საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, ჩემი იყო ის იარაღი" - ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს
"დიახ, ჩემი იყო ის იარაღი" - ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს

ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ნა­წილ­ში ბად­რი ესე­ბუა თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს და ბრალს აღი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ მან ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია და­კა­ვე­ბის დროს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე.

"დიახ, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვცნობ. ჩემი იყო ის ია­რა­ღი", - გა­ნა­ცხა­და ესე­ბუ­ამ.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, რო­მე­ლი­მე უფ­ლე­ბა ხომ არ დარ­ღვე­უ­ლა მის მი­მართ, ესე­ბუ­ამ უპა­სუ­ხა, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა.

ამას­თან, დაც­ვის მხა­რემ უდა­ვოდ ცნო ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის და­წყე­ბის ვა­დად 5 აპ­რი­ლი გა­ნი­სა­ზღვრა.

ბრალ­დე­ბის ამ ეპი­ზოდ­ზე გა­ნა­ჩე­ნი სწო­რედ ხუთ აპ­რილს უნდა დად­გეს. სა­უ­ბა­რია 8 თე­ბერ­ვლის ეპი­ზოდ­ზე, როცა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუა ჯი­ხაშ­კარ­ში და­ა­კა­ვეს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ეს კიდე რას იწელება?

ესებუას
4

ეფერისტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დიახ, ჩემი იყო ის იარაღი" - ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს

"დიახ, ჩემი იყო ის იარაღი" - ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.

"დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი", - განაცხადა ესებუამ.

მოსამართლის კითხვაზე, რომელიმე უფლება ხომ არ დარღვეულა მის მიმართ, ესებუამ უპასუხა, რომ არ დარღვეულა.

ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.

ბრალდების ამ ეპიზოდზე განაჩენი სწორედ ხუთ აპრილს უნდა დადგეს. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.