სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?
"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?

ამ ცოტა ხნის წინ, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ნერ­ვუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლის თქმით, მწე­რა­ლი ინ­ფარ­ქტს გა­დარ­ჩა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "მე-17 სარ­თუ­ლის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია, სა­დაც სტუმ­რად დღეს მწე­რა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლი­სა და გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი სას­წრა­ფომ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

გთა­ვა­ზობთ ტე­ლე­ე­თერ­ში დათო ტუ­რაშ­ვი­ლის წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვას:

"ვიცი, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სი­ა­მოვ­ნებს დღე და ღამე ვი­ღა­ცის ლან­ძღვა, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას. ლან­ძღავ­დნენ და­ვით კა­ჭა­რა­ვას, ჩვენ სა­ხე­ლო­ვან მო­რაგ­ბეს, რო­მე­ლიც დიდ ხანს თა­მა­შობ­და რაგ­ბის, მერე გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, არ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ხმას რო­გორ ამო­ვი­ღებ­დი, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია, რა­მეს რო­გორ ვა­კად­რებ­დი. სო­ცი­ა­ლურ ქსელს სა­ში­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი აქვს, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს გი­ნე­ბით. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა ტრო­ლე­ბის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაც ჩემს მი­მართ იკად­რეს. მე შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა შე­ვე­წი­რო ამას, მე ვიცი ჩემი თა­ვის ამ­ბა­ვი. ხალ­ხს ფულს უხ­დი­ან, რომ ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, და­ე­სი­ონ ლან­ძღონ და მოკ­ლან. ქეთი დუმ­ბა­ძემ მომ­წე­რა, რომ გულს გა­უფრ­თხილ­დიო, მაგ­რამ მან ისიც უნდა იცო­დეს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რომ არის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ლან­ძღი სამ­სა­ხუ­რი რომ აქვს , იმათ მოს­თხო­ვოს პა­სუ­ხი. შე­იძ­ლე­ბა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა გე­ნო­ცი­დი რომ მო­მი­წყო, არც ჰქო­ნია ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა და ვერც მიხ­ვდა რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს. მო­მიქ­სი­ეს ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი რომ მოვ­კვდე. ჯერ კი­დევ ადრე, ვი­დეო ფაბ­რი­კა­ცია და­ამ­ზა­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა, ვი­თომ მე დავ­დი­ვარ ავ­ტო­მა­ტით და ხალ­ხს ვხო­ცავ. სკო­ლის ასაკ­ში ჯაყ­ვა არ მქო­ნია, ერ­თა­დერ­თხელ მქონ­და კის­ტის თოფი და სო­ფელ­ში მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა დამ­ცი­ნეს და ჩიტს ვეს­რო­ლე. კვი­რა არ გავა, რომ ის ჩიტი არ და­მე­სიზ­მროს. სამი დღეა ამა­ზე ვფიქ­რობ, რომ რა და­ვა­შა­ვე და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. მივ­ხვდი, რომ მა­გი­ტომ მსჯი­ან... რუ­სე­ბი რომ შე­მო­ვიდ­ნენ პირ­ვე­ლი ვინც და­ხო­ცეს მწერ­ლე­ბი. იცით, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე რა ბრალ­დე­ბით და­ახ­ვრი­ტეს? საფ­რან­გე­თის აგენ­ტო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?

"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?

ამ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. მწერლის ქალიშვილის, ანაკო ტურაშვილის თქმით, მწერალი ინფარქტს გადარჩა, თუმცა კლინიკაში რჩება. ის ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულის“ ერთ-ერთი წამყვანია, სადაც სტუმრად დღეს მწერალი იმყოფებოდა. ემოციური გამოსვლისა და გადაცემის დასრულების შემდეგ, დათო ტურაშვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

გთავაზობთ ტელეეთერში დათო ტურაშვილის წარმოთქმულ სიტყვას:

"ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სიამოვნებს დღე და ღამე ვიღაცის ლანძღვა, შეურაცხყოფის მიყენებას. ლანძღავდნენ დავით კაჭარავას, ჩვენ სახელოვან მორაგბეს, რომელიც დიდ ხანს თამაშობდა რაგბის, მერე გახდა პარლამენტის წევრი, არ მომეწონა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, ეს მისი არჩევანია, რამეს როგორ ვაკადრებდი. სოციალურ ქსელს საშინელი უარყოფითი თვისებები აქვს, შეიძლება ადამიანს პოპულარული გახდეს გინებით. დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებას აქვს სპეციალური განყოფილება ტროლების. წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას, მე ვიცი ჩემი თავის ამბავი. ხალხს ფულს უხდიან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაესიონ ლანძღონ და მოკლან. ქეთი დუმბაძემ მომწერა, რომ გულს გაუფრთხილდიო, მაგრამ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რომ არის და ხელისუფლებას ადამიანების გასალანძღი სამსახური რომ აქვს , იმათ მოსთხოვოს პასუხი. შეიძლება ყაველაშვილმა გენოციდი რომ მომიწყო, არც ჰქონია ბოროტი განზრახვა და ვერც მიხვდა როგორ გამოიყენეს. მომიქსიეს ეს ნაძირალები რომ მოვკვდე. ჯერ კიდევ ადრე, ვიდეო ფაბრიკაცია დაამზადეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა, ვითომ მე დავდივარ ავტომატით და ხალხს ვხოცავ. სკოლის ასაკში ჯაყვა არ მქონია, ერთადერთხელ მქონდა კისტის თოფი და სოფელში მეზობლის ბავშვებმა დამცინეს და ჩიტს ვესროლე. კვირა არ გავა, რომ ის ჩიტი არ დამესიზმროს. სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რომ რა დავაშავე და სიყვარულის გარდა არაფერი დამიშავებია. მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან... რუსები რომ შემოვიდნენ პირველი ვინც დახოცეს მწერლები. იცით, ტიციან ტაბიძე რა ბრალდებით დაახვრიტეს? საფრანგეთის აგენტობას აბრალებდნენ..."

იხილეთ ასევე: