პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენჯერ მოატყუა რუსეთმა საქართველო?
რამდენჯერ მოატყუა რუსეთმა საქართველო?

თით­ქმის შვიდ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რჯერ უღა­ლა­ტია და და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ "ერ­თმორ­წმუ­ნე“ მე­ზო­ბე­ლი ყოვ­ლად არა­სა­ი­მე­დო და მე­ტიც - მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი "მო­კავ­ში­რე" იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ XV სა­უ­კუ­ნე­ში დამ­ყარ­და. 1483 წელს კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე I-მა მო­ა­წყო ელ­ჩო­ბა მოს­კოვ­ში და დიდ მთა­ვარს ივა­ნე III-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ლო­ცა ოქ­როს ურ­დოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლა. ეს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო, რო­მელ­საც იმ ეტაპ­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზა­ზე გა­და­იდ­გა იმა­ვე ალექ­სან­დრე I-ის შვი­ლიშ­ვი­ლის - ლე­ვან კახ­თა მე­ფის მმარ­თვე­ლო­ბის (1518-1574) პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ერთი ხა­ნო­ბა კა­ხეთ­ში რუს­თა რაზ­მიც კი იდგა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში - 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ დას­რულ­და. უსა­მარ­თლო ომმა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის და­კარ­გვა მოგ­ვი­ტა­ნა, რუ­სეთ­მა კი ახა­ლი - ოკუ­პან­ტის სტა­ტუ­სი და­იმ­კვიდ­რა. რუ­სუ­ლი ღა­ლა­ტის ანა­ტო­მი­ა­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი მოგ­ვი­თხრობს:

ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი

- ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბამ და მის იმე­დად ყოფ­ნამ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არა­ერ­თხელ და­ა­ღა­ლა­ტა. პირ­ვე­ლად ეს მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, რო­დე­საც (1587 წლის 28 სექ­ტემ­ბერს) უმწვა­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა­ში კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II-მ ნაჩ­ქა­რე­ვად მო­ა­წე­რა ხელი ე.წ. "ფი­ცის წიგნს“ რუ­სე­თის მეფე თევ­დო­რე ივა­ნეს ძეს­თან, რი­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის უზე­ნა­ე­სო­ბა.

კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II

რუ­სე­თის­კენ "გა­დახ­რა“ ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­და კახთ ბა­ტონს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და ლა­ვი­რე­ბას ირან-ოს­მა­ლეთს შო­რის. სპარ­სე­თის ენერ­გი­ულ­მა შაჰ­მა აბას I-მა, რო­მელ­მაც 1603 წელს ოს­მა­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ომი წა­მო­ი­წყო და დიდი რე­ვან­ში­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და, კა­ხეთ­ში ყი­ზილ­ბაშ­თა ჯა­რით გა­მოგ­ზავ­ნა ალექ­სან­დრე II-ის უმ­ცრო­სი ვაჟი (რო­მე­ლიც შა­ჰის კარ­ზე იყო აღ­ზრდი­ლი), გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ფორ­მა­ლუ­რად ამ უკა­ნას­კნელს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა მა­მა­მი­სი და უფ­რო­სი ძმა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი (ამა­ვე დროს მე­ფის თა­ნა­მო­საყ­დრე) შირ­ვან­ში (რო­მე­ლიც ამ დროს ოს­მალ­თა კონ­ტროლ­ქვეშ იყო) გა­ლაშ­ქრე­ბა­ზე, თუმ­ცა არა­ვი­თარ ეჭვს არ იწ­ვევს, რომ კონ­სტან­ტი­ნე-მირ­ზას ვო­ი­ა­ჟის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი კა­ხეთ-რუ­სე­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა იყო. ზუს­ტად იმ დროს (1605 წ. 12 მარტს), რო­დე­საც ძე­გამ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო შეხ­ვედ­რა რუს ელ­ჩებ­თან, კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ყი­ზილ­ბა­შურ­მა ამა­ლამ სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს ალექ­სან­დრე II და გი­ორ­გი უფ­ლის­წუ­ლი. და ეს ყო­ვე­ლი­ვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუსი ელ­ჩე­ბის თვალ­წინ მოხ­და.

