მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე
დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე

კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო რომ არ არის, ალ­ბათ, ყვე­ლა დაგ­ვე­თან­ხმე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­და. ეკ­რან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად დიდი პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა დიდი ხნის მო­ნი­ტო­რი­სა თუ ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბა სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­საც იწ­ვევს. მის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას, სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად, თვა­ლიც გა­ნიც­დის.

დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რა ტი­პის ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს კომ­პი­უ­ტერს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე.

1998 წელს ამე­რი­კელ­მა მე­დი­კო­სებ­მა შე­მო­ი­ღეს ახა­ლი ტერ­მი­ნი - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი, იგი­ვე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ას­თე­ნო­პია. ის მხედ­ვე­ლო­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღვე­ვაა და ემარ­თე­ბა მას, ვინც ბევ­რდროს ატა­რებს მო­ნი­ტორ­თან. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ამ სინ­დრო­მის მსხვერ­პლია კომ­პი­უ­ტერ­თან მუდ­მი­ვად მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის 40%.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­მოყ­ვეს 5 ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არის ეკ­რა­ნი მავ­ნე თვა­ლის­თვის. ესე­ნია:

  • მო­ნი­ტო­რებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის პიქ­სე­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა - საქ­მე ის არის, რომ მო­ნი­ტორ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არა ხა­ზე­ბით, არა­მედ მიკ­როს­კო­პუ­ლი წერ­ტი­ლე­ბის სა­ხით მოგ­ვე­წო­დე­ბა, თვა­ლი კი ასეთ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე მწვა­ვედ რე­ა­გი­რებს.
  • მო­ნი­ტო­რი­დან არეკ­ლი­ლი სი­ნათ­ლე - კომ­პი­უ­ტე­რი­დან წა­მო­სუ­ლი სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბი, რო­დე­საც პირ­და­პირ ხვდე­ბა თვალ­ზე, აზი­ა­ნებს ტვინს, რად­გან მხედ­ვე­ლო­ბის დაღ­ლა - ეს ტვი­ნის დაღ­ლაა.
  • მცი­რე კონ­ტრას­ტუ­ლო­ბა - მო­ნი­ტო­რებს უმე­ტე­სად მცი­რე კონ­ტრას­ტუ­ლო­ბა აქვს, რაც თვალს ძა­ბავს და სწრა­ფად ღლის. მხედ­ვე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა აგ­რეთ­ვე კად­რე­ბის ნა­თე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა.
  • ნა­თე­ბა - მხედ­ვე­ლო­ბას აუ­ა­რე­სებს მო­ნი­ტორ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ნა­თე­ბა. ისი­ნი ვლინ­დე­ბა სხვა მა­ნა­თო­ბე­ლი საგ­ნე­ბის ანა­რეკ­ლის სა­ხით.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი­სა, მხედ­ვე­ლო­ბას ვნებს მო­ნი­ტორ­სა და თვა­ლებს შო­რის არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი დის­ტან­ცია და ფე­რე­ბი.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მის ყვე­ლა სიმპტო­მი პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა ორ ჯგუ­ფად დავ­ყოთ. პირ­ველ ჯგუფ­ში შე­დის ე.წ. მხედ­ვე­ლო­ბი­თი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან, მე­ო­რე­ში - „თვა­ლი­სა“, რომ­ლე­ბიც თვა­ლებ­ში არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მხედ­ვე­ლო­ბი­თი სიმპტო­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:

  • მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლის დაქ­ვე­ი­თე­ბა;
  • აკო­მო­და­ცი­ის დარ­ღვე­ვა _ შე­ნე­ლე­ბუ­ლია ახ­ლოს არ­სე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი­დან შო­რე­ულ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა და პი­რი­ქით;
  • მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა;
  • კი­თხვის დროს თვა­ლე­ბის სწრა­ფი დაღ­ლა;
  • მა­კკა­ლა­ჰის მხედ­ვე­ლო­ბი­თი ეფექ­ტი _ თუ ეკ­რა­ნი­დან მზე­რას შავ ან თეთრ სა­გან­ზე გა­და­ვი­ტანთ, ის იმ ფე­რი­სა მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებ­და ეკ­რან­ზე.

