბიჭუნას ხვიჩას დაარქმევდნენ.

  • "თუ ხვიჩა გოლს გაიტანს, ბავშვს მის სახელს დავარქმევ", "თუ სკუდეტოს მოვიგებთ, შვილს ხვიჩას დავარქმევ", - ეს და მსგავსი ფრაზები იტალიელთა საყვარელ ხუმრობად იქცა, თუმცა ხუმრობა უკვე რეალობაა და ნეაპოლში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის პატივისცემის ნიშნად, ხვიჩა დაარქვეს. ბავშვს მეორე სახელიც აქვს - დანიელე.

დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა. ახალშობილის მშობლები არმანდო და კლარა "ნაპოლის" გულშემატკივრები არიან. საინტერესოა, რომ ბავშვის მამას ლეგენდარული მარადონას პატივსაცემად დაარქვეს დიეგო არმანდო მარადონა.

"დიახ, ეს მართალია, ბავშვს დანიელე ხვიჩა დავარქვით. ეს გადაწყვეტილება კი იმის გამო მივიღეთ, რაც წელს "ნაპოლიში" მოხდა. მე "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემი სახელიდან გამომდინარე, მამაჩემიც ამ გუნდის დიდი ქომაგი იყო. 1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დიეგო არმანდო მარადონა დამარქვეს.

ნეაპოლელი ბიჭუნას მშობლები, არმანდო და კლარა

ბავშვის სახელთან დაკავშირებით მე და ჩემმა პარტნიორმა გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ეს არის ჩვენი, ორივეს არჩევანი.

ვფიქრობ, ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი რომ არ მოსულიყო ნეაპოლში და შესანიშნავი სეზონი არ ჰქონოდა გუნდს, ბავშვს უბრალოდ დანიელეს დავარქმევდით", - ამბობს პატარა ხვიჩას მამა და დასძენს, რომ "სერია ა"-ს მოგებასთან ერთად, კვარაცხელიას გაცნობა მისი ოცნებაა.

ცნობილი სპორტული იტალიური გამოცემა თავის "ფეისბუქგვერდზე" ასეთ ფოტომონტაჟს ავრცელებს:

წყარო