საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!
"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!

სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­შა­ვე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 20%-ით შემ­ცირ­და. მა­გა­ლი­თის­თვის, 2022 წელს თბი­ლის­ში, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით და­შა­ვე­ბულ­თა და საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია 6%-ით, შემ­თხვე­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა სა­ხელ­დე­ბა და ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მეტი ფო­კუ­სი­რე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა არის სა­ჭი­რო საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად.

ქვე­ყა­ნა­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის კი­დევ მე­ტად გაზ­რდის მიზ­ნით, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, და­წყე­ბუ­ლია სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია "უკე­თე­სი და უსაფრ­თხო გზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ებს ყვე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბე­დის­წე­რო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­ზა­რალ­დნენ. მათი რე­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვამ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­მებ­ში რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს.

"არ გა­ი­მე­ო­რო შეც­დო­მა“- ასე­თია კამ­პა­ნი­ის და მას­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი. მათ სჯე­რათ, რომ ადა­მი­ა­ნებს გულ­თან უფრო ახ­ლოს მი­აქვთ პი­რა­დად მოს­მე­ნი­ლი მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბი და ამ ის­ტო­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს უფრო კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ ფოტო ის­ტო­რი­ე­ბის გმი­რებ­მა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ბე­დის­წე­რო დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის და შე­დე­გე­ბის დე­ტა­ლებს უზი­ა­რე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ ერთ სა­ბე­დის­წე­რო ის­ტო­რი­ას, რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც ნა­ტა­ლია გორ­გი­შე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მისი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა და მძღო­ლის მიერ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა იყო.

"2010 წლის 19 დე­კემ­ბე­რი იყო, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოვ­დი­ო­დით ბე­ლი­აშ­ვი­ლის გზატ­კე­ცილ­ზე, ღვე­დი არ მე­კე­თა. ჩვენ წინ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა მი­დი­ო­და და გა­დას­წრე­ბა გვინ­დო­და, სა­პი­რის­პი­რო ზოლი ცა­რი­ე­ლი გვე­გო­ნა და გა­და­ვე­დით, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვენ­სკენ, ასე­ვე ძა­ლი­ან სწრა­ფად, სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­დი­ო­და. რომ არ დავ­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყა­ვით, გზი­დან გა­და­ვე­დით. მერე მახ­სოვს ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა - ამის შემ­დეგ, ვე­ღარ ვხე­დავ­დი. გა­ვი­თი­შე.

ხუთი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ზე მე­ტად სახე და თავი მქონ­და და­შა­ვე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აზ­რად არა­ვის მოს­ვლია ჩემ­თვის თვა­ლე­ბი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა. არა­და, თურ­მე, შუ­შე­ბით მქონ­და სავ­სე. კო­მა­ში ვი­ყა­ვი, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ვა­მოძ­რა­ვებ­დი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია და ამ­დე­ნი დღის შე­დე­გად, თვა­ლე­ბი მთლი­ა­ნად და­მე­სე­რა. მე­ხუ­თე დღეს სის­ხლიც წამსკდა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ნა­ხეს, რომ შიგ­ნით უამ­რა­ვი შუშა მქონ­და. ავა­რი­ის შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და, ბევ­რი უმ­ძი­მე­სი დღე გა­ვი­ა­რე, თუმ­ცა იმე­დი არას­დროს და­მი­კარ­გავს. დღეს უამ­რავ პრო­ექტსა და ტრე­ნინ­გში ვარ ჩარ­თუ­ლი და ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. გთხოვ, არ გა­ი­მე­ო­რო შეც­დო­მა - გა­ი­კე­თე ღვე­დი.“

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ეს არ უკავ­შირ­დე­ბა ბავ­შვის სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მცი­რეა იმ მშო­ბელ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც იყე­ნე­ბენ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლებს ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. იმის­თვის რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­დეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მგზავ­რებს, მათ შო­რის მშობ­ლე­ბის მო­უ­წო­დე­ბენ - არ გა­რის­კონ ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლე და არ დას­ვან ბავ­შვე­ბი მათ­თვის შე­უ­სა­ბა­მო ად­გილ­ზე ავ­ტო­მო­ბილ­ში.

ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ვარ­ძელ­თან და ღვედ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვის მა­გა­ლითს იხ­სე­ნებს თამ­თა დო­ლი­ძე, "რუს­თა­ვი 2" - ის კო­რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც ავ­ტო­შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გა­სულ წელს მო­უ­ვი­და. ავა­რი­ი­სას ძლი­ერ­მა დარ­ტყმამ ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე დატ­რი­ალ­და, თამ­თა კი მან­ქა­ნის გვერ­დი­თა ფან­ჯრი­დან გად­მოვ­ვარ­და.

"იმ­დე­ნად დიდი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ვი­ღე, რამ­დე­ნი­მე თვე წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და. ამ ამ­ბის ბედ­ნი­ე­რი ნა­წი­ლი ის არის, რომ ჩვე­ნი 2 თვის შვილს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­უ­გია და არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია. ეს კი იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ის მან­ქა­ნის სპე­ცი­ა­ლურ სა­ვარ­ძელ­ში იჯდა“, - ამ­ბობს თამ­თა.

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი თი­თო­ე­უ­ლი გზით მო­სარ­გებ­ლე პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია და­ა­ფიქ­როს და შე­ახ­სე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს საგ­ზაო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­უც­ვე­ლო­ბამ, მათ შო­რის იგუ­ლის­ხმე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­რე­შე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა.

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნია " უკე­თე­სი და უსაფრ­თო გზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი ბან­კის, EIB-ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!

"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!

საქართველოში საგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული დაშავებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 20%-ით შემცირდა. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისში, წინა წელთან შედარებით დაშავებულთა და საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 6%-ით, შემთხვევების მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება სახელდება და ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობით არის გამოწვეული. მიუხედავად შედარებით გაუმჯობესებული სტატისტიკისა, აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად.

ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის კიდევ მეტად გაზრდის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია საკომუნიკაციო კამპანია "უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“.

კამპანიის ფარგლებში ემოციურ ისტორიებს ყვებიან ის ადამიანები, რომლებიც საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალდნენ. მათი რეალური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება შეიძლება წამებში რადიკალურად შეცვალოს.

"არ გაიმეორო შეცდომა“- ასეთია კამპანიის და მასში ჩართული ადამიანების მთავარი სათქმელი. მათ სჯერათ, რომ ადამიანებს გულთან უფრო ახლოს მიაქვთ პირადად მოსმენილი მძიმე ისტორიები და ამ ისტორიის გამომწვევ მიზეზებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. სწორედ ამიტომ ფოტო ისტორიების გმირებმა ძალიან მტკივნეული და საბედისწერო დღეები გაიხსენეს და საზოგადოებას საკუთარი საგზაო შემთხვევების და შედეგების დეტალებს უზიარებენ.

გთავაზობთ ერთ საბედისწერო ისტორიას, რომლის მონაწილეც ნატალია გორგიშელი აღმოჩნდა. მისი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა და მძღოლის მიერ საგზაო უსაფრთხოების წესის დარღვევა იყო.

"2010 წლის 19 დეკემბერი იყო, ძალიან სწრაფად მოვდიოდით ბელიაშვილის გზატკეცილზე, ღვედი არ მეკეთა. ჩვენ წინ სატვირთო მანქანა მიდიოდა და გადასწრება გვინდოდა, საპირისპირო ზოლი ცარიელი გვეგონა და გადავედით, მაგრამ დავინახეთ, რომ ჩვენსკენ, ასევე ძალიან სწრაფად, სხვა ავტომობილი მოდიოდა. რომ არ დავჯახებულიყავით, გზიდან გადავედით. მერე მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე.

ხუთი დღე რეანიმაციაში ვიყავი. ყველაზე მეტად სახე და თავი მქონდა დაშავებული. სამწუხაროდ, ხუთი დღის განმავლობაში აზრად არავის მოსვლია ჩემთვის თვალები შეემოწმებინა. არადა, თურმე, შუშებით მქონდა სავსე. კომაში ვიყავი, თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ მაინც ვამოძრავებდი, რაც ბუნებრივია და ამდენი დღის შედეგად, თვალები მთლიანად დამესერა. მეხუთე დღეს სისხლიც წამსკდა და მხოლოდ ამის შემდეგ ნახეს, რომ შიგნით უამრავი შუშა მქონდა. ავარიის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი უმძიმესი დღე გავიარე, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. დღეს უამრავ პროექტსა და ტრენინგში ვარ ჩართული და ვცდილობ დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება. გთხოვ, არ გაიმეორო შეცდომა - გაიკეთე ღვედი.“

საქართველოში 2016 წლიდან სავალდებულო გახდა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, თუმცა ეს არ უკავშირდება ბავშვის სამგზავრო სავარძლის სავალდებულო გამოყენებას, შესაბამისად, ძალიან მცირეა იმ მშობელთა რიცხვი, რომლებიც იყენებენ სამგზავრო სავარძლებს ბავშვების უსაფრთხოებისთვის. იმისთვის რომ საზოგადოებაში მოხდეს ცნობიერების ამაღლება და სწორად ინფორმირება, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მგზავრებს, მათ შორის მშობლების მოუწოდებენ - არ გარისკონ ყველაზე დაუცველი მგზავრების სიცოცხლე და არ დასვან ბავშვები მათთვის შეუსაბამო ადგილზე ავტომობილში.

ბავშვის უსაფრთხოების სავარძელთან და ღვედთან დაკავშირებულ შემთხვევის მაგალითს იხსენებს თამთა დოლიძე, "რუსთავი 2" - ის კორესპონდენტი, რომელსაც ავტოშემთხვევა ქალაქ ბათუმში გასულ წელს მოუვიდა. ავარიისას ძლიერმა დარტყმამ ავტომობილი რამდენჯერმე დატრიალდა, თამთა კი მანქანის გვერდითა ფანჯრიდან გადმოვვარდა.

"იმდენად დიდი დაზიანებები მივიღე, რამდენიმე თვე წოლითი რეჟიმი მქონდა. ამ ამბის ბედნიერი ნაწილი ის არის, რომ ჩვენი 2 თვის შვილს საერთოდ არაფერი გაუგია და არანაირი დაზიანება არ მიუღია. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ის მანქანის სპეციალურ სავარძელში იჯდა“, - ამბობს თამთა.

საგზაო უსაფრთხოების საკითხი თითოეული გზით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, კამპანიის მიზანია დააფიქროს და შეახსენოს საზოგადოებას თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საგზაო რეგულაციების დაუცველობამ, მათ შორის იგულისხმება სიჩქარის გადაჭარბებით, ნასვამ მდგომარეობაში და უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომობილის მართვა.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია " უკეთესი და უსაფრთო გზები საქართველოსთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.