"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, პარლამენტარი ბექა ოდიშარია თანაგუნდელის, დავით კაჭარავას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს:
"კაჭი, აქ ზოგს ცოტა ხანში გული გაუთბება, როგორც კი დარწმუნდება ჩვენს გულწრფელობაში და სიმართლეში და ვისაც დიდი ხანია გულიც, სულიც და ნამუსიც გაყიდული და გადაგვარებული აქვს, მაგათი დამტირებლის ოხერი და მამაძაღლი".
შეგახსენებთ, გუშინ კაჭარავამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ წერდა.
"მოენატრა,ჩამოვიდა თავის ქვეყანაში,დაიჭირეს,რვა წელი მიუსაჯეს და ახლა ციხეში კლავენო",-ამას რომ იტყვის ევროპალამენტარი და ასეთების "ლოგიკისა და არგუმენტების"რომ სჯერა და მისნაირთა ბოდვას რომ თუთიყუშივით იმეორებს და მსგავს ნაძირალათა გამო საკუთარ პატიოსან,დამსახურებულ ადამიანებს ლანძღავს ბრმად და დაუფიქრებლად,იმ გამოქლიავებულ ჩვენს მოქალაქეებს შეურცხვათ გამრუდებული სინდის-ნამუსი.ფუი,რ ამაზრზენი ხართ თქვენს საწყალობრივ გონებრივ-სულიერ სიჩლუნგეში,თქვე უღმერთოებო,თქვენა!!!
ამიტომაც არის ასეთი გამონათქვამი პური მცხობელმა უნდა გამოაცხოსო, კარგი სპორტსმენი იყავი და ხალხს უყვარდა, დიდი ამბიციებით მიდიხარ პოლიტიკაში და პარლამენტარი გახდი ბიჭი, მაშინ როცა შენზე მეტად გამოცდილი და სპეციალისტები გვერდზე გადადეს, შარვალ კოსტუმი ჩაიცვი და დიდი კაცი გახდი, მაგრამ იმდენი ცოდნა და განათლება არა გაქვს წითელი და შავი რომ გაარჩიო ერთმანეთისგან, მერე გამოსვლა და გულისტკივილით საუბარი არაფერს ნიშნავს, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი რაც შემდგომში გასაკიცხი გახდე. ნუ გიტყდებათ.....