პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა" - რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს?
"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა" - რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს?

ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბის მა­რი­ამ ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლის პოსტმა თუ რამ­დე­ნად დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. მსა­ხი­ო­ბი თა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე თა­მა­მად სა­უბ­რობ­და, სა­დაც წერ­და, რომ 34 წლის მან­ძილ­ზე ბევ­რი “პარტნი­ო­რი” გა­მო­იც­ვა­ლა და რომ არც ერთი გა­სახ­სე­ნებ­ლად არ ღირს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არის გზა და ამ გზა­ზე ღირ­სე­უ­ლად ივლი მხო­ლოდ მა­შინ, თუ იქ­ნე­ბი მა­მა­ცი და სა­კუ­თარ თავს გარ­დაქ­მნი, და შეძ­ლებ აპა­ტიო რო­გორც შენს თავს, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნებს შეც­დო­მე­ბი. და რომ "მრუ­შო­ბაც" კი სულ სხვა გზა­ზე გა­გიყ­ვანს თუკი ში­ნა­არსში სუფ­თა დარ­ჩე­ბი.

მსა­ხი­ო­ბი თა­მა­მი პოს­ტის შემ­დეგ გა­და­ცე­მა­შიც აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მის მი­მართ კრი­ტი­კა ბევ­რი ქა­ლის­გან გა­ის­მა... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მა­რი­ა­მი ვრცლად და გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა...

- მა­რი­ამ, თქვენს პოსტს "ატო­მუ­რი ბომ­ბის" ეფექ­ტი ჰქონ­და... სრუ­ლი­ად მო­იც­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, იყო გან­ხილ­ვა, კრი­ტი­კა...

- ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, პოს­ტი "ატო­მუ­რი ბომ­ბი" ყო­ფი­ლი­ყო... მე ის დავ­წე­რე, რაც ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მო­დი­ო­და. ხმა­მაღ­ლა იმ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რე, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის არის ნაც­ნო­ბი. ამის დას­ტუ­რი ისიც იყო, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღეს და თა­ვი­სი თავი ბევ­რმა იცნო პოს­ტში. ესეც რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით იმის და­დას­ტუ­რე­ბა იყო, რომ ეს მხო­ლოდ ჩემი სათ­ქმე­ლი არ ყო­ფი­ლა. თურ­მე ბევ­რის სათ­ქმე­ლი აღ­მოჩ­ნდა და მე უბ­რა­ლოდ გამ­ტა­რი, გა­მომთქმე­ლი ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რი­სა... რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას, ეგეც გა­სა­გე­ბია... სი­მარ­თლეს კრი­ტი­კა ყო­ველ­თვის მოს­დევს. ადა­მი­ა­ნი ამის­თვის მზად უნდა იყო. უცხო­ე­ბის­გან რაღა უნდა მე­წყი­ნოს, ხან­და­ხან რა­ღაც სა­კი­თხე­ბი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­საც კი არ ეს­მით. ხან­და­ხან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი სი­ნამ­დვი­ლე შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ი­გოს ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა და ამის გამო გა­გაკ­რი­ტი­კოს. შენს ნათ­ქვამს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მის­ცეს და სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხოს...ახ­ლო­ბელ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს ამ მხრივ იმე­დი იმ­დენ­ჯერ გა­უც­რუ­ე­ბი­ათ, უცხო­ე­ბის კრი­ტი­კა რაღა მო­სა­ტა­ნია...ადა­მი­ა­ნი თუ კრი­ტი­კას ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევ, ვერ შეძ­ლებ შენს ში­ნა­არსში არ­სე­ბულ სი­მარ­თლეს გაჰ­ყვე. ამი­ტომ მე უფრო ხში­რად ვირ­ჩევ ჩემი აზ­როვ­ნე­ბის, სინ­დი­სის ხმას გავ­ყვე, თუნ­დაც ამის გამო გა­მაკ­რი­ტი­კონ.

- გა­და­ცე­მა­შიც იყა­ვით ამ სა­კი­თხზე მიწ­ვე­უ­ლი, რის შემ­დე­გაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის ნაც­ვლად, აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნეს…

- იცით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­ყო­ფი­ლი ვართ. და ამის გამო ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბაა. ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ ერ­თმა­ნეთ­თან. ერთი ნა­წი­ლი ით­ვლე­ბა, ვთქვათ, მდა­რე, უგე­მოვ­ნოდ, მე­ო­რე უკაც­რა­ვად ჟარ­გო­ნის­თვის, "სვეც­კად" . სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­ნა­წევ­რე­ბუ­ლია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის ასეთ აზ­რებს ამ­ჟღავ­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, მენ­ტა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ამას თა­ვი­ანთ "ბაბლში" ლა­პა­რა­კო­ბენ. ეს ხმა ხალ­ხს არ ეს­მის, ხალ­ხის ხმა არ არის, ისი­ნი არ გვა­ნან ხალ­ხს, სხვა ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც გუ­ლე­ბამ­დე ვერ აღ­წევს, რად­გან რა­ღა­ცებს მხო­ლოდ თა­ვი­ანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ წი­ა­ღებ­ში სა­უბ­რო­ბენ.

თუ ჩვენ გვინ­და, რომ ხალ­ხს ხმა გა­ვა­გო­ნოთ და ერი, რო­გორც სო­ცი­უ­მი გან­ვი­თარ­დეთ, „ბაბ­ლე­ბად“ არ უნდა და­ვი­ყოთ, ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში უნდა მი­ვი­დეთ და ის აზ­რე­ბი და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ­ლე­ბიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის­თვის და უკე­თე­სო­ბის­თვის რა­ღა­ცის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა...შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა გა­მაკ­რი­ტი­კა და არ და­მე­თან­ხმა, თუმ­ცა ბევრ გუ­ლამ­დეც მი­ვი­და სი­ტყვა. ამის დას­ტუ­რი ის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბი არი­ან, ვინც ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რე­ბენ და გულ­წრფე­ლად მიშ­ლი­ან გულს. ან ის სრუ­ლი­ად უცხო ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სოცქსელ­ში მწე­რენ თა­ვი­ანთ ამ­ბებს და ასე­თი ბევ­რია. ყვე­ლა მათ­განს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ გახ­სნი­ლი გო­ნე­ბით და გუ­ლით მო­ის­მი­ნეს ის სი­ტყვა, რაც გა­ვაჟ­ღე­რე გა­და­ცე­მა­ში.

- ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში აღი­ზარ­დეთ, არ იყო რთუ­ლი ჯერ ასე თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა და შემ­დეგ სა­ჯა­როდ აღი­ა­რე­ბა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მყავს ქარ­თუ­ლი, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გა­გე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დით, ერ­თმა­ნე­თის­თვის რა­ღაც სივ­რცე მიგ­ვე­ცა. არა­ვინ არ ერე­ო­და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში. გა­აზ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, რომ ყვე­ლას თა­ვის ცხოვ­რე­ბა აქვს. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია და თვი­თონ უნდა მი­აგ­ნოს, თუ რა არის მის­თვის მო­რა­ლი და მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­დად არა­ვინ არ ერე­ო­და და მად­ლო­ბა მათ ამის­თვის მაგ­რამ იმ პოს­ტის შემ­დეგ ცოტა არ იყოს ად­რინ­დე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა...შე­იძ­ლე­ბა სხვა ოჯა­ხებ­ში ამის გამო ძა­ლი­ან დიდი სკან­და­ლი ყო­ფი­ლი­ყო, აქ მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად იყო რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით პრო­ტეს­ტი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გა­გე­ბა ვერ იყო, გა­გე­ბა ვერ მოხ­და…

სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"

ხან­და­ხან ისე­თი მო­მენ­ტი დგე­ბა, ადა­მი­ა­ნი რა­ღაც არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბი. ირ­ჩევ იმას, რომ შენს გულ­გო­ნი­ერს გაჰ­ყვე, შენს აზ­როვ­ნე­ბას, შენს ში­ნა­გან ხმას, თუ შენს გა­რე­მოც­ვას და­უ­ჯე­რო, ამ გა­რე­მოც­ვა­ში კი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ. რთუ­ლია ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­დის.

არ მინ­და ცალ­მხრი­ვი ვიყო და იმა­საც ვი­ტყვი, რომ ხან­და­ხან შენი გულ­გო­ნი­ე­რის არ­ჩე­ვანს უნდა მიჰ­ყვე, ხან­და­ხან კი შე­იძ­ლე­ბა შენც ცდე­ბო­დე და გა­რე­მოც­ვა მარ­თალს გე­უბ­ნე­ბო­დეს. უნდა იგ­რძნო, ყო­ველ აწ­მყო მო­მენ­ტში რო­დის რო­მე­ლია მარ­თა­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ცალ­მხრი­ვო­ბა მარ­თე­ბუ­ლი არ არის. ეს უნდა იგ­რძნო, რო­დის იყო “მორ­ჩი­ლი”, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ახლო გა­რე­მოც­ვას რო­დის და­უ­ჯე­რო და რო­დის - “მა­მა­ცი” და გაჰ­ყვე შენს თავს. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და არა რო­მე­ლი­მე­ში გა­ჭედ­ვა და ჯო­რ­ი­ვით გა­ჯი­უ­ტე­ბა.

- არ ინა­ნეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- არა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ მი­ნა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად წა­ვე­დი. ცნო­ბი­ე­რი ნა­ბი­ჯი იყო. პოს­ტიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად დავ­წე­რე, გა­და­ცე­მა­შიც ასე­ვე მი­ვე­დი... რად­გან თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი ეს ყვე­ლა­ფე­რი, სი­ნა­ნუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემ­ში არ არის. სი­ნა­ნუ­ლი მა­შინ მო­დის, რო­დე­საც რა­ღა­ცას არაც­ნო­ბი­ე­რად და ემო­ცი­უ­რად აკე­თებ. თუმ­ცა სხვა ბევ­რი რა­მის მხრივ სი­ნა­ნუ­ლი ჩემ­თვის უცხო არ არის, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არა.

- რომ გაგ­ვან­დოთ ის, რაც გი­ნა­ნი­ათ…

- სი­ნა­ნუ­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მქო­ნია ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. არა­ფერ­ზე თუ არ ნა­ნობ და ფიქ­რობ, ნე­ტა­ვი ცო­ტა­თი უკეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნაო, გა­მო­დის, რომ ადა­მი­ა­ნი არ ხარ, არა­ნა­ი­რად თვითკრი­ტი­კუ­ლო­ბა არ გა­გაჩ­ნია ესე იგი და სა­კუ­თარ თავს გვერ­დი­დან ვერ უმ­ზერ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც ბევ­რი სი­ნა­ნუ­ლი ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ახლა რამე კონ­კრე­