პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრთხილად! - 4 ყველაზე გავრცელებული ხერხი, რითაც ინტერნეტთაღლითებმა შეიძლება ფული გამოგძალონ
ფრთხილად! - 4 ყველაზე გავრცელებული ხერხი, რითაც ინტერნეტთაღლითებმა შეიძლება ფული გამოგძალონ

ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მას იძენს, რათა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უფრო მარ­ტი­ვად შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში და სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი დას­ტყუ­ონ.

რაც უფრო მე­ტად „იხ­ვე­წე­ბა“ თაღ­ლი­თო­ბის ფორ­მე­ბი, უფრო მე­ტად უჭირთ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს მათი ამოც­ნო­ბა, შე­დე­გად კი ზა­რალ­დე­ბი­ან. ბოლო პე­რი­ოდ­ში ფი­შე­რე­ბი ანუ ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად შემ­დეგ 4 მე­თოდს იყე­ნე­ბენ:

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი

რო­მე­ლი­მე მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის სა­ხე­ლით შექ­მნი­ლი გვერ­დე­ბი­დან თაღ­ლი­თე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სერ­ვი­სე­ბის ან იაფი ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტე­ბის შე­სა­ხებ.

„ფე­ის­ბუ­ქის“ ან „ინ­სტაგ­რა­მის“ მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­დის ბმულ­ზე და ინ­ტერ­ნეტ­სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ძე­ნად მიჰ­ყვე­ბა ბან­კის დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბის Mbank/Ibank-ის მსგავს ბმულს, სა­დაც შეჰ­ყავს თა­ვი­სი იუ­ზე­რი და პა­რო­ლი. რად­გა­ნაც გვერ­დი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელ­მა თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია შე­იყ­ვა­ნა, ყალ­ბია, თაღ­ლი­თე­ბი იპა­რა­ვენ აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებს. შემ­დეგ კლი­ენტს სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით ეგ­ზავ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი კოდი, რომ­ლი­თაც რო­გორც წესი, გა­დახ­და უნდა და­ა­დას­ტუ­როს და მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცემს ფროდსტერს უზი­ა­რებს ან თა­ვად შეჰ­ყავს ყალბ გვერ­დზე. კო­დით და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ კი სამ­წუ­ხა­როდ, თაღ­ლი­თე­ბი ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბულ თან­ხას ით­ვი­სე­ბენ.

სა­სურ­ვე­ლია გა­და­ა­მოწ­მოთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია შე­თა­ვა­ზე­ბა, და­ეჭ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დეთ მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებს და გა­და­ა­მოწ­მოთ ის. ასე­ვე, ეცა­დეთ, ისარ­გებ­ლოთ ოპე­რა­ტო­რე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით ან სერ­ვი­სე­ბი მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კო­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ძი­ნოთ. ასე უფრო და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბის­გან.

ბან­კის სა­ხე­ლით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და გა­თა­მა­შე­ბე­ბი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს ფი­შე­რე­ბი დიდი ხა­ნია იყე­ნე­ბენ, მა­ხე­ში დღემ­დე ბევ­რი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ებ­მე­ბა.

მა­გა­ლი­თის­თვის, თაღ­ლი­თე­ბი, რო­გორც წესი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ავ­რცე­ლე­ბენ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს სხვა­დას­ხვა გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ვრცელ­დე­ბა სმარ­ტფო­ნე­ბის „გა­თა­მა­შე­ბა“, რო­მელ­შიც „მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად“ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­დი­ო­და ბმულ­ზე და შემ­დეგ - ბან­კის დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბის Mbank/Ibank-ის მსგავს გვერ­დზე, სა­დაც სა­კუ­თა­რი იუ­ზე­რი და პა­რო­ლი შეჰ­ყავ­და.

თაღ­ლი­თე­ბი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „იპა­რავ­დნენ“, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მომ­ხმა­რე­ბელს სმს-ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი კოდი შეჰ­ყავ­და ან მას ფროდსტერს უზი­ა­რებ­და, კარ­გავ­და ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბულ თან­ხას. ეს სქე­მა დრო და დრო აქ­ტი­ურ­დე­ბა დღსას­წა­უ­ლე­ბის წინ.

