პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს
"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

ბოლო დღე­ებ­ში, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მგლე­ბი­სა და ტუ­რე­ბის და­ხოც­ვა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან, პირ­ვე­ლი ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ყო­ვე­ლი მოკ­ლუ­ლი მგლის სა­ნაც­ვლოდ პირი ჯილ­დოდ 5 ათას რუბლს მი­ი­ღებს, ხოლო ყო­ვე­ლი მოკ­ლუ­ლი ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ - 2500 რუბლს.

"ბოლო დღე­ე­ბია, აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებს ხო­ცა­ვენ. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია ოჩამ­ჩი­რის, ტყვარ­ჩე­ლი­სა და გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მხო­ლოდ ერთ დღე­ში 180-მდე ნა­დი­რი და­ხო­ცეს და ჩა­ა­ბა­რეს. მო­ნა­დი­რე­ე­ბი მტა­ცე­ბელ ნა­დირს აქამ­დეც ხო­ცავ­დნენ და სა­მახ­სოვ­როდ, მათ ყუ­რებს, კუდს, ან თავს ინა­ხავ­დნენ", - წერს გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ოჩამ­ჩი­რე­სა და ტყვარ­ჩელ­ში, ტუ­რე­ბი მომ­რავ­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ბოლო ხა­ნებ­ში, "მგლე­ბის შე­მო­სე­ვაც გახ­შირ­და." გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რე­ში, ტყვარ­ჩელ­სა და გალ­ში 174 ტურა და 5 მგე­ლი და­ხო­ცეს.

ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს რა­ი­ო­ნუ­ლი ვეტ­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ახრა ამიჩ­ბას თქმით, "ბოლო წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მუდ­მე­ბით ჩი­ვის, რომ მათი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან ტუ­რი­სა და მგლის ნა­დავ­ლი. თუ ვერ ჭა­მენ, აზი­ა­ნე­ბენ, რაც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის კე­რაც გახ­დეს და სა­ქო­ნელ­ში გავ­რცელ­დეს.

გლე­ხე­ბის ნა­წილს, მტა­ცებ­ლის გამო, სა­ქონ­ლი­სა და ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლის ყო­ლაც აღარ უნდა, არა­და ეს ბევ­რი მათ­გა­ნის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლის წყა­როა. არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ აზრი არ აქვს წვა­ლე­ბას, რად­გან ან მგე­ლი შე­ჭამს, ან ტურა", - ამ­ბობს ამიჩ­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად ხო­ცა­ვენ ტუ­რებს, მგე­ლი ბევ­რად უფრო ფრთხი­ლი და რთუ­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლია.

71 წლის ად­გი­ლობ­რი­ვის, ვლა­დის­ლავ ჯო­პუ­ას თქმით, დიდი ხა­ნია მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ზი­ანს აყე­ნებს, მაგ­რამ ნა­დი­რო­ბა შე­და­რე­ბით უშე­დე­გო იყო. ახლა კი, როცა ფუ­ლა­დი ჯილ­დო და­ა­წე­სეს, მო­ნა­დი­რე­ებს მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდათ.

"ადრე აქა­უ­რო­ბა ასე­თი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი არ იყო. ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, ძაღ­ლე­ბი ჰყავ­დათ, მი­წას ამუ­შა­ვე­ბენ და გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ხალ­ხი ციტ­რუ­სი­სა და ჩაის საკ­რე­ფად, მი­წის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად დღე და ღამე გა­რეთ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. სოფ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა დუღ­და. ახლა კი, ოჩამ­ჩი­რეც კი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი იყო, მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელს ჰგავს. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრს ისე გა­ვივ­ლით, ადა­მი­ა­ნის ჭა­ჭა­ნე­ბა არაა. ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა მტა­ცე­ბე­ლი. შე­საძ­ლოა, სა­მეგ­რე­ლო­და­ნაც გად­მო­ვი­და აქეთ ნა­დი­რი.

აქა­უ­რო­ბა ტყედ არის ქცე­უ­ლი. ზო­გი­ერთ ად­გი­ლას შეს­ვლა სა­ში­შიც კი გახ­და. შე­საძ­ლოა, ნა­დი­რი და­გეს­ხას თავს და ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ე.წ. ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, რო­მან დბა­რის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ნე­ბარ­თვის გა­ცე­მამ­დეც ხო­ცავ­დნენ ნა­დირს, თუმ­ცა ახლა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საქ­მეს უფრო მე­ტად ახა­ლი­სებს, რაც მისი აზ­რით, სა­ხი­ფა­თოა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში, თა­ვის თავს მო­ნა­დი­რეს უწო­დებს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი აქვს. ია­რა­ღი კი შინ ყო­ველ მე­ო­რეს აქვს.

"მათ არა­ფე­რი იცი­ან ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. არც ის, რომ მგე­ლი ტყის სა­ნი­ტა­რია. ისი­ნი აქამ­დეც ხო­ცავ­დნენ მათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი ხორ­ცი საკ­ვე­ბად უვარ­გი­სია, უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნეთ­თან სატ­რა­ბა­ხოდ. ე.წ. მო­ნა­დი­რე­ე­ბი არ ცნო­ბენ არა­ვი­თარ სე­ზონს, არც ნა­დი­რო­ბის­თვის, აღარც თევ­ზა­ო­ბის­თვის. ეს სფე­რო, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი, სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოა. და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში მარ­თლა გაჩ­ნდა ნა­დი­რი, მაგ­რამ ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას თავს იმის­თვის ეს­ხმი­ან, რომ მო­ნა­დი­რე­ებ­მა ტყებ­ში არ და­ტო­ვეს ფრინ­ველ-ცხო­ვე­ლი", - წე­რენ ისი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგელი
0

თოფიანად შეგჭამთ 

მიხო
0

შაკლები აფსუა შაკლებს არ ერჩიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

ბოლო დღეებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვა დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მარტიდან, პირველი ივნისის ჩათვლით გარეულ ცხოველებზე ნადირობა გამოცხადდა. ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, ყოველი მოკლული მგლის სანაცვლოდ პირი ჯილდოდ 5 ათას რუბლს მიიღებს, ხოლო ყოველი მოკლული ტურის სანაცვლოდ - 2500 რუბლს.

"ბოლო დღეებია, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივები გარეულ ცხოველებს ხოცავენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურია ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონის მოსახლეობა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ერთ დღეში 180-მდე ნადირი დახოცეს და ჩააბარეს. მონადირეები მტაცებელ ნადირს აქამდეც ხოცავდნენ და სამახსოვროდ, მათ ყურებს, კუდს, ან თავს ინახავდნენ", - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru. ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ოჩამჩირესა და ტყვარჩელში, ტურები მომრავლებული იყო, თუმცა ბოლო ხანებში, "მგლების შემოსევაც გახშირდა." გამოცემის ცნობით, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში 174 ტურა და 5 მგელი დახოცეს.

ოჩამჩირის რაიონის ე.წ. სახელმწიფოს რაიონული ვეტსამსახურის უფროსის, ახრა ამიჩბას თქმით, "ბოლო წლებში მოსახლეობა გამუდმებით ჩივის, რომ მათი შინაური ცხოველები ხშირად ხდებიან ტურისა და მგლის ნადავლი. თუ ვერ ჭამენ, აზიანებენ, რაც ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექციის კერაც გახდეს და საქონელში გავრცელდეს.

გლეხების ნაწილს, მტაცებლის გამო, საქონლისა და შინაური ფრინველის ყოლაც აღარ უნდა, არადა ეს ბევრი მათგანის ერთადერთი შემოსავალის წყაროა. არაერთხელ უთქვამთ, რომ აზრი არ აქვს წვალებას, რადგან ან მგელი შეჭამს, ან ტურა", - ამბობს ამიჩბა.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მონადირეები, უფრო ინტენსიურად ხოცავენ ტურებს, მგელი ბევრად უფრო ფრთხილი და რთულად მოსახელთებელია.

71 წლის ადგილობრივის, ვლადისლავ ჯოპუას თქმით, დიდი ხანია მტაცებელი ცხოველი ადგილობრივ მოსახლეობას ზიანს აყენებს, მაგრამ ნადირობა შედარებით უშედეგო იყო. ახლა კი, როცა ფულადი ჯილდო დააწესეს, მონადირეებს მოტივაცია გაუჩნდათ.

"ადრე აქაურობა ასეთი დაცარიელებული არ იყო. ხალხი ცხოვრობდა, ძაღლები ჰყავდათ, მიწას ამუშავებენ და გაველურებული არ ყოფილა. ხალხი ციტრუსისა და ჩაის საკრეფად, მიწის დასამუშავებლად დღე და ღამე გარეთ იყო გამოფენილი. სოფლებში ცხოვრება დუღდა. ახლა კი, ოჩამჩირეც კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო, მიყრუებულ სოფელს ჰგავს. რამდენიმე კილომეტრს ისე გავივლით, ადამიანის ჭაჭანება არაა. ამიტომაც გაჩნდა მტაცებელი. შესაძლოა, სამეგრელოდანაც გადმოვიდა აქეთ ნადირი.

აქაურობა ტყედ არის ქცეული. ზოგიერთ ადგილას შესვლა საშიშიც კი გახდა. შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს და ყოფილა ასეთი შემთხვევები", - ამბობს ადგილობრივი.

ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის თქმით, ადგილობრივები, ნებართვის გაცემამდეც ხოცავდნენ ნადირს, თუმცა ახლა ე.წ. ხელისუფლება ამ საქმეს უფრო მეტად ახალისებს, რაც მისი აზრით, სახიფათოა.

ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში, თავის თავს მონადირეს უწოდებს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. იარაღი კი შინ ყოველ მეორეს აქვს.

"მათ არაფერი იციან ბუნების კანონზომიერების შესახებ. არც ის, რომ მგელი ტყის სანიტარია. ისინი აქამდეც ხოცავდნენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი საკვებად უვარგისია, უბრალოდ, ერთმანეთთან სატრაბახოდ. ე.წ. მონადირეები არ ცნობენ არავითარ სეზონს, არც ნადირობისთვის, აღარც თევზაობისთვის. ეს სფერო, როგორც სხვა დანარჩენი, სრულიად უკონტროლოა. დაცარიელებულ ადგილებში მართლა გაჩნდა ნადირი, მაგრამ ისინი მოსახლეობას თავს იმისთვის ესხმიან, რომ მონადირეებმა ტყებში არ დატოვეს ფრინველ-ცხოველი", - წერენ ისინი.