საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით ხში­რად იზღუ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­ფე­სი­ებს კვლა­ვაც „კა­ცი­სა და ქა­ლის საქ­მე­ე­ბად“ ჰყოფს. შე­დე­გად კი, ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ახერ­ხებს. სწო­რედ ამ გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო „ვო­თერ­გან­ზი­სა“ და ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კამ­პა­ნია „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“.

კამ­პა­ნი­ის იდეა და შეს­რუ­ლე­ბა კრე­ა­ტი­ულ სა­ა­გენ­ტო „ვო­თერ­განზს“ ეკუთ­ვნის. იგი გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია „ბოდი შო­პია“, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თუ­ლი კერ­ძო სექ­ტო­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის ხელ­მომ­წე­რია და კამ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის მხარ­და­ჭე­რის ნა­წი­ლია.

კამ­პა­ნია „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­ბო­ლუ­რად იმ არარ­სე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნებს, რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო ვერ ახდა. კამ­პა­ნი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში წა­რი­მარ­თე­ბა. შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი www.unstereotype.ge, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს პრო­ფე­სი­ე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ას უამ­ბობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­ლე­ნას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ე­ბი, რო­გორც წესი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის, ბიზ­ნე­სის, ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის, სა­მარ­თლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მებ­ზე დო­მი­ნი­რე­ბენ, ხოლო ბი­ჭე­ბი ინ­ჟი­ნე­რი­ის, წარ­მო­ე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა 33%-ია ქალი, ინ­ჟი­ნე­რი­ის, წარ­მო­ე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 8%-ს შე­ად­გენს.

კამ­პა­ნია „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ შე­ეც­დე­ბა, ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას სტე­რე­ო­ტი­პებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევთ, მხა­რი და­უ­ჭი­როს და აჩ­ვე­ნოს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მათ ირ­გვლივ არ­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი შე­ახ­სე­ნოს, რომ პრო­ფე­სი­ე­ბი სქე­სის ნიშ­ნით არ იყო­ფა.

კამ­პა­ნია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. იგი პრო­ექ­ტის „კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

NS

!
0

მორიგი თავსმოხვეული კამპანიააა,მიზან- შედეგს მალე ვიცილავთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან

საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება. გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო, საზოგადოება პროფესიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ჰყოფს. შედეგად კი, ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ოცნებების ასრულებასა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“.

კამპანიის იდეა და შესრულება კრეატიულ სააგენტო „ვოთერგანზს“ ეკუთვნის. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, პროექტის მთავარი პარტნიორი კომპანია „ბოდი შოპია“, მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართული კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და კამპანიის ირგვლივ გაერთიანებაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ახდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში წარიმართება. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ ინტერნეტმომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ისტორიას უამბობს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით სტერეოტიპების გავლენას სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგოები, როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლისა და მომსახურების პროგრამებზე დომინირებენ, ხოლო ბიჭები ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამების სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა 33%-ია ქალი, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენს.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ შეეცდება, ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთებისას სტერეოტიპებთან გამკლავება უწევთ, მხარი დაუჭიროს და აჩვენოს, რომ გავრცელებული წარმოდგენები სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება, მათ ირგვლივ არსებულ ადამიანებსა და მთლიანად საზოგადოებას კი შეახსენოს, რომ პროფესიები სქესის ნიშნით არ იყოფა.

კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. იგი პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

NS