ძე­გა­მის ტრა­გე­დი­ას თით­ქოს თვა­ლი უნდა აე­ხი­ლა რუ­სე­თის მო­ი­მე­დე ძა­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ნა­წი­ლი მა­ინც არ ეშ­ვე­ბო­და მოს­კო­ვის­გან მფარ­ვე­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბებს. ამ მხრივ, კვლავ აქ­ტი­უ­რობ­დნენ ბაგ­რა­ტი­ონ­თა კა­ხე­თის შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, თე­ი­მუ­რაზ I, რო­მე­ლიც 1658 წელს მოს­კოვ­შიც კი ჩა­ვი­და, ხოლო მა­ნამ­დე (1639 წელს), ხელი მო­ა­წე­რა "ფი­ცის წიგნს“, რომ­ლი­თაც ერ­თგუ­ლე­ბა შეჰ­ფი­ცა რუსთ ხელ­მწი­ფეს. ის იყო აგ­რეთ­ვე 1651 წელს მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე იმე­რე­თის მე­ფის ალექ­სან­დრე III-ის და­ფი­ცე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი. თე­ი­მუ­რაზ მე­ფის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის სრულ კრა­ხად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის ფაქ­ტი, რომ მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა - ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა (თა­ვის დრო­ზე მოს­კოვს გაგ­ზავ­ნილ­მა და იქ აღ­ზრდილ­მა) სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხა არა მოს­კო­ვის მხარ­და­ჭე­რით, არა­მედ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც და­ტო­ვა რუ­სე­თი, ეახ­ლა ირა­ნის შაჰს, მი­ი­ღო იქ მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა და და­ი­კა­ვა ქარ­თლის (და არა კა­ხე­თის) მე­ფე­თა ტახ­ტი.

ერთი სი­ტყვით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო­სათ­ვის არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნია. პი­რი­ქით, მოს­კო­ვის "დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა“, რომ­ლე­ბიც, ოდ­ნა­ვა­დაც არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით (იმ დროს რუ­სეთს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნდა) ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი შე­უქ­მნა.

  • მომ­დევ­ნო დიდი ღა­ლა­ტი "ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მხრი­დან, რის შე­დე­გა­დაც ოს­მა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს

- იგი­ვე გან­მე­ორ­და XVIII სა­უ­კუ­ნე­ში. რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ამ სრუ­ლი ფი­ას­კო გა­ნი­ცა­და 20-იანი წლე­ბის დამ­დეგს, რო­დე­საც ქარ­თლის ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვახ­ტანგ VI რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სილ იმ­პე­რა­ტორს პეტ­რე I-ს ენდო და მას­თან სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი შეკ­რა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყვი­ტა "სპარ­სე­თის ლაშ­ქრო­ბა“ და ის­პა­ჰა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქარ­თლის მეფე შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა.

ვახ­ტანგ VI

კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის მომ­ლო­დი­ნე ვახ­ტან­გმა არ მი­ი­ღო ოს­მა­ლე­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ალი­ანსზე, რა­მაც სულ­თა­ნი უკი­დუ­რე­სად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. შე­დე­გად ოს­მა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს, ქარ­თლის მეფე კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვე­ყა­ნაც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ამაო გა­მოდ­გა რუ­სეთს გა­ხიზ­ნუ­ლი ვახ­ტანგ VI-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბე­ბი სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით ტახ­ტი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც არ აღ­მოჩ­ნდა მზად რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია დევ­ნი­ლი მე­ფის­თვის. ეს იყო პირ­ვე­ლი დიდი ღა­ლა­ტი "ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მხრი­დან.

