საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა არაჩვეულებრივ პირობებშია, უვლიან და ეფერებიან... ის მოხუცთა სახლში იმყოფება და არა თავშესაფარში" - რას ჰყვება ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე მისი შვილი?
"დედა არაჩვეულებრივ პირობებშია, უვლიან და ეფერებიან... ის მოხუცთა სახლში იმყოფება და არა თავშესაფარში" - რას ჰყვება ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე მისი შვილი?

მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­შია. ის ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე დღემ­დე ოც­ნე­ბობს. ინგა ფე­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ის ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

მისი მე­გობ­რე­ბი მუდ­მი­ვად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ღერ­ლის გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ. რო­გო­რია ამ­ჟა­მად მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვილს, ანა ფე­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობს:

ანა ფე­რა­ძე

- სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ... ამ სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი ფა­სი­ა­ნია, სა­ხელ­მწი­ფო უხ­დის ყვე­ლა ხარჯს, რო­გორც ინ­ვა­ლიდს. ინგა მე­ო­რე ხა­რის­ხის ინ­ვა­ლი­დია. ვინც ამ­ბობს, თით­ქოს ინ­გას ნახ­ვას ვინ­მეს ვუშ­ლი­დე, სა­ში­ნე­ლე­ბაა! უბ­რა­ლოდ, როცა კა­მე­რე­ბით მი­დი­ან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თან­ხმო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, თუ რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეს გა­და­ღე­ბა, ვის და რა­ტომ ვაჩ­ვე­ნებთ. აქ სულ დო­კუ­მენ­ტე­ბია და ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა იქ­ნას შე­თან­ხმე­ბუ­ლი. შემ­დეგ უთან­ხმო­ე­ბა, გა­უ­გებ­რო­ბა რომ არ მოხ­დეს, რამე პრე­ტენ­ზი­ებს ად­გი­ლი არ უნდა ქონ­დეს, პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის გვინ­და!

- რამ­დე­ნი წე­ლია რაც ქალ­ბა­ტო­ნი ინგა ამ სახ­ლშია?

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი წე­ლია ამ სახ­ლშია... ჩვენ მხო­ლოდ დედა-შვი­ლი კი არა, მუ­დამ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ცოტა უთან­ხმო­ე­ბა და კინ­კლა­ო­ბა ვის არ ჰქო­ნია? თა­ვად ხუთი შვი­ლი მყავს და ეს შვი­ლე­ბი რომ არ გა­მე­ჩი­ნა, ინ­გას გარ­და არც არა­ვინ გა­მაჩ­ნდა დე­და­მი­წის ზურ­გზე.

- რო­გო­რია ამ­ჟა­მად ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ასა­კი მო­ე­რია, 24 მა­ისს 77 წლის გახ­დე­ბა. და­სუს­ტე­ბუ­ლია. ძალა აღარ აქვს, რო­გორც ჰქონ­და. წლე­ბი თა­ვი­სას შვე­ბა... ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­ი­ა­რა, ხში­რად ავად იყო. მეხ­სი­ე­რე­ბაც და­უქ­ვე­ით­და, ძვე­ლი ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს, მაგ­რამ ახა­ლი სულ უნდა გა­უ­მე­ო­რო. სიმ­ღე­რით კარ­გად მღე­რის... მე თვი­თო­ნაც შე­მიძ­ლია, მაქვს სურ­ვი­ლი გა­და­ვი­ღო და ყვე­ლას გაჩ­ვე­ნოთ, რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­შია.

ძა­ლი­ან უვ­ლი­ან და ეფე­რე­ბი­ან. ხუთი შვი­ლი მყავს, ყვე­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი. ორი გოგო და სამი ბიჭი... უფ­რო­სი 15 წლი­საა, უმ­ცრო­სი 4 წლის. მარ­ტო მე და ჩემი მე­უღ­ლე ვზრდით, ძიძა არა­სო­დეს მყო­ლია. მე თან სუ­პერ­მარ­კეტ­შიც ვმუ­შა­ობ... დე­დას რაც არ უნდა და­ჭირ­დეს, იმ წუ­თას გავ­რბი­ვარ. მე­უღ­ლეს მან­ქა­ნა და­ემტვრა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მის­ვლას ერთი სა­ა­თი ჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის მი­მაქვს ხილი, წვე­ნი, რაც უყ­ვარს.

დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე ვდგე­ბი, ვუვ­ლი ოჯახს, სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ და მთე­ლი დღე სა­შინ­ლად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს. ამ დროს ჩემს შე­სა­ხებ სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი მომ­დის. როცა მან­ქა­ნა მწყობ­რში იყო, დედა ჩვენ­თა­ნაც მომ­ყავ­და... თუმ­ცა წა­მოყ­ვა­ნაც რის­კია, ოდ­ნა­ვაც რამე რომ და­ე­მარ­თოს, ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ამი­ტო­მაც მე­ში­ნია.

- სა­ქარ­თვე­ლო ენატ­რე­ბა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა! იქ­ნებ სას­წა­უ­ლი მოხ­დეს და შეძ­ლოს ჩა­მოს­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamar
5

❤️❤️❤️❤️❤️

მართალი
10

რა საშინელებაა სკოლაში არ გივლიათ ? ,,სახში"!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დედა არაჩვეულებრივ პირობებშია, უვლიან და ეფერებიან... ის მოხუცთა სახლში იმყოფება და არა თავშესაფარში" - რას ჰყვება ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე მისი შვილი?

"დედა არაჩვეულებრივ პირობებშია, უვლიან და ეფერებიან... ის მოხუცთა სახლში იმყოფება და არა თავშესაფარში" - რას ჰყვება ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე მისი შვილი?

მომღერალი ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაშია. ის ბრიუსელის გარეუბანში სოციალურ ბინაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე დღემდე ოცნებობს. ინგა ფერაძე საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში იმყოფება. ფერაძე გარკვეული პერიოდი ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.

მისი მეგობრები მუდმივად ავრცელებდნენ ინფორმაციას მომღერლის გაჭირვების შესახებ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორია ამჟამად მომღერლის მდგომარეობა, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მომღერლის ქალიშვილს, ანა ფერაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასევე ბელგიაში ცხოვრობს:

ანა ფერაძე

- სადაც დედაა, ეს არ არის თავშესაფარი, ეს არის მოხუცთა სახლი! აქ დასასვენებელ სახლს ეძახიან, ფრანგულიდან რომ გადათარგმნოთ... ამ სახლში ყველაფერი ფასიანია, სახელმწიფო უხდის ყველა ხარჯს, როგორც ინვალიდს. ინგა მეორე ხარისხის ინვალიდია. ვინც ამბობს, თითქოს ინგას ნახვას ვინმეს ვუშლიდე, საშინელებაა! უბრალოდ, როცა კამერებით მიდიან, აუცილებელია თანხმობა, ხელშეკრულება, თუ რისთვის გამოიყენება ეს გადაღება, ვის და რატომ ვაჩვენებთ. აქ სულ დოკუმენტებია და ყველაფერი ოფიციალურად უნდა იქნას შეთანხმებული. შემდეგ უთანხმოება, გაუგებრობა რომ არ მოხდეს, რამე პრეტენზიებს ადგილი არ უნდა ქონდეს, პრობლემები არავის გვინდა!

- რამდენი წელია რაც ქალბატონი ინგა ამ სახლშია?

- დაახლოებით სამი წელია ამ სახლშია... ჩვენ მხოლოდ დედა-შვილი კი არა, მუდამ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ცოტა უთანხმოება და კინკლაობა ვის არ ჰქონია? თავად ხუთი შვილი მყავს და ეს შვილები რომ არ გამეჩინა, ინგას გარდა არც არავინ გამაჩნდა დედამიწის ზურგზე.

- როგორია ამჟამად ქალბატონი ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ასაკი მოერია, 24 მაისს 77 წლის გახდება. დასუსტებულია. ძალა აღარ აქვს, როგორც ჰქონდა. წლები თავისას შვება... ბევრი სირთულე გაიარა, ხშირად ავად იყო. მეხსიერებაც დაუქვეითდა, ძველი ყველაფერი ახსოვს, მაგრამ ახალი სულ უნდა გაუმეორო. სიმღერით კარგად მღერის... მე თვითონაც შემიძლია, მაქვს სურვილი გადავიღო და ყველას გაჩვენოთ, რა არაჩვეულებრივ პირობებშია.

ძალიან უვლიან და ეფერებიან. ხუთი შვილი მყავს, ყველა არასრულწლოვანები. ორი გოგო და სამი ბიჭი... უფროსი 15 წლისაა, უმცროსი 4 წლის. მარტო მე და ჩემი მეუღლე ვზრდით, ძიძა არასოდეს მყოლია. მე თან სუპერმარკეტშიც ვმუშაობ... დედას რაც არ უნდა დაჭირდეს, იმ წუთას გავრბივარ. მეუღლეს მანქანა დაემტვრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლას ერთი საათი ჭირდება. ყოველთვის მიმაქვს ხილი, წვენი, რაც უყვარს.

დილის ხუთ საათზე ვდგები, ვუვლი ოჯახს, სამსახურში მივდივარ და მთელი დღე საშინლად გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ამ დროს ჩემს შესახებ საშინელი ხმები მომდის. როცა მანქანა მწყობრში იყო, დედა ჩვენთანაც მომყავდა... თუმცა წამოყვანაც რისკია, ოდნავაც რამე რომ დაემართოს, ჩემი პასუხისმგებლობა იქნება და ამიტომაც მეშინია.

- საქართველო ენატრება?

- რა თქმა უნდა, ძალიან ენატრება! იქნებ სასწაული მოხდეს და შეძლოს ჩამოსვლა.