მსგავს გა­თა­მა­შე­ბებ­ში ჩარ­თვამ­დე სა­სურ­ვე­ლია, გა­და­ა­მოწ­მოთ ინ­ფორ­მა­ცია ბანკთან ან ნე­ბის­მი­ერ იმ კომ­პა­ნი­ას­თან, ვისი სა­ხე­ლი­თაც ვრცელ­დე­ბა გა­თა­მა­შე­ბა. გახ­სოვ­დეთ, არას­დროს შე­იყ­ვა­ნოთ პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი უცხო პი­რე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სა­ეჭ­ვო ბმუ­ლებ­ზე.

MyMarket / MyAuto-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის „მყიდ­ვე­ლის“ სა­ხე­ლით მი­წე­რა

თუ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი MyMarket-ზე ან MyAuto-ზე დებს გა­სა­ყიდ ნივთს, თაღ­ლი­თე­ბი მას უკავ­შირ­დე­ბი­ან WhatsApp-ის ან Viber-ის მეშ­ვე­ო­ბით და სთხო­ვენ ნივ­თის სა­ფოს­ტო ან სა­კუ­რი­ე­რო სერ­ვი­სით მი­წო­დე­ბას. შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ თაღ­ლი­თე­ბი უკვე უგ­ზავ­ნი­ან სა­ფოს­ტო სერ­ვი­სის ყალბ ბმულს (შე­საძ­ლოა იყოს DHL ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა კომ­პა­ნია). ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­რი­ე­რო სერ­ვი­სის გა­დახ­დის­თვის გა­და­დის მი­ღე­ბულ ბმულ­ზე, ყალბ გვერ­დზე, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე ბან­კის მო­ბილ ბან­კის გვერ­დის მსგავ­სია და შეჰ­ყავს ინ­ტერ­ნეტ და მო­ბილ­ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბი, რის შემ­დე­გაც ხდე­ბა თან­ხის მით­ვი­სე­ბა.

ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს ვი­თომ ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თან­ხის ჩა­რი­ცხვის მიზ­ნით, უგ­ზავ­ნი­ან ყალბ ბმულს - „აირ­ჩი­ეთ ბან­კი, სა­დაც გსურთ თან­ხის მი­ღე­ბა“. ბან­კის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ის გა­და­დის რო­მე­ლი­მე ბან­კის Mbank/Ibank-ის მსგავს გვერ­დზე, სა­დაც თა­ვი­სი იუ­ზე­რი და პა­რო­ლი შეჰ­ყავს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, თაღ­ლი­თე­ბი ით­ვი­სე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლის თან­ხას.

MyMarket-ის, MyAuto-სა და სხვა ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის გვერ­დე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხდე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შით ან პი­რა­დი ნომ­რით და ამის­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს სხვა სა­ხის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მის პა­რო­ლი­სა და იუ­ზე­რის გა­ცე­მა.

ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის კომ­პა­ნია Western Union-ით გა­და­რი­ცხვა

Western Union-ით გა­და­რი­ცხვის სქე­მა შემ­დეგ­ნა­ი­რად მუ­შა­ობს: ფროდსტე­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ვებგ­ვერ­დზე (Booking.com, MyHome და სხვა) ნა­ხუ­ლობს გან­ცხა­დე­ბებს და უკავ­შირ­დე­ბა მე­სა­კუთ­რეს, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­კვევს სხვა­დას­ხვა დე­ტალს, მათ შო­რის, შე­იძ­ლე­ბა იკი­თხოს, და­იშ­ვე­ბი­ან თუ არა ცხო­ვე­ლე­ბი და ა. შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბის დას­მა თაღ­ლითს მსხვერ­პლის ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სჭირ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი თაღ­ლი­თი განმცხა­დე­ბელს უთან­ხმდე­ბა, რომ სურს ქი­რა­ო­ბა და პირ­ვე­ლი თვის სა­ფა­სურს ან თან­ხის ნა­წილს გზავ­ნი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­უგ­ზავ­ნის. ამის შემ­დეგ კი უზი­ა­რებს Western Unionის ფი­შინგ ბმულ­სა და ასე­ვე კოდს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გზავ­ნი­ლის მი­ღე­ბის ყალ­ბი კო­დია.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­დით ცდი­ლობს მო­ბილ ბან­კში გზავ­ნი­ლის მი­ღე­ბას, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს, რად­გან არარ­სე­ბულ გა­და­რი­ცხვას­თან აქვს საქ­მე. აღ­ნიშ­ნუ­ლი „ხარ­ვე­ზის“ შემ­დეგ, თაღ­ლი­თე­ბი მას სთა­ვა­ზო­ბენ, რომ მათ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი Western Union-ის ბმუ­ლით ისარ­გებ­ლოს და ისე მი­ი­ღოს გზავ­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ მსხვერ­პლს თავ­და­პირ­ვე­ლად შეჰ­ყავს ფროდსტე­რის მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ყალ­ბი გზავ­ნი­ლის კოდი. მომ­დევ­ნო გვერ­დზე გა­დას­ვლის შემ­დეგ კი სთა­ვა­ზო­ბენ, აირ­ჩი­ოს მომ­სა­ხუ­რე ბან­კი, რის შემ­დე­გაც იხ­სნე­ბა ინ­ტერ­ნეტ ან მო­ბილ­ბანკთან მიმსგავ­სე­ბუ­ლი ფი­შინგ გვერ­დი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს იუ­ზე­რი­სა და პა­რო­ლის შეყ­ვა­ნას სთხო­ვენ. მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ ფროს­ტე­რე­ბი „იპა­რა­ვენ“ მსხვერ­პლის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას, შე­დი­ან მის ინ­ტერ­ნეტ თუ მო­ბილ ბან­კში და ით­ვი­სე­ბენ თან­ხას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, არ მიჰ­ყვეთ მე­სა­მე პი­რის მიერ გა­ზი­ა­რე­ბულ ბმულს. და­ი­მახ­სოვ­რეთ, არას­დროს გა­უ­ზი­ა­როთ მე­სა­მე პირს თქვე­ნი პი­რა­დი სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კო­დით თან­ხას ვერ იღებთ, უმ­ჯო­ბე­სია, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე უარი უთხრათ.

და­ი­მახ­სოვ­რეთ: არას­დროს გა­დახ­ვი­დეთ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ეჭ­ვო ბმუ­ლებ­ზე. იმ შემ­თხვე­ვაშ კი თუ გა­და­რი­ცხვის­თვის ibank ან mbank-ში შეს­ვლა გჭირ­დე­ბათ, თა­ვად აკ­რი­ფეთ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თი ან შე­დით თქვე­ნი მო­ბილ­ბან­კის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში და არ გა­დახ­ვი­დეთ სხვის მიერ გა­ზი­ა­რე­ბულ, უკვე გახ­ნილ ვებგ­ვერ­დებ­ზე.

იმი­სათ­ვის, რომ ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თე­ბის­გან და­გე­ბულ მა­ხე­ში არ გა­ვე­ბათ, არას­დროს გას­ცეთ პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რამ­დე­ნად მომ­ხიბ­ვლე­ლა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს შე­თა­ვა­ზე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ყალ­ბი გა­თა­მა­შე­ბე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­დეს და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის გამო არა­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ზა­რალ­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი არ­სე­ბო­ბა კომ­პა­ნი­ას­თან გა­და­ვა­მოწ­მოთ.

თეიმურაზ რეხვიაშვილი
0

ყველაზე ნაღდი თავდაცვა მუთაქაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ფრთხილად! - 4 ყველაზე გავრცელებული ხერხი, რითაც ინტერნეტთაღლითებმა შეიძლება ფული გამოგძალონ

ფრთხილად! - 4 ყველაზე გავრცელებული ხერხი, რითაც ინტერნეტთაღლითებმა შეიძლება ფული გამოგძალონ

ინტერნეტთაღლითობა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმას იძენს, რათა მომხმარებლები უფრო მარტივად შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი საბანკო მონაცემები დასტყუონ.

რაც უფრო მეტად „იხვეწება“ თაღლითობის ფორმები, უფრო მეტად უჭირთ ინტერნეტმომხმარებლებს მათი ამოცნობა, შედეგად კი ზარალდებიან. ბოლო პერიოდში ფიშერები ანუ ინტერნეტთაღლითები ყველაზე ხშირად შემდეგ 4 მეთოდს იყენებენ:

სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეთავაზებები

რომელიმე მობილური ოპერატორის სახელით შექმნილი გვერდებიდან თაღლითები ავრცელებენ ინფორმაციას სერვისების ან იაფი ინტერნეტპაკეტების შესახებ.