  • რუსი იმ­პე­რა­ტო­რის 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი მა­ნი­ფეს­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან გაქ­რო­ბა

- მი­უ­ხე­და­ვად გან­ცდი­ლი კა­ტას­ტრო­ფი­სა, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ ეხ­სნე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის იმე­დად ყოფ­ნას და ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი გა­რე­მოც­ვი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბის ძი­ე­ბას. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ კი­დევ ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა - "ე.წ. "გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი“, რო­მელ­საც მოჰ­ყვა მო­რი­გი დიდი ღა­ლა­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ტრაქ­ტა­ტით გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რუ­სეთ­მა თითი თით­ზე არ და­ა­კა­რა და 1795 წელს ერთი ერ­თზე შე­ა­ტო­ვა ერეკ­ლე II თბი­ლის­ზე მომ­დგარ აღა მაჰ­მად ხა­ნის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან არ­მი­ას, რაც კრწა­ნი­სის ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

ერეკ­ლე II

სწო­რედ კრწა­ნი­სით და­ი­წყო "ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მიერ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მოშ­ლის პრო­ცე­სი. პირ­ვე­ლი აქტი ამ გზა­ზე იყო იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი მა­ნი­ფეს­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო გა­უქ­მდა და აქ რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა დამ­ყარ­და. XIX ს. 10-60-იან წლებ­ში კი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ეტა­პობ­რი­ვად მო­ახ­დი­ნა ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, გა­აქ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი რუ­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო და მის ად­გი­ლას თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის რუ­სუ­ლი გუ­ბერ­ნი­ე­ბი შექ­მნა.

- რუ­სე­თის მო­რი­გი დიდი ღა­ლა­ტი იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სია 1921 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს - სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ხო­ბა და ქვეყ­ნის ანექ­სია. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ბოლ­შე­ვი­კურ­მა რე­ჟიმ­მა უხე­შად და­არ­ღვია 1920 წლის 7 მა­ისს,

სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის პირ­ვე­ლი სხდო­მა, 1919 წლის 12 მარ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და რუ­სე­თის სო­ცი­ა­ლის­ტურ ფე­დე­რა­ცი­ულ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას შო­რის მოს­კოვ­ში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სეთ­მა იუ­რი­დი­უ­ლად ცნო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თბი­ლის­ში სა­ელ­ჩოც გა­იხ­სნა. ამ მო­ღა­ლა­ტუ­რი აქ­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ქარ­თვე­ლი იო­სებ სტა­ლი­ნი (ჯუ­ღაშ­ვი­ლი) - საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რი - ეროვ­ნე­ბა­თა საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (მი­ნის­ტრი), ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნის "მარ­ჯვე­ნა ხელი“, რო­მე­ლიც მოგ­ვევ­ლი­ნა ახა­ლი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იმ­პე­რი­უ­ლი მო­წყო­ბის მთა­ვარ "არ­ქი­ტექ­ტო­რად“. ეს სწო­რედ მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ე.წ. "ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცი­ის“ პრო­ექ­ტით, სა­ქარ­თვე­ლო (ე.წ. "ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ცი­ის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლო­რუ­სის "სუ­ვე­რე­ნულ“ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­თან ერ­თად) უნდა შე­სუ­ლი­ყო რუ­სე­თის საბ­ჭო­თა ფე­დე­რა­ცი­ულ სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კა­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სით.

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი თბი­ლის­ში, 1921 წლის თე­ბერ­ვა­ლი

ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის ლი­დერ­მა ვლა­დი­მირ ლე­ნინ­მა თით­ქოს "და­ი­წუ­ნა“ "ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცი­ის“ სტა­ლი­ნი­სე­უ­ლი ფორ­მუ­ლა და ახა­ლი სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს იდეა წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბო­და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რი - სსრკ. ამას­თან, თი­თო­ე­ულ რეს­პუბ­ლი­კას ეძ­ლე­ო­და კავ­ში­რი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი გას­ვლის უფ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ლე­ნი­ნის ამ ჩა­ნა­წერ­მა "კავ­ში­რი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი გას­ვლის უფ­ლე­ბის“ შე­სა­ხებ და­შა­ლა სსრკ. სწო­რედ ამის გამო ლე­ნი­ნი­სე­უ­ლი ეს ჩას­წო­რე­ბა დღემ­დე ვე­რაფ­რით მო­უ­ნე­ლე­ბია ვლა­დი­მირ პუ­ტინს, რო­მე­ლიც ღიად ამ­ბობს, რომ ამ ჩა­ნა­წე­რით "ჩა­ი­დო ნაღ­მი“ რუ­სე­თის "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ქვეშ “. ამი­ტო­მა­ცაა პუ­ტი­ნი სტა­ლი­ნის აგ­რე­სი­უ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­მაგ­რძე­ლე­ბე­ლი და მისი მემ­კვიდ­რე.

  • შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩა­ღე­ბა აფხა­ზეთ­სა და ე.წ. "სამ­ხრეთ ოსეთ­ში“
ომი აფხა­ზეთ­ში

- რუ­სე­თის მო­რი­გი ღა­ლა­ტი - სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩა­ღე­ბა აფხა­ზეთ­სა და ე.წ. "სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ XX ს. 90-იან წლებ­ში. მარ­თა­ლია, მოს­კო­ვი, ერთი შე­ხედ­ვით, ღიად არ ჩა­რე­უ­ლა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და თავს ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს მე­დი­ა­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ცხად­ზე უცხა­დე­სი იყო, რომ სწო­რედ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო იყო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ "და­ჩაგ­რუ­ლი“ აფხა­ზი და ოსი ხალ­ხე­ბის "გმი­რუ­ლი“ ბრძო­ლი­სა და "გა­მარ­ჯვე­ბის“ მთა­ვა­რი "შე­მოქ­მე­დი“. სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ მა­შინ არ და­ი­ჯე­რა (უფრო სწო­რად არ ისურ­ვა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა) ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა...

ომი აფხა­ზეთ­ში
  • რუ­სე­თის მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი, ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი შე­თან­ხმე­ბა და მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რებ

- მაგ­რამ მითი რუ­სე­თის მე­დი­ა­ტო­რო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­ჯე­რე­ბას ასე მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, ერ­თბა­შად და­ამ­სხვრია ღია სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ამ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში. ამ­ჯე­რად უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი გახ­და, თუ ვინ იდგა 1992-1993 წლებ­ში აფხა­ზეთ­სა და ე.წ. "სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ მო­წყო­ბი­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ამ­ბო­ხე­ბე­ბის უკან და ვინ აწარ­მო­ებ­და "ჯვა­როს­ნულ“ ომს ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. და­სა­ნა­ნია მხო­ლოდ ის, რომ მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ იმ­ჟა­მად მა­ინც ვერ შე­ა­ფა­სა ჯე­როვ­ნად რუ­სე­თის გა­თავ­ხე­დე­ბის მას­შტა­ბე­ბი და მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კვლავ ერ­თგვა­რი "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­გო­ნე­ბის“ რე­ჟიმს დას­ჯერ­და.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი

დღეს უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, იმ­ჟა­მად და­სავ­ლეთს მკაცრ შე­მა­კა­ვე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე რომ ეფიქ­რა რუ­სე­თის მი­მართ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ეხ­დი­ნა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის იზო­ლი­რე­ბა, არც 2014 წელს რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბა და "დონ­ბა­სის ამ­ბო­ხის“ ინ­სპი­რი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და და, რაც მთა­ვა­რია, არ იქ­ნე­ბო­და 2022 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი - უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რა.

2008 წლის აგ­ვის­ტო იყო მთლი­ა­ნად რუ­სე­თის მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ომი - ფაქ­ტობ­რი­ვად, 1921 წლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად კრემ­ლის რე­ჟიმ­მა ვერ მი­აღ­წია და­სა­ხულ მი­ზანს, ვერ და­ამ­ხო სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვერ დას­ვა თა­ვი­სი მა­რი­ო­ნე­ტი ("ახა­ლი ორ­ჯო­ნი­კი­ძე“) თბი­ლის­ში. მე­ტიც, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ან­გა­რი­ში გა­ე­წია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის და ხელი მო­ე­წე­რა ნი­კო­ლა სარ­კო­ზის - საფ­რან­გე­თის (იმ­ხა­ნად ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის) პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ჩას­წო­რე­ბუ­ლი (რუ­სე­თი­სათ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი) შე­თან­ხმე­ბი­სათ­ვის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მად მოს­კო­ვი ვალ­დე­ბუ­ლი იყო და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნა­სა და 2008 წლის 7 აგ­ვის­ტომ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი

მაგ­რამ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ულ ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა, ამ­ჯე­რა­დაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა (ისე­ვე, რო­გორც 1801 და 1921 წლებ­ში) მის მი­ერ­ვე (ამ შემ­თხვე­ვა­ში პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი თო­ჯი­ნის "პრე­ზი­დენტ" მედ­ვე­დე­ვის) ხელ­მო­წე­რი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რის ნი­კო­ლა სარ­კო­ზის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი და სულ რა­ღაც 10 დღე­ში - 2008 წ. 26 აგ­ვის­ტოს აფხა­ზე­თი და ე.წ. "სამ­ხრეთ ოსე­თი“ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

რამდენჯერ მოატყუა რუსეთმა საქართველო?

რამდენჯერ მოატყუა რუსეთმა საქართველო?

თითქმის შვიდსაუკუნოვანი ურთიერთობის განმავლობაში, რუსეთს საქართველოსთვის ბევრჯერ უღალატია და დაუმტკიცებია, რომ "ერთმორწმუნე“ მეზობელი ყოვლად არასაიმედო და მეტიც - მტრულად განწყობილი "მოკავშირე" იყო.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კონტაქტები ჯერ კიდევ XV საუკუნეში დამყარდა. 1483 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოაწყო ელჩობა მოსკოვში და დიდ მთავარს ივანე III-ს ოფიციალურად მიულოცა ოქროს ურდოს დაქვემდებარებიდან გამოსვლა. ეს რუსეთთან დაახლოების პირველი მცდელობა იყო, რომელსაც იმ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მომდევნო ნაბიჯი ქართულ-რუსული თანამშრომლობის გზაზე გადაიდგა იმავე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის - ლევან კახთა მეფის მმართველობის (1518-1574) პერიოდში, როდესაც ერთი ხანობა კახეთში რუსთა რაზმიც კი იდგა. რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 21-ე საუკუნეში - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დასრულდა. უსამართლო ომმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოგვიტანა, რუსეთმა კი ახალი - ოკუპანტის სტატუსი დაიმკვიდრა. რუსული ღალატის ანატომიაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი მოგვითხრობს:

ზურაბ პაპასქირი

- ერთმორწმუნე რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების ძიებამ და მის იმედად ყოფნამ ქართველი პოლიტიკური ლიდერები არაერთხელ დააღალატა. პირველად ეს მკაფიოდ გამოჩნდა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც (1587 წლის 28 სექტემბერს) უმწვავეს საერთაშორისო ვითარებაში კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ნაჩქარევად მოაწერა ხელი ე.წ. "ფიცის წიგნს“ რუსეთის მეფე თევდორე ივანეს ძესთან, რითაც ოფიციალურად აღიარა მოსკოვის ხელმწიფის უზენაესობა.

