საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენად ვცნობ თავს დამნაშავედ, არ ვიცი - იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ" - რა თქვა დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუამ
"რამდენად ვცნობ თავს დამნაშავედ, არ ვიცი - იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ" - რა თქვა დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუამ

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩენს გა­მო­ა­ცხა­დებს. საქ­მე ეხე­ბა იმ ია­რაღს, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბი­სას სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს.

მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭა­ი­ას კი­თხვა­ზე, თავს ხომ არ ცნობს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ, ბად­რი ესე­ბუ­ამ უპა­სუ­ხა, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და, თუმ­ცა მისი შე­ფა­სე­ბით, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ არის.

"დამ­ნა­შა­ვედ რამ­დე­ნად ვცნობ [თავს] არ ვიცი, მაგ­რამ ია­რა­ღი ჩემი იყო და და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია, მე ასე ვფიქ­რობ“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ესე­ბუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თე­ბერ­ვალს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კი­დევ ერთი ბრა­ლი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

123
3

უფ რას ამბობ კაცო, დანაშაული რავაა, რამდენიმე მილიონის ბანკიდან გატაცება?!!! ვინ დაგაბრალა ამ უდანაშაულო კაცს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რამდენად ვცნობ თავს დამნაშავედ, არ ვიცი - იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ" - რა თქვა დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუამ

"რამდენად ვცნობ თავს დამნაშავედ, არ ვიცი - იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ" - რა თქვა დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუამ

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც სამართალდამცავებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მოსამართლე შოთა ბიჭაიას კითხვაზე, თავს ხომ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, ბადრი ესებუამ უპასუხა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს დანაშაული არ არის.

"დამნაშავედ რამდენად ვცნობ [თავს] არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ.

შეგახსენებთ, "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.