მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთულია, იყო ბედნიერი, როცა ავად ხარ" - რატომ თქვა ჯესიკა ალბამ პროფესიაზე უარი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს?
"რთულია, იყო ბედნიერი, როცა ავად ხარ" - რატომ თქვა ჯესიკა ალბამ პროფესიაზე უარი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს?

ჯე­სი­კა ალ­ბას კა­რი­ე­რა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და: მო­ზარ­დო­ბი­სას პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნებ­ზე, პო­პუ­ლა­რუ­ლი კი 19 წლის ასაკ­ში, სე­რი­ალ­ში "ბნე­ლი ან­გე­ლო­ზი" მთა­ვა­რი რო­ლის წყა­ლო­ბით გახ­და, ხოლო 39 წლი­სამ გა­და­წყვი­ტა, კინო სა­ერ­თოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქამ­დე კი მა­ყუ­რე­ბელს ფილ­მე­ბი­დან: "ცოდ­ვის ქა­ლა­ქი", "ფან­ტას­ტი­კუ­რი ოთხე­უ­ლი", "თაფ­ლი" - და­ა­მახ­სოვ­რა თავი, რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

თუმ­ცა, 2008 წელს ჯე­სი­კამ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა იყო, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერ კეშ უო­რე­ნის­გან ეყო­ლა. წყვი­ლი უკვე 14 წე­ლია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მშობ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვის გა­ჩე­ნას­თან ერ­თად, ჯე­სი­კას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

"დე­და­ჩემს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­უს­ვეს. მა­შინ 20 წლის იყო. თა­ვად კი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით გა­ვი­ზარ­დე. 11 წლის ასაკ­ში ხუთი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. მქონ­და ქრო­ნი­კუ­ლი ალერ­გია და ბავ­შვო­ბა­ში დრო­დად­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი."- თქვა 41 წლის ალ­ბამ Romper-თან ინ­ტერ­ვი­უს დროს.

ცნო­ბი­ლია, რომ ალბა ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ავად­მყო­ფობ­და, ჰქონ­და კის­ტე­ბი და წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას ებ­რძო­და. ოდ­ნა­ვი გა­ცი­ე­ბაც კი მას სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბა­ში გა­დას­დი­ო­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
7

ყოჩაღ ამის ქალობას და დედობას,მართლაც პატივსაცემია...მთლად სოდომ-გომორის ქვაბი არ ყოფილა ეს ჰოლივუდი(უიშვიათეს შემთხვევებში)

ruska
1

უი რა სამწუხარო ამბავია, არ ვიცოდი, მეწყინა. ძალიან კარგი გოგოა.

ჯანმრთელობას და სიძლიერეს ვუსურვებ!

ავტორი:

"რთულია, იყო ბედნიერი, როცა ავად ხარ" - რატომ თქვა ჯესიკა ალბამ პროფესიაზე უარი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს?

"რთულია, იყო ბედნიერი, როცა ავად ხარ" - რატომ თქვა ჯესიკა ალბამ პროფესიაზე უარი კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს?

ჯესიკა ალბას კარიერა სწრაფად განვითარდა: მოზარდობისას პირველად გამოჩნდა ეკრანებზე, პოპულარული კი 19 წლის ასაკში, სერიალში "ბნელი ანგელოზი" მთავარი როლის წყალობით გახდა, ხოლო 39 წლისამ გადაწყვიტა, კინო საერთოდ დაეტოვებინა. იქამდე კი მაყურებელს ფილმებიდან: "ცოდვის ქალაქი", "ფანტასტიკური ოთხეული", "თაფლი" - დაამახსოვრა თავი, რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულიც მოიპოვა.

თუმცა, 2008 წელს ჯესიკამ კარიერის დასრულებაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთი მიზეზი ქალიშვილის დაბადება იყო, რომელიც პროდიუსერ კეშ უორენისგან ეყოლა. წყვილი უკვე 14 წელია, დაქორწინებულია და მრავალშვილიანი მშობლები არიან. თუმცა, როგორც ცნობილია, ბავშვის გაჩენასთან ერთად, ჯესიკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

"დედაჩემს კიბოს დიაგნოზი ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაუსვეს. მაშინ 20 წლის იყო. თავად კი ქრონიკული დაავადებით გავიზარდე. 11 წლის ასაკში ხუთი ოპერაცია გავიკეთე. მქონდა ქრონიკული ალერგია და ბავშვობაში დროდადრო საავადმყოფოში ვიყავი."- თქვა 41 წლის ალბამ Romper-თან ინტერვიუს დროს.

ცნობილია, რომ ალბა ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, ჰქონდა კისტები და წელიწადში რამდენჯერმე ფილტვების ანთებას ებრძოდა. ოდნავი გაციებაც კი მას სერიოზულ გართულებაში გადასდიოდა. გააგრძელეთ კითხვა