თვა­ლის სიმპტო­მე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:

  • თვა­ლებ­ში წვის შეგ­რძნე­ბა;
  • თვა­ლებ­ში სიმ­შრა­ლი­სა და უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა;
  • ქუ­თუ­თო­ებ­ქვეშ ქვი­შის შეგ­რძნე­ბა;
  • ტკი­ვი­ლი თვალ­ბუ­დი­სა და შუბ­ლის არე­ში;
  • ტკი­ვი­ლი თვა­ლის მოძ­რა­ო­ბის დროს;
  • თვა­ლის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის (კო­ნი­უნ­ქტი­ვის) სი­წით­ლე

კომ­პი­უ­ტე­რის მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩი­ვი­ლებს აღ­ნიშ­ნავს კომ­პი­უ­ტერ­თან 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლივ მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ხოლო კომ­პი­უ­ტერ­თან შე­უს­ვე­ნებ­ლივ 6 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ეს ჩი­ვი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლას აქვს.

შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დატ­ვირ­თვა ად­გე­ბა მხედ­ვე­ლო­ბას მო­ნი­ტო­რი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის კი­თხვი­სას, მეტი _ მისი შეყ­ვა­ნი­სას, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი დაღ­ლას იწ­ვევს მუ­შა­ო­ბა დი­ა­ლო­გურ რე­ჟიმ­ში და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კა.

რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან პრობ­ლე­მა

ექი­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­ცი­ენ­ტებს ურ­ჩევს, შე­ზღუ­დონ კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, სწო­რად შე­არ­ჩი­ონ მო­ნი­ტო­რის მდე­ბა­რე­ო­ბა და დრო­დად­რო შე­ის­ვე­ნონ. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მო­ნი­ტო­რის სწო­რად შერ­ჩე­ვას.

პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ის­თვის შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

  • შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო მო­ნი­ტო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბია: დი­ა­გო­ნა­ლი _ 17 ინჩი; გარ­ჩე­ვა­დო­ბა _ 1280X1024 პიქ­სე­ლი, სა­მუ­შაო სიხ­ში­რე _ 100 ჰც.
  • აქვე უნდა ით­ქვას, რომ დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე და ეკ­რა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნი­ტო­რებ­თან სა­მუ­შა­ოდ სა­ჭი­რო აღარ არის.
  • მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რი­დან არეკვლის დონე.
  • სა­სურ­ვე­ლია, ეკ­რა­ნი­სა და კლა­ვი­ა­ტუ­რის ფე­რის ფონი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ო­დეს.
  • თვა­ლე­ბი­დან მო­ნი­ტო­რამ­დე მან­ძი­ლი უნდა იყოს, სულ მცი­რე, 50-60 სმ.
  • თვა­ლებ­სა და მო­ნი­ტო­რის ცენ­ტრს შო­რის უნდა იქ­მნე­ბო­დეს სა­შუ­ა­ლოდ 10-15-გრა­დუ­სი­ა­ნი კუ­თხე, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ზედა ქუ­თუ­თო­ე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მაღ­ლა დგო­მა.
  • მო­ნი­ტო­რის ირ­გვლი­ვი ფო­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა არ უნდა იყოს თვა­ლე­ბის­თვის უსი­ა­მოდ ძლი­ე­რი ან მე­ტის­მე­ტად სუს­ტი. მო­ნი­ტო­რის მდე­ბა­რე­ო­ბა ისე უნდა იყოს შერ­ჩე­უ­ლი, რომ სი­ნათ­ლე ან ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ნა­თე­ბა ხვდე­ბო­დეს ეკ­რან­ზე.
  • და­უშ­ვე­ბე­ლია კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა ცუდი გა­ნა­თე­ბის დროს ან მა­გი­დის ნა­თუ­რის ფონ­ზე.
  • მო­ნი­ტო­რი არ უნდა ირეკ­ლავ­დეს სხვა სი­ნათ­ლის წყა­როს (ფან­ჯა­რას, ნა­თუ­რას და სხვ.).
  • მო­ნი­ტორ­თან მუ­შა­ო­ბი­სას 20-30 წუთ­ში ერთხელ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შეს­ვე­ნე­ბა 2-3 წუ­თით. სა­სურ­ვე­ლია მოკ­ლე ხნით მხედ­ვე­ლო­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა შო­რე­ულ საგ­ნებ­ზე და თვა­ლე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე: მო­ვა­ცი­ლოთ მზე­რა მო­ნი­ტორს და თვა­ლის კაკ­ლე­ბი აქეთ-იქით ვა­მოძ­რა­ოთ.
  • მო­ნი­ტო­რის ქვე­და კიდე ოდ­ნავ წინ უნდა იყოს წა­მო­წე­უ­ლი; სკა­მი, სა­სურ­ვე­ლია, ბრუ­ნავ­დეს; კი­სე­რი და ხერ­ხე­მა­ლი ერთ დო­ნე­ზე უნდა იყოს, ტერ­ფე­ბი კი აუ­ცი­ლებ­ლად ეხე­ბო­დეს ია­ტაკს.
  • თუ კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ­ხანს მუ­შა­ო­ბა გი­წევთ, ხში­რად უნდა გა­ა­ნი­ა­ვოთ და სვე­ლი წე­სით და­ა­ლა­გოთ სა­მუ­შაო ოთა­ხი. თუ გსურთ, მშვი­დად ჩა­გე­ძი­ნოთ, გვი­ა­ნო­ბამ­დე ნუ იმუ­შა­ვებთ. ეცა­დეთ, 8 სა­ა­თი მა­ინც იძი­ნოთ სრულ­ყო­ფი­ლად, რად­გან კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბი­სას დო­მი­ნი­რებს ტვი­ნის აღ­გზნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი.
  • კომ­პი­უ­ტე­რულ-მხედ­ვე­ლო­ბი­თი სინ­დრო­მის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მო­ზარდს უნდა აეკ­რძა­ლოს კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა, ხოლო სინ­დრო­მის კუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ სას­წავ­ლო-სა­მუ­შაო პროგ­რა­მებ­თან მუ­შა­ო­ბის ნება და­ერ­თოს.

უფრო ვრცლად მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ სა­მე­დი­ცი­ნო სე­რი­ის „8 წიგ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“ მე­ხუ­თე ტომ­ში, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი­ას, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­სა და ალერ­გო­ლო­გი­ას. წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო­ბით სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სიმპტო­მა­ტი­კა­სა და პრე­ვენ­ცი­ა­ზე.

მე­ხუ­თე ნა­წი­ლის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ 10 აპ­რი­ლი­დან „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში.

ავტორი:

დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე

დამცავი სათვალე თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის - რა უნდა ვიცოდეთ კომპიუტერული დაღლილობის სინდრომზე

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო რომ არ არის, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები მათზე დამოკიდებული გახადა. ეკრანზე დამოკიდებულება თავისთავად დიდი პრობლემაა, თუმცა დიდი ხნის მონიტორისა თუ ეკრანის ყურება სხვა დაავადებებსაც იწვევს. მის მავნე ზემოქმედებას, სხვა ორგანოებთან ერთად, თვალიც განიცდის.

დეტალურად განვიხილოთ, თუ რა ტიპის ზემოქმედება აქვს კომპიუტერს მხედველობაზე.

1998 წელს ამერიკელმა მედიკოსებმა შემოიღეს ახალი ტერმინი - კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი, იგივე კომპიუტერული ასთენოპია. ის მხედველობის სპეციფიკური დარღვევაა და ემართება მას, ვინც ბევრდროს ატარებს მონიტორთან. მიიჩნევა, რომ ყოველდღიურად ამ სინდრომის მსხვერპლია კომპიუტერთან მუდმივად მომუშავე ადამიანების 40%.

სპეციალისტებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის ეკრანი მავნე თვალისთვის. ესენია:

  • მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა - საქმე ის არის, რომ მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.
  • მონიტორიდან არეკლილი სინათლე - კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა - ეს ტვინის დაღლაა.
  • მცირე კონტრასტულობა - მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც თვალს ძაბავს და სწრაფად ღლის. მხედველობაზე უარყოფითად აისახება აგრეთვე კადრების ნათების მონაცვლეობა.
  • ნათება - მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ნათება. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.

გარდა აღნიშნული ძირითადი მიზეზებისა, მხედველობას ვნებს მონიტორსა და თვალებს შორის არასწორად შერჩეული დისტანცია და ფერები.

კომპიუტერული დაღლილობის სინდრომის ყველა სიმპტომი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფში შედის ე.წ. მხედველობითი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის გაუარესებასთან, მეორეში - „თვალისა“, რომლებიც თვალებში არასასიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

მხედველობითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
  • აკომოდაციის დარღვევა _ შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;
  • მხედველობის გაორება;
  • კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა;
  • მაკკალაჰის მხედველობითი ეფექტი _ თუ ეკრანიდან მზერას შავ ან თეთრ საგანზე გადავიტანთ, ის იმ ფერისა მოგვეჩვენება, რომელიც დომინირებდა ეკრანზე.

თვალის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • თვალებში წვის შეგრძნება;
  • თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
  • ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება;
  • ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;
  • ტკივილი თვალის მოძრაობის დროს;
  • თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე

კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილი პრაქტიკულად ყველას აქვს.

შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი _ მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა

ექიმების უმრავლესობა პაციენტებს ურჩევს, შეზღუდონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა, სწორად შეარჩიონ მონიტორის მდებარეობა და დროდადრო შეისვენონ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის სწორად შერჩევას.

პრობლემის პრევენციისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • შედარებით უსაფრთხო მონიტორის მინიმალური პარამეტრებია: დიაგონალი _ 17 ინჩი; გარჩევადობა _ 1280X1024 პიქსელი, სამუშაო სიხშირე _ 100 ჰც.
  • აქვე უნდა ითქვას, რომ დამცავი სათვალე და ეკრანი თანამედროვე მონიტორებთან სამუშაოდ საჭირო აღარ არის.
  • მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული მონიტორიდან არეკვლის დონე.
  • სასურველია, ეკრანისა და კლავიატურის ფერის ფონი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
  • თვალებიდან მონიტორამდე მანძილი უნდა იყოს, სულ მცირე, 50-60 სმ.
  • თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
  • მონიტორის ირგვლივი ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოდ ძლიერი ან მეტისმეტად სუსტი. მონიტორის მდებარეობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ სინათლე ან ადგილობრივი განათება ხვდებოდეს ეკრანზე.
  • დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების დროს ან მაგიდის ნათურის ფონზე.
  • მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას და სხვ.).
  • მონიტორთან მუშაობისას 20-30 წუთში ერთხელ აუცილებელია შესვენება 2-3 წუთით. სასურველია მოკლე ხნით მხედველობის კონცენტრირება შორეულ საგნებზე და თვალების გავარჯიშება. მაგალითად, ასე: მოვაცილოთ მზერა მონიტორს და თვალის კაკლები აქეთ-იქით ვამოძრაოთ.
  • მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ უნდა იყოს წამოწეული; სკამი, სასურველია, ბრუნავდეს; კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე უნდა იყოს, ტერფები კი აუცილებლად ეხებოდეს იატაკს.
  • თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ, ხშირად უნდა გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ სამუშაო ოთახი. თუ გსურთ, მშვიდად ჩაგეძინოთ, გვიანობამდე ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, 8 საათი მაინც იძინოთ სრულყოფილად, რადგან კომპიუტერთან მუშაობისას დომინირებს ტვინის აღგზნების მექანიზმი.
  • კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის გამოვლენისთანავე მოზარდს უნდა აეკრძალოს კომპიუტერთან მუშაობა, ხოლო სინდრომის კუპირების შემდეგ, მხოლოდ სასწავლო-სამუშაო პროგრამებთან მუშაობის ნება დაერთოს.

უფრო ვრცლად მხედველობის პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სამედიცინო სერიის „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“ მეხუთე ტომში, რომელიც ეძღვნება ოტორინოლარინგოლოგიას, ოფთალმოლოგიასა და ალერგოლოგიას. წიგნში დეტალურად გაეცნობით სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციას, სიმპტომატიკასა და პრევენციაზე.

მეხუთე ნაწილის შეძენა შეგიძლიათ 10 აპრილიდან „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში.