საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად სევდიანად შემომხედავს და მეტყვის, - რა მამა მომიკვდაო..." - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის 6 წლის ვაჟი და ვის უხდის მადლობას ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფის ქვრივი?
"ხშირად სევდიანად შემომხედავს და მეტყვის, - რა მამა მომიკვდაო..." - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის 6 წლის ვაჟი და ვის უხდის მადლობას ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფის ქვრივი?

8 აპ­რილს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, მო­ცეკ­ვა­ვის, მუ­სი­კო­სი­სა და მომ­ღერ­ლის და­ვით (და­თუ­ნი­კა) სხირტლა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 65 წელი უნდა შეს­რუ­ლე­ბო­და... მა­მის ლექსზე რა­ჭუ­ლი ცეკ­ვის "ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნას“ შემ­ქმნე­ლი ხე­ლო­ვა­ნი 59 წლის ასაკ­ში სცე­ნა­ზე კონ­ცერ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღეს­რუ­ლა. წა­ვი­და ისე, რომ ამ­ქვეყ­ნად და­ტო­ვა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ახ­ლად­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლი, რომ­ლის ხელ­ში აყ­ვა­ნაც არ დას­ცალ­და.

"და­ვით-თევ­დო­რე 6 წლის გახ­და იან­ვარ­ში. ბიჭი მა­მის ალიკ­ვა­ლია, მისი თვი­სე­ბე­ბი აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავს, დროს უქ­მად არ კარ­გავს და უკვე 100-მდე ლექ­სი იცის. ძა­ლი­ან რომ უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და და­თუ­ნი­კას ჰგავს, ეს მაძ­ლე­ბი­ნებს ტკი­ვი­ლებს. ჩვე­ნი შვი­ლი მა­მას ზედ­მი­წევ­ნით იც­ნობს და და­უს­წრებ­ლად უყ­ვარს“, - ამ­ბობს და­თუ­ნი­კას მე­უღ­ლე მზია ჯინ­ჭა­რა­ძე, რო­მე­ლიც ambebi.ge - სთან მისი ცხოვ­რე­ბის ორ უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ან­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ძა­ლი­ან მიმ­ძიმს უდა­ვი­თოდ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მეტი გზა არ მაქვს... ვზრდი შვილს, რო­მე­ლიც 6 წლის გახ­და იან­ვარ­ში. თევ­დო­რე მა­მის ალიკ­ვა­ლია... ისე­თი გო­ნი­ე­რი ბი­ჭია, თით­ქოს ობ­ლად და­ბა­დე­ბულს ნა­ად­რე­ვად აძ­ლევს სიბ­რძნეს უფა­ლი.

და­ვით-თევ­დო­რე მა­მას ზედ­მი­წევ­ნით იც­ნობს და და­უს­წრებ­ლად უყ­ვარს, უყუ­რებს მის ვი­დე­ო­ებს, მის ცეკ­ვას, ხში­რად სევ­დი­ა­ნად შე­მომ­ხე­დავს და მე­ტყვის - რა მამა მო­მიკ­ვდაო... თევ­დო­რემ მა­მას ლე­გენ­და კაცი და­არ­ქვა. როცა ხვდე­ბი­ან და ეტყვი­ან, რო­გორ ჰგავ­ხარ მა­მას, მა­მას­ნა­ი­რი გა­იზ­რდე­ბო­დეო, სულ მე­უბ­ნე­ბა, რო­გორ ყვე­ლას უყ­ვარს მა­მი­კოო, ამი­ტომ თვი­თო­ნაც ცდი­ლობს, რომ კარ­გი ბიჭი იყოს. ზა­ფხუ­ლო­ბით რა­ჭა­ში - ხიმშში ვართ, და­თუ­ნი­კას სახლ-კარს ვერ ვტო­ვებთ. იქ ისე­თი სიმ­შვი­დე და სი­ლა­მა­ზეა, ისე­თი და­დე­ბი­თი აურა მო­დის... სახლ-მუ­ზე­უ­მი იმ ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ტე­ვია, და­თომ და მა­მა­მის­მა რომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და შე­მო­ი­ნა­ხეს. მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­ნარ­ჩუნ­დეს და შემ­დეგ ჩვენ­მა შვილ­მა გა­აგ­რძე­ლოს მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა. ზამ­თრო­ბით რა­ტომ­ღაც მე­ში­ნია რა­ჭა­ში დარ­ჩე­ნა, მარ­ტო რომ ვართ დედა-შვი­ლი, ამი­ტომ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ვართ და აქ ვი­ზამ­თრებთ. წელს თევ­დო­რე სკო­ლა­ში შევა და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სად ვას­წავ­ლო ბავ­შვს - თბი­ლის­ში, თუ - რა­ჭა­ში. რა­ტომ­ღაც გული და ქვეც­ნო­ბი­ე­რი მკარ­ნა­ხობს, რომ რა­ჭა­ში და­ვა­წყე­ბი­ნო სწავ­ლა, და­წყე­ბით კლა­სებ­ში მა­ინც და მე­ხუ­თე კლა­სი­დან ქა­ლაქ­ში წა­მო­ვი­დეთ. მინ­და, ორი­ვე სი­კე­თე - ქა­ლა­ქიც და სო­ფე­ლიც შე­ი­სის­ხლხორ­ცოს ბავ­შვმა.

ცოტა შე­მა­ში­ნა ცხოვ­რე­ბამ, ასაკ­ში ვარ, ბავ­შვს გაზ­რდა და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა... თუმ­ცა მუდ­მი­ვად ვგრძნობ, რო­გორ მეხ­მა­რე­ბა და მხარ­ში მიდ­გას დედა-ღვთის­მშო­ბე­ლი.

და­ვით-თევ­დო­რე ისე ცეკ­ვავს და ისეთ ილე­თებს აკე­თებს, გა­ოც­დე­ბით, იმე­დია, და­თუ­ნი­კა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი მო­ცეკ­ვა­ვე დად­გე­ბა. ვე­რა­ვინ ისეთ რა­ჭულს ვერ ცეკ­ვავ­და და ცეკ­ვავს, რო­გორც და­თუ­ნი­კა. ამ ბავ­შვშიც ისე­თი ილე­თე­ბი და­ვი­ჭი­რე, მგო­ნია, მა­მას აჯო­ბოს კი­დეც, ღმერ­თმა ქნას. მინ­და, ჩემი შვი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნი იყოს, ღირ­სე­ულ და კე­თილ­შო­ბილ ქარ­თველ კა­ცად გა­ი­ზარ­დოს.

8 აპ­რილს და­თუ­ნი­კა 65 წლის ხდე­ბა. როცა 60-ის გახ­და, და­ბა­დე­ბის დღე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში აღ­ვნიშ­ნეთ. ახლა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ცოტა ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც გაგ­ვი­ჭირ­და... მინ­და, ამ ზა­ფხულს რა­ჭა­ში აღ­ვნიშ­ნო და­ვი­თო­ბა, სა­ზა­ფხუ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი გა­ვა­კე­თო. რა­ჭა­ში იმი­ტომ, რომ რაჭა-ლე­ჩხუმ-ზემო სვა­ნეთ­ში და­თუ­ნი­კა ძა­ლი­ან უყ­ვართ, მის გამო ჩვენც ყვე­ლა დიდ პა­ტივს გვცემს და მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. და­თუ­ნი­კას თა­ვის დრო­ზე კაცი-ორ­კესტრი შე­არ­ქვეს და მეც ვი­მე­ო­რებ ამას, ერთ კაცს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო - ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და, სმე­ნა ჰქონ­და იდე­ა­ლუ­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და, სცე­ნა­ზე რომ გა­მო­დი­ო­და, მთელ დარ­ბაზს ფეხ­ზე აყე­ნებ­და და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი არ წყდე­ბო­და. ახლა, წლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვფიქ­რობ, მას გული ჰგონ­და დიდი და პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნი იყო, ისე იცხოვ­რა, რომ იტყვი­ან, ჭი­ან­ჭვე­ლის­თვის არ და­უდ­გამს ფეხი. მი­წას ფეხს მსუ­ბუ­ქად აბი­ჯებ­და, დე­და­მი­წა არ და­ვამ­ძი­მოო. როცა გარ­და­იც­ვა­ლა, მე­უ­ფემ მთხო­ვა, ეკ­ლე­სი­ი­დან გა­ვას­ვე­ნო­თო, რა­ზეც მად­ლო­ბა და უარი ვუ­თხა­რი. და­თუ­ნი­კას ტა­ძა­რი მისი სახ­ლი იყო და აქე­დან გას­ვე­ნე­ბა მერ­ჩივ­ნა. და­თუ­ნი­კა ხში­რად იტყო­და ხოლ­მე, ადა­მი­ანს თავ­ზე რამ­ხე­ლა წარ­მოდ­გე­ნა უნდა გქონ­დეს, ღმერ­თის სახ­ლი შე­ა­წუ­ხოო. ამი­ტო­მაც ვუ­თხა­რი მე­უ­ფეს უარი. ჩვე­ნი შვი­ლი და­თუ­ნი­კას გას­ვე­ნე­ბის დღეს შე­მო­ვი­და ოჯახ­ში, ჭიშ­კარ­ში შეხ­ვდა მამა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს, ის მი­დი­ო­და, ეს - შე­მო­დი­ო­და. მთე­ლი ქარ­თვე­ლო­ბა ულო­ცავს და­თუ­ნი­კას და­ბა­დე­ბის დღეს, ჩვენს გა­რე­შეც მი­დი­ან მის საფ­ლავ­ზე, ყველ­გან ულო­ცა­ვენ და ახ­სოვთ. მად­ლო­ბა თქვენც, რომ არ ივი­წყებთ, 6 წლის შემ­დე­გაც რომ ადა­მი­ანს მო­ი­გო­ნე­ბენ, გა­მო­დის, მას უცხოვ­რია. ეს ყვე­ლა­ფე­რი სტი­მულს და წინსვლის ძა­ლას მაძ­ლევს. და­თუ­ნი­კა წა­ვი­და და იყო კაცი, რო­მე­ლიც და­აკ­ლდა ქა­ლაქს. ვუ­ლო­ცავ და­თუ­ნი­კას და­ბა­დე­ბის დღეს, მან ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა, მინ­და, მის­მა შვილ­მა ასე­ვე გა­აგ­რძე­ლოს მა­მის გზა.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, ვინც დღემ­დე მხარ­ში გვიდ­გას და სიყ­ვა­რულს არ გვაკ­ლებს (რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი, ექი­მე­ბით და მე­ზობ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი), ვის გულ­შიც ცო­ცხლობს და­თუ­ნი­კა და რომ­ლე­ბიც დღემ­დე უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან თევ­დო­რეს. ბა­ტონ გელა სუ­ლა­ძეს, რო­მელ­მაც წიგ­ნი მი­უ­ძღვნა და­თუ­ნი­კას და ამით მისი სა­ხე­ლი უკ­ვდავ­ყო; ქალ­ბა­ტონ ეკა კი­კა­ბი­ძეს, მის კო­ლექ­ტივს და ბა­ტონ გი­ორ­გი გორ­დე­ზი­ანს. ასე­ვე ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის ოჯახს, ეს ხალ­ხი რა­ჭა­ში ყოფ­ნი­სას მარ­ტო­ო­ბას არ გვაგ­რძნო­ბი­ნებს, სო­ფე­ლი ხიმ­ში ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა მად­ლი­ე­რიც ვარ. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ასე­ვე, ლელა ჩუ­ბი­ნი­ძეს, ელე­ნე ხუ­ციშ­ვილს, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე­სა და ექიმ გოგი ხუ­ციშ­ვილს. არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს... დიდი მად­ლო­ბა რა­ი­ო­ნის მთელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ასე­ვე და­თუ­ნი­კას დე­დის ძმის­შვი­ლებს კა­ხეთ­ში და ბა­ტონ რო­მან სხირტლა­ძეს, მის მო­ნა­გარ­თან ერ­თად. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში მიდ­გას ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი გოჩა ჩორ­გო­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე გვპატ­რო­ნობს თბი­ლის­ში; მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა გე­გი­ძეს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­ევ­ლი­ნა და­თუ­ნი­კას მემ­კვიდ­რე ამ ქვე­ყა­ნას. ასე­ვე მად­ლო­ბა ბა­ტონ თა­მაზ ნა­ვე­რი­ანს. თუ ვინ­მე გა­მომ­რჩა, უფალ­მა შე­ი­წი­როს თქვე­ნი ყვე­ლას სი­კე­თე.

დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, თევ­დო­რე­სა და და­თუ­ნი­კას ნა­თე­სა­ვებს შო­რის ჩა­ტე­ხი­ლი ხიდი აღ­დგეს, ამი­ტომ მინ­და მივ­მარ­თო ქალ­ბა­ტონ ქრის­ტი­ნას - ჩემს მუ­ლის შვილს, რო­გორც გი­ორ­გის (გიგა) სხირტლა­ძის პირ­ველ და უსაყ­ვარ­ლეს შვი­ლიშ­ვილს, ჩემი თევ­დო­რეს სის­ხლსა და ჯიშს (ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რეა), ღირ­სე­ულ და ჭკვი­ან დე­დას: ქრის­ტი­ნა, ბევ­რი რამ გე­ვა­ლე­ბა ამ დი­დე­ბუ­ლი და დღეს­დღე­ო­ბით შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­სა და თევ­დო­რეს წი­ნა­შე, რად­გან ის არის ამ წუ­თას მეხმლე ამ ოჯა­ხი­სა, ლექ­სის დამ­წე­რი მოყ­ვი­სა, ეზოს სი­ბძ­ლი­სის გა­დამ­რჩე­ნი და სა­მოყვრის მომ­ქარ­გვე­ლი, რო­მე­ლიც მარ­ტო, დიდი ბა­ბუ­ი­სა და მა­მის გა­რე­შე დარ­ჩა. დიახ, შენი ვა­ლია ყვე­ლას აჩ­ვე­ნო სის­ხლის და ჯი­შის სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი. ჩემი ტკი­ვი­ლი­ა­ნი აღ­სა­რე­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნით თქვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა არც მი­ფიქ­რია... არ მინ­და თქვენ­მა სი­შო­რემ, სი­ცი­ვემ სა­ავდროს შე­ჭი­დე­ბუ­ლი თევ­დო­რეს სამ­ზე­ო­ში გაყ­ვა­ნა­ში ხელი შე­მი­შა­ლოს. და კი­დევ, გი­ორ­გი სხირტლა­ძის ბრწყინ­ვა­ლე ლექ­სის "კო­ხი­წყა­ლას პაპა მყავ­და“ ამო­ნა­რიდ­ზე - "ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა“ და­თუ­ნი­კამ სიმ­ღე­რა და რა­ჭუ­ლი ცეკ­ვა შექ­მნა, ის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი­სად­მია მი­ძღვნი­ლი, უკვე მი­ლი­არ­დთა სა­კუთ­რე­ბაა და ორი კა­ცის გა­სა­ყოფს გას­ცდა. ჩვე­ნი ვა­ლია ვი­ყოთ ამ გან­ძის და მისი შემ­ქმნე­ლე­ბის დამ­ცველ­ნი. გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი, ჩვენ ამ ოჯახს ვა­ცო­ცხლებთ, საკ­ვა­მუ­რი­დან კვამ­ლი ამო­დის, ტრა­დი­ცი­ებს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, კარი ყვე­ლას­თვის ღია გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცო მაქარაშვილი
3

განა ოჯახის საქმე ოთხკედელსგარეთ გასატანია? არც პოსტის ავტორია მართალი და არც გესლიანად დამკომენტარებლები. ყველამ თავის "მამიდას" მიხედოს და დაალაგოს თავისი აწეწილი. მომიტევეთ თუ რამე ისე ვერ დავწერე ❤️

რძალუკა
13

ამ ქალბატონმა ,თვითონ ჩატეხა ხიდი..და დამარხა. დააცილა ოჯახის წევრები ერთმანეთს..ძმის და დის მონატრებული წავიდა დათუნიკა..ვენაცვალე მის ლამაზ სულს..ვერ დაამარცხა ვერ იმძლავრა ამ გველეშაპზე😭😭😭😭

ავტორი:

"ხშირად სევდიანად შემომხედავს და მეტყვის, - რა მამა მომიკვდაო..." - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის 6 წლის ვაჟი და ვის უხდის მადლობას ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფის ქვრივი?

"ხშირად სევდიანად შემომხედავს და მეტყვის, - რა მამა მომიკვდაო..." - როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის 6 წლის ვაჟი და ვის უხდის მადლობას ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფის ქვრივი?

8 აპრილს ყველასთვის საყვარელი ქორეოგრაფის, მოცეკვავის, მუსიკოსისა და მომღერლის დავით (დათუნიკა) სხირტლაძის დაბადების დღეა. მას 65 წელი უნდა შესრულებოდა... მამის ლექსზე რაჭული ცეკვის "ტაში ბიჭო, გიორგუნას“ შემქმნელი ხელოვანი 59 წლის ასაკში სცენაზე კონცერტის მიმდინარეობისას აღესრულა. წავიდა ისე, რომ ამქვეყნად დატოვა დიდი სიყვარული და ახლადდაბადებული შვილი, რომლის ხელში აყვანაც არ დასცალდა.

"დავით-თევდორე 6 წლის გახდა იანვარში. ბიჭი მამის ალიკვალია, მისი თვისებები აქვს, შესანიშნავად ცეკვავს, დროს უქმად არ კარგავს და უკვე 100-მდე ლექსი იცის. ძალიან რომ უყვარს საქართველო და დათუნიკას ჰგავს, ეს მაძლებინებს ტკივილებს. ჩვენი შვილი მამას ზედმიწევნით იცნობს და დაუსწრებლად უყვარს“, - ამბობს დათუნიკას მეუღლე მზია ჯინჭარაძე, რომელიც ambebi.ge - სთან მისი ცხოვრების ორ უძვირფასეს ადამიანზე გვესაუბრება:

- ძალიან მიმძიმს უდავითოდ ცხოვრება, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს... ვზრდი შვილს, რომელიც 6 წლის გახდა იანვარში. თევდორე მამის ალიკვალია... ისეთი გონიერი ბიჭია, თითქოს ობლად დაბადებულს ნაადრევად აძლევს სიბრძნეს უფალი.

დავით-თევდორე მამას ზედმიწევნით იცნობს და დაუსწრებლად უყვარს, უყურებს მის ვიდეოებს, მის ცეკვას, ხშირად სევდიანად შემომხედავს და მეტყვის - რა მამა მომიკვდაო... თევდორემ მამას ლეგენდა კაცი დაარქვა. როცა ხვდებიან და ეტყვიან, როგორ ჰგავხარ მამას, მამასნაირი გაიზრდებოდეო, სულ მეუბნება, როგორ ყველას უყვარს მამიკოო, ამიტომ თვითონაც ცდილობს, რომ კარგი ბიჭი იყოს. ზაფხულობით რაჭაში - ხიმშში ვართ, დათუნიკას სახლ-კარს ვერ ვტოვებთ. იქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, ისეთი დადებითი აურა მოდის... სახლ-მუზეუმი იმ ტრადიციების დამტევია, დათომ და მამამისმა რომ ჩამოაყალიბეს და შემოინახეს. მინდა, რომ ყველაფერი შენარჩუნდეს და შემდეგ ჩვენმა შვილმა გააგრძელოს მისი მოვლა-პატრონობა. ზამთრობით რატომღაც მეშინია რაჭაში დარჩენა, მარტო რომ ვართ დედა-შვილი, ამიტომ თბილისში ჩამოვდივართ და აქ ვიზამთრებთ. წელს თევდორე სკოლაში შევა და, სიმართლე გითხრათ, მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, სად ვასწავლო ბავშვს - თბილისში, თუ - რაჭაში. რატომღაც გული და ქვეცნობიერი მკარნახობს, რომ რაჭაში დავაწყებინო სწავლა, დაწყებით კლასებში მაინც და მეხუთე კლასიდან ქალაქში წამოვიდეთ. მინდა, ორივე სიკეთე - ქალაქიც და სოფელიც შეისისხლხორცოს ბავშვმა.

ცოტა შემაშინა ცხოვრებამ, ასაკში ვარ, ბავშვს გაზრდა და ძალიან ბევრი რამ სჭირდება... თუმცა მუდმივად ვგრძნობ, როგორ მეხმარება და მხარში მიდგას დედა-ღვთისმშობელი.

დავით-თევდორე ისე ცეკვავს და ისეთ ილეთებს აკეთებს, გაოცდებით, იმედია, დათუნიკაზე არანაკლები მოცეკვავე დადგება. ვერავინ ისეთ რაჭულს ვერ ცეკვავდა და ცეკვავს, როგორც დათუნიკა. ამ ბავშვშიც ისეთი ილეთები დავიჭირე, მგონია, მამას აჯობოს კიდეც, ღმერთმა ქნას. მინდა, ჩემი შვილი, პირველ რიგში, ადამიანი იყოს, ღირსეულ და კეთილშობილ ქართველ კაცად გაიზარდოს.

8 აპრილს დათუნიკა 65 წლის ხდება. როცა 60-ის გახდა, დაბადების დღე რუსთაველის თეატრში აღვნიშნეთ. ახლა, ჯერჯერობით, ვერაფერს გავაკეთებ, ცოტა ეკონომიკურადაც გაგვიჭირდა... მინდა, ამ ზაფხულს რაჭაში აღვნიშნო დავითობა, საზაფხულო ფესტივალი გავაკეთო. რაჭაში იმიტომ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთში დათუნიკა ძალიან უყვართ, მის გამო ჩვენც ყველა დიდ პატივს გვცემს და მადლობა მათ ამისთვის. დათუნიკას თავის დროზე კაცი-ორკესტრი შეარქვეს და მეც ვიმეორებ ამას, ერთ კაცს ყველაფრის გაკეთება შეეძლო - ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, სმენა ჰქონდა იდეალური, შესანიშნავად ცეკვავდა, მღეროდა, სცენაზე რომ გამოდიოდა, მთელ დარბაზს ფეხზე აყენებდა და აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ახლა, წლების გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, მას გული ჰგონდა დიდი და პირველ რიგში ადამიანი იყო, ისე იცხოვრა, რომ იტყვიან, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. მიწას ფეხს მსუბუქად აბიჯებდა, დედამიწა არ დავამძიმოო. როცა გარდაიცვალა, მეუფემ მთხოვა, ეკლესიიდან გავასვენოთო, რაზეც მადლობა და უარი ვუთხარი. დათუნიკას ტაძარი მისი სახლი იყო და აქედან გასვენება მერჩივნა. დათუნიკა ხშირად იტყოდა ხოლმე, ადამიანს თავზე რამხელა წარმოდგენა უნდა გქონდეს, ღმერთის სახლი შეაწუხოო. ამიტომაც ვუთხარი მეუფეს უარი. ჩვენი შვილი დათუნიკას გასვენების დღეს შემოვიდა ოჯახში, ჭიშკარში შეხვდა მამა-შვილი ერთმანეთს, ის მიდიოდა, ეს - შემოდიოდა. მთელი ქართველობა ულოცავს დათუნიკას დაბადების დღეს, ჩვენს გარეშეც მიდიან მის საფლავზე, ყველგან ულოცავენ და ახსოვთ. მადლობა თქვენც, რომ არ ივიწყებთ, 6 წლის შემდეგაც რომ ადამიანს მოიგონებენ, გამოდის, მას უცხოვრია. ეს ყველაფერი სტიმულს და წინსვლის ძალას მაძლევს. დათუნიკა წავიდა და იყო კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. ვულოცავ დათუნიკას დაბადების დღეს, მან ღირსეული ქართველის ცხოვრებით იცხოვრა, მინდა, მისმა შვილმა ასევე გააგრძელოს მამის გზა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დღემდე მხარში გვიდგას და სიყვარულს არ გვაკლებს (რაიონის ხელმძღვანელობით დაწყებული, ექიმებით და მეზობლებით დამთავრებული), ვის გულშიც ცოცხლობს დათუნიკა და რომლებიც დღემდე უანგაროდ ემსახურებიან თევდორეს. ბატონ გელა სულაძეს, რომელმაც წიგნი მიუძღვნა დათუნიკას და ამით მისი სახელი უკვდავყო; ქალბატონ ეკა კიკაბიძეს, მის კოლექტივს და ბატონ გიორგი გორდეზიანს. ასევე ქალბატონ მანანა კობახიძის ოჯახს, ეს ხალხი რაჭაში ყოფნისას მარტოობას არ გვაგრძნობინებს, სოფელი ხიმში ჩვენს მეზობლებთან ერთად, რომელთა მადლიერიც ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე, ლელა ჩუბინიძეს, ელენე ხუციშვილს, ხათუნა სხირტლაძესა და ექიმ გოგი ხუციშვილს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს... დიდი მადლობა რაიონის მთელ ხელმძღვანელობას, ასევე დათუნიკას დედის ძმისშვილებს კახეთში და ბატონ რომან სხირტლაძეს, მის მონაგართან ერთად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში მიდგას ჩემი მამიდაშვილი გოჩა ჩორგოლიანი, რომელიც დღემდე გვპატრონობს თბილისში; მადლობა ქალბატონ მანანა გეგიძეს, რომლის წყალობითაც მოევლინა დათუნიკას მემკვიდრე ამ ქვეყანას. ასევე მადლობა ბატონ თამაზ ნავერიანს. თუ ვინმე გამომრჩა, უფალმა შეიწიროს თქვენი ყველას სიკეთე.

დიდი სურვილი მაქვს, თევდორესა და დათუნიკას ნათესავებს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგეს, ამიტომ მინდა მივმართო ქალბატონ ქრისტინას - ჩემს მულის შვილს, როგორც გიორგის (გიგა) სხირტლაძის პირველ და უსაყვარლეს შვილიშვილს, ჩემი თევდორეს სისხლსა და ჯიშს (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ქალთა საზოგადოების თავმჯდომარეა), ღირსეულ და ჭკვიან დედას: ქრისტინა, ბევრი რამ გევალება ამ დიდებული და დღესდღეობით შეჭირვებული ოჯახისა და თევდორეს წინაშე, რადგან ის არის ამ წუთას მეხმლე ამ ოჯახისა, ლექსის დამწერი მოყვისა, ეზოს სიბძლისის გადამრჩენი და სამოყვრის მომქარგველი, რომელიც მარტო, დიდი ბაბუისა და მამის გარეშე დარჩა. დიახ, შენი ვალია ყველას აჩვენო სისხლის და ჯიშის სიყვარულის მაგალითი. ჩემი ტკივილიანი აღსარების სააშკარაოზე გამოტანით თქვენი შეურაცხყოფა არც მიფიქრია... არ მინდა თქვენმა სიშორემ, სიცივემ საავდროს შეჭიდებული თევდორეს სამზეოში გაყვანაში ხელი შემიშალოს. და კიდევ, გიორგი სხირტლაძის ბრწყინვალე ლექსის "კოხიწყალას პაპა მყავდა“ ამონარიდზე - "ტაში ბიჭო, გიორგუნა“ დათუნიკამ სიმღერა და რაჭული ცეკვა შექმნა, ის ყველა ქართველი გიორგისადმია მიძღვნილი, უკვე მილიარდთა საკუთრებაა და ორი კაცის გასაყოფს გასცდა. ჩვენი ვალია ვიყოთ ამ განძის და მისი შემქმნელების დამცველნი. გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ამ ოჯახს ვაცოცხლებთ, საკვამურიდან კვამლი ამოდის, ტრადიციებს ვინარჩუნებთ, კარი ყველასთვის ღია გვაქვს...