"ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის, Extraction-ის მეორე ნაწილი Extraction 2 მალე ტელეეკრანზე გამოვა. ცნობილია, რომ "ნეტფლიქსზე" კინოსურათი 16 ივნისს განთავსდება.
ფილმში არაერთ ქართველ მსახიობს ვიხილავთ. მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანს, დათო ბახტაძეს, თინა დალაქიშვილს და ირაკლი კვირიკაძეს.
უკვე გამოქვეყნდა ფილმის ოფიციალური თიზერიც:
ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. მისი პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა. ფილმის პირველ ნაწილს "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
რამდენიმე სტატია წავიკითხე ამ საღამოს და ამივარდა წნევა კომენტარებზე 🤣🤣🤣 რამ გაგაბოროტათ ზოგი ასე, რამ? 😩🤣 მაგარი ამბავია ეს ფილმი, სადაც გამოჩნდება ქართველი, ყველაფერი მაგარია. თორნიკე ძალიან ნიჭიერია და იმედია რეჟისორის ამპლუაშიც უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს. ბოევიკები არ მიყვარს, მაგრამ ამას დიდი სიამოვნებით ვუყურებ 😊✨
ასე, ფილმებით და მუსიკებით იტყუებს გარყვნილი დასავლეთი ლიბერალუზმის ჭაობში ახალგაზრდობას. ადრე ჯინსებით და საღეჭი რეზინით უნდოდათ მათი მოტყუება.