კახეთის მეფე ალექსანდრე II

რუსეთისკენ "გადახრა“ ძალიან ძვირად დაუჯდა კახთ ბატონს, რომელიც მანამდე საკმაოდ წარმატებით ახერხებდა ლავირებას ირან-ოსმალეთს შორის. სპარსეთის ენერგიულმა შაჰმა აბას I-მა, რომელმაც 1603 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომი წამოიწყო და დიდი რევანშისათვის ემზადებოდა, კახეთში ყიზილბაშთა ჯარით გამოგზავნა ალექსანდრე II-ის უმცროსი ვაჟი (რომელიც შაჰის კარზე იყო აღზრდილი), გამაჰმადიანებული კონსტანტინე ბატონიშვილი. ფორმალურად ამ უკანასკნელს დავალებული ჰქონდა დაეყოლიებინა მამამისი და უფროსი ძმა უფლისწული გიორგი (ამავე დროს მეფის თანამოსაყდრე) შირვანში (რომელიც ამ დროს ოსმალთა კონტროლქვეშ იყო) გალაშქრებაზე, თუმცა არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ კონსტანტინე-მირზას ვოიაჟის რეალური მიზანი კახეთ-რუსეთის მოლაპარაკებების ჩაშლა იყო. ზუსტად იმ დროს (1605 წ. 12 მარტს), როდესაც ძეგამში უნდა გამართულიყო შეხვედრა რუს ელჩებთან, კონსტანტინე ბატონიშვილმა და მისმა ყიზილბაშურმა ამალამ სიცოცხლეს გამოასალმეს ალექსანდრე II და გიორგი უფლისწული. და ეს ყოველივე, ფაქტობრივად, რუსი ელჩების თვალწინ მოხდა.

ძეგამის ტრაგედიას თითქოს თვალი უნდა აეხილა რუსეთის მოიმედე ძალებისათვის, მაგრამ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი მაინც არ ეშვებოდა მოსკოვისგან მფარველობის მოპოვების მცდელობებს. ამ მხრივ, კვლავ აქტიურობდნენ ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენლები, პირველ რიგში, თეიმურაზ I, რომელიც 1658 წელს მოსკოვშიც კი ჩავიდა, ხოლო მანამდე (1639 წელს), ხელი მოაწერა "ფიცის წიგნს“, რომლითაც ერთგულება შეჰფიცა რუსთ ხელმწიფეს. ის იყო აგრეთვე 1651 წელს მოსკოვის ხელმწიფის ერთგულებაზე იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის დაფიცების მთავარი შემოქმედი. თეიმურაზ მეფის საგარეო პოლიტიკის რუსული ვექტორის სრულ კრახად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ მისმა შვილიშვილმა - ერეკლე ბატონიშვილმა (თავის დროზე მოსკოვს გაგზავნილმა და იქ აღზრდილმა) საქართველოში თავისი პოლიტიკური ამბიციების რეალიზაცია მოახერხა არა მოსკოვის მხარდაჭერით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დატოვა რუსეთი, ეახლა ირანის შაჰს, მიიღო იქ მაჰმადიანობა და დაიკავა ქართლის (და არა კახეთის) მეფეთა ტახტი.

ერთი სიტყვით, რუსეთის სახელმწიფოს დიპლომატიურ აქტიურობას საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში ქართული პოლიტიკური სამყაროსათვის არავითარი სარგებელი არ მოუტანია. პირიქით, მოსკოვის "დიპლომატიურმა ინიციატივებმა“, რომლებიც, ოდნავადაც არ იყო უზრუნველყოფილი სამხედრო-პოლიტიკური კუთხით (იმ დროს რუსეთს ამის პოტენციალი საერთოდ არ გააჩნდა) ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ახალი საფრთხეები შეუქმნა.

  • მომდევნო დიდი ღალატი "ერთმორწმუნე რუსეთის“ მხრიდან, რის შედეგადაც ოსმალებმა თბილისი დაიკავეს

- იგივე განმეორდა XVIII საუკუნეში. რუსეთზე ორიენტაციამ სრული ფიასკო განიცადა 20-იანი წლების დამდეგს, როდესაც ქართლის ხელისუფალი ვახტანგ VI რუსეთის ძლევამოსილ იმპერატორს პეტრე I-ს ენდო და მასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი შეკრა ირანის წინააღმდეგ. მაგრამ ამ უკანასკნელმა მოულოდნელად შეწყვიტა "სპარსეთის ლაშქრობა“ და ისპაჰანის წინააღმდეგ ამხედრებული ქართლის მეფე შუა გზაზე მიატოვა.