„ფეისბუქის“ ან „ინსტაგრამის“ მომხმარებელი გადადის ბმულზე და ინტერნეტსერვისების შესაძენად მიჰყვება ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს ბმულს, სადაც შეჰყავს თავისი იუზერი და პაროლი. რადგანაც გვერდი, სადაც მომხმარებელმა თავისი პირადი ინფორმაცია შეიყვანა, ყალბია, თაღლითები იპარავენ აღნიშნულ მონაცემებს. შემდეგ კლიენტს სმს შეტყობინების სახით ეგზავნება ერთჯერადი კოდი, რომლითაც როგორც წესი, გადახდა უნდა დაადასტუროს და მოტყუებული მომხმარებელი კი აღნიშნულ მონაცემს ფროდსტერს უზიარებს ან თავად შეჰყავს ყალბ გვერდზე. კოდით დადასტურების შემდეგ კი სამწუხაროდ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხას ითვისებენ.

სასურველია გადაამოწმოთ, რამდენად რეალურია შეთავაზება, დაეჭვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მობილურ ოპერატორებს და გადაამოწმოთ ის. ასევე, ეცადეთ, ისარგებლოთ ოპერატორების აპლიკაციებით ან სერვისები მათ მიერ შემოთავაზებული კოდების მეშვეობით შეიძინოთ. ასე უფრო დაცულები იქნებით თაღლითობისგან.

ბანკის სახელით დაანონსებული აქციები და გათამაშებები

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მეთოდს ფიშერები დიდი ხანია იყენებენ, მახეში დღემდე ბევრი ინტერნეტმომხმარებელი ებმება.

მაგალითისთვის, თაღლითები, როგორც წესი, დღესასწაულების პერიოდში ავრცელებენ შეტყობინებებს სხვადასხვა გათამაშების შესახებ. წინასაახალწლოდ ვრცელდება სმარტფონების „გათამაშება“, რომელშიც „მონაწილეობის მისაღებად“ ინტერნეტმომხმარებელი გადადიოდა ბმულზე და შემდეგ - ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს გვერდზე, სადაც საკუთარი იუზერი და პაროლი შეჰყავდა.

თაღლითები აღნიშნულ ინფორმაციას „იპარავდნენ“, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებელს სმს-ის სახით მიღებული კოდი შეჰყავდა ან მას ფროდსტერს უზიარებდა, კარგავდა ანგარიშზე არსებულ თანხას. ეს სქემა დრო და დრო აქტიურდება დღსასწაულების წინ.

მსგავს გათამაშებებში ჩართვამდე სასურველია, გადაამოწმოთ ინფორმაცია ბანკთან ან ნებისმიერ იმ კომპანიასთან, ვისი სახელითაც ვრცელდება გათამაშება. გახსოვდეთ, არასდროს შეიყვანოთ პირადი მონაცემები უცხო პირების მიერ შემოთავაზებულ საეჭვო ბმულებზე.

MyMarket / MyAuto-ს მომხმარებლებისთვის „მყიდველის“ სახელით მიწერა

თუ ინტერნეტმომხმარებელი MyMarket-ზე ან MyAuto-ზე დებს გასაყიდ ნივთს, თაღლითები მას უკავშირდებიან WhatsApp-ის ან Viber-ის მეშვეობით და სთხოვენ ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას. შეთანხმების შემდეგ თაღლითები უკვე უგზავნიან საფოსტო სერვისის ყალბ ბმულს (შესაძლოა იყოს DHL ან ნებისმიერი სხვა კომპანია). ინტერნეტმომხმარებელი საკურიერო სერვისის გადახდისთვის გადადის მიღებულ ბმულზე, ყალბ გვერდზე, რომელიც რომელიმე ბანკის მობილ ბანკის გვერდის მსგავსია და შეჰყავს ინტერნეტ და მობილბანკის მონაცემები, რის შემდეგაც ხდება თანხის მითვისება.

ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტმომხმარებელს ვითომ ნივთის ღირებულების თანხის ჩარიცხვის მიზნით, უგზავნიან ყალბ ბმულს - „აირჩიეთ ბანკი, სადაც გსურთ თანხის მიღება“. ბანკის არჩევის შემთხვევაში, ის გადადის რომელიმე ბანკის Mbank/Ibank-ის მსგავს გვერდზე, სადაც თავისი იუზერი და პაროლი შეჰყავს. ამ შემთხვევაშიც, თაღლითები ითვისებენ მომხმარებლის თანხას.

MyMarket-ის, MyAuto-სა და სხვა ელექტრონული კომერციის გვერდების მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ანგარიშსწორება ხდება საბანკო ანგარიშით ან პირადი ნომრით და ამისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს სხვა სახის პირადი მონაცემის პაროლისა და იუზერის გაცემა.

ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-ით გადარიცხვა

Western Union-ით გადარიცხვის სქემა შემდეგნაირად მუშაობს: ფროდსტერი უძრავი ქონების სხვადასხვა ვებგვერდზე (Booking.com, MyHome და სხვა) ნახულობს განცხადებებს და უკავშირდება მესაკუთრეს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არკვევს სხვადასხვა დეტალს, მათ შორის, შეიძლება იკითხოს, დაიშვებიან თუ არა ცხოველები და ა. შ. აღნიშნული კითხვების დასმა თაღლითს მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად სჭირდება. საბოლოოდ კი თაღლითი განმცხადებელს უთანხმდება, რომ სურს ქირაობა და პირველი თვის საფასურს ან თანხის ნაწილს გზავნილის საშუალებით გამოუგზავნის. ამის შემდეგ კი უზიარებს Western Unionის ფიშინგ ბმულსა და ასევე კოდს, რომელიც რეალურად გზავნილის მიღების ყალბი კოდია.

უმეტეს შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე აღნიშნული კოდით ცდილობს მობილ ბანკში გზავნილის მიღებას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან არარსებულ გადარიცხვასთან აქვს საქმე. აღნიშნული „ხარვეზის“ შემდეგ, თაღლითები მას სთავაზობენ, რომ მათ მიერ მიწოდებული Western Union-ის ბმულით ისარგებლოს და ისე მიიღოს გზავნილი. აღნიშნულ ბმულზე გადასვლის შემდეგ მსხვერპლს თავდაპირველად შეჰყავს ფროდსტერის მიერ გაზიარებული ყალბი გზავნილის კოდი. მომდევნო გვერდზე გადასვლის შემდეგ კი სთავაზობენ, აირჩიოს მომსახურე ბანკი, რის შემდეგაც იხსნება ინტერნეტ ან მობილბანკთან მიმსგავსებული ფიშინგ გვერდი, სადაც მომხმარებელს იუზერისა და პაროლის შეყვანას სთხოვენ. მონაცემების შეყვანის შემდეგ ფროსტერები „იპარავენ“ მსხვერპლის პირად ინფორმაციას, შედიან მის ინტერნეტ თუ მობილ ბანკში და ითვისებენ თანხას.

აღნიშნული სქემისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია, არ მიჰყვეთ მესამე პირის მიერ გაზიარებულ ბმულს. დაიმახსოვრეთ, არასდროს გაუზიაროთ მესამე პირს თქვენი პირადი საბანკო მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ კოდით თანხას ვერ იღებთ, უმჯობესია, დაინტერესებულ პირს ანგარიშსწორებაზე უარი უთხრათ.

დაიმახსოვრეთ: არასდროს გადახვიდეთ უცხო ადამიანების მიერ გამოგზავნილ საეჭვო ბმულებზე. იმ შემთხვევაშ კი თუ გადარიცხვისთვის ibank ან mbank-ში შესვლა გჭირდებათ, თავად აკრიფეთ ვებგვერდის მისამართი ან შედით თქვენი მობილბანკის აპლიკაციაში და არ გადახვიდეთ სხვის მიერ გაზიარებულ, უკვე გახნილ ვებგვერდებზე.

იმისათვის, რომ ინტერნეტთაღლითებისგან დაგებულ მახეში არ გავებათ, არასდროს გასცეთ პირადი მონაცემები, რამდენად მომხიბვლელადაც არ უნდა ჟღერდეს შეთავაზება. აღსანიშნავია, რომ სააღდგომო პერიოდში შესაძლოა ყალბი გათამაშებები ინტერნეტში აქტიურად გავრცელდეს და გაუფრთხილებლობის გამო არაერთი მომხმარებელი დაზარალდეს. აუცილებელია ნებისმიერი ასეთი გათამაშების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი არსებობა კომპანიასთან გადავამოწმოთ.