ვახტანგ VI

კრიტიკულ სიტუაციაში რუსეთის დახმარების მომლოდინე ვახტანგმა არ მიიღო ოსმალეთის შემოთავაზება სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსზე, რამაც სულთანი უკიდურესად გააღიზიანა. შედეგად ოსმალებმა თბილისი დაიკავეს, ქართლის მეფე კი იძულებული გახდა ქვეყანაც დაეტოვებინა. ამაო გამოდგა რუსეთს გახიზნული ვახტანგ VI-ის დიპლომატიური მცდელობები სანკტ პეტერბურგის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით ტახტი დაებრუნებინა. რუსეთის ხელისუფლება ამჯერადაც არ აღმოჩნდა მზად რეალური დახმარება გაეწია დევნილი მეფისთვის. ეს იყო პირველი დიდი ღალატი "ერთმორწმუნე რუსეთის“ მხრიდან.

  • რუსი იმპერატორის 1801 წლის 12 სექტემბერს გამოცემული მანიფესტი და საქართველოს რუკიდან გაქრობა

- მიუხედავად განცდილი კატასტროფისა, ქართველი პოლიტიკოსები არ ეხსნებოდნენ რუსეთის იმედად ყოფნას და ჯიუტად ცდილობდნენ რუსეთის მეშვეობით მაჰმადიანური გარემოცვიდან გამოსვლის გზების ძიებას. შედეგად მივიღეთ კიდევ ერთი იმედგაცრუება - "ე.წ. "გეორგიევსკის ტრაქტატი“, რომელსაც მოჰყვა მორიგი დიდი ღალატი. მიუხედავად ტრაქტატით გაწერილი ვალდებულებებისა, რუსეთმა თითი თითზე არ დააკარა და 1795 წელს ერთი ერთზე შეატოვა ერეკლე II თბილისზე მომდგარ აღა მაჰმად ხანის მრავალრიცხოვან არმიას, რაც კრწანისის ტრაგედიით დასრულდა.

ერეკლე II

სწორედ კრწანისით დაიწყო "ერთმორწმუნე რუსეთის“ მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლის პროცესი. პირველი აქტი ამ გზაზე იყო იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოცემული მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და აქ რუსული მმართველობა დამყარდა. XIX ს. 10-60-იან წლებში კი რუსეთის იმპერიამ ეტაპობრივად მოახდინა ქართული სამეფო-სამთავროების ლიკვიდაცია, გააქრო პოლიტიკური რუკიდან საქართველო და მის ადგილას თბილისისა და ქუთაისის რუსული გუბერნიები შექმნა.

- რუსეთის მორიგი დიდი ღალატი იყო შეიარაღებული აგრესია 1921 წლის თებერვალ-მარტში, რომელსაც მოჰყვა სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყნის ანექსია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურმა რეჟიმმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისს,

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, 1919 წლის 12 მარტი

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მოსკოვში დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა იურიდიულად ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თბილისში საელჩოც გაიხსნა. ამ მოღალატური აქტის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო ქართველი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) - საბჭოთა რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი - ეროვნებათა საქმეთა სახალხო კომისარი (მინისტრი), ვლადიმირ ლენინის "მარჯვენა ხელი“, რომელიც მოგვევლინა ახალი რუსული სახელმწიფოს იმპერიული მოწყობის მთავარ "არქიტექტორად“. ეს სწორედ მის მიერ შემუშავებული ე.წ. "ავტონომიზაციის“ პროექტით, საქართველო (ე.წ. "ამიერკავკასიის ფედერაციის“ შემადგენლობაში, აგრეთვე უკრაინისა და ბელორუსის "სუვერენულ“ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად) უნდა შესულიყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.

რუსი ოკუპანტები თბილისში, 1921 წლის თებერვალი

ბოლშევიკური რეჟიმის ლიდერმა ვლადიმირ ლენინმა თითქოს "დაიწუნა“ "ავტონომიზაციის“ სტალინისეული ფორმულა და ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა წარმოადგინა, რომლის მიხედვით იქმნებოდა თანასწორუფლებიანი დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი - სსრკ. ამასთან, თითოეულ რესპუბლიკას ეძლეოდა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება. საბოლოოდ, ლენინის ამ ჩანაწერმა "კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლების“ შესახებ დაშალა სსრკ. სწორედ ამის გამო ლენინისეული ეს ჩასწორება დღემდე ვერაფრით მოუნელებია ვლადიმირ პუტინს, რომელიც ღიად ამბობს, რომ ამ ჩანაწერით "ჩაიდო ნაღმი“ რუსეთის "სახელმწიფოებრიობის ქვეშ “. ამიტომაცაა პუტინი სტალინის აგრესიული იმპერიული პოლიტიკის გამაგრძელებელი და მისი მემკვიდრე.

  • შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღება აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“
ომი აფხაზეთში

- რუსეთის მორიგი ღალატი - სეპარატისტული გამოსვლების ინსპირირება და შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღება აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“ XX ს. 90-იან წლებში. მართალია, მოსკოვი, ერთი შეხედვით, ღიად არ ჩარეულა სამხედრო დაპირისპირებაში და თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს მედიატორი ყოფილიყო, თუმცა ცხადზე უცხადესი იყო, რომ სწორედ რუსეთის სახელმწიფო იყო საქართველოს მიერ "დაჩაგრული“ აფხაზი და ოსი ხალხების "გმირული“ ბრძოლისა და "გამარჯვების“ მთავარი "შემოქმედი“. სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობამ მაშინ არ დაიჯერა (უფრო სწორად არ ისურვა დაეჯერებინა) ეს ჭეშმარიტება...

ომი აფხაზეთში
  • რუსეთის მიერ თავსმოხვეული 2008 წლის აგვისტოს ომი, ფეხქვეშ გათელილი შეთანხმება და მიტაცებული ქართული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებ

- მაგრამ მითი რუსეთის მედიატორობის შესახებ, რომლის დაჯერებას ასე მონდომებით ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთბაშად დაამსხვრია ღია სამხედრო აგრესიამ 2008 წლის აგვისტოში. ამჯერად უკვე ყველასათვის ცხადი გახდა, თუ ვინ იდგა 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“ მოწყობილი სეპარატისტული ამბოხებების უკან და ვინ აწარმოებდა "ჯვაროსნულ“ ომს ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. დასანანია მხოლოდ ის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ იმჟამად მაინც ვერ შეაფასა ჯეროვნად რუსეთის გათავხედების მასშტაბები და მოსკოვთან ურთიერთობებში კვლავ ერთგვარი "დიპლომატიური შეგონების“ რეჟიმს დასჯერდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, იმჟამად დასავლეთს მკაცრ შემაკავებელ ღონისძიებებზე რომ ეფიქრა რუსეთის მიმართ და მაქსიმალურად მოეხდინა პუტინის რეჟიმის იზოლირება, არც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება და "დონბასის ამბოხის“ ინსპირირება იქნებოდა და, რაც მთავარია, არ იქნებოდა 2022 წლის 24 თებერვალი - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

2008 წლის აგვისტო იყო მთლიანად რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომი - ფაქტობრივად, 1921 წლის გაგრძელება, მაგრამ ამჯერად კრემლის რეჟიმმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, ვერ დაამხო საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება და ვერ დასვა თავისი მარიონეტი ("ახალი ორჯონიკიძე“) თბილისში. მეტიც, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ხელი მოეწერა ნიკოლა სარკოზის - საფრანგეთის (იმხანად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული და ქართული მხარის მიერ ჩასწორებული (რუსეთისათვის, ფაქტობრივად, კაპიტულანტური) შეთანხმებისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად მოსკოვი ვალდებული იყო დათანხმებულიყო საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანასა და 2008 წლის 7 აგვისტომდელი ვითარების აღდგენაზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ჩვეულ ტრადიციას არ უღალატა, ამჯერადაც ფეხქვეშ გათელა (ისევე, როგორც 1801 და 1921 წლებში) მის მიერვე (ამ შემთხვევაში პუტინის პოლიტიკური თოჯინის "პრეზიდენტ" მედვედევის) ხელმოწერილი და ევროკავშირის ლიდერის ნიკოლა სარკოზის მიერ დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტი და სულ რაღაც 10 დღეში - 2008 წ. 26 აგვისტოს აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

იხილეთ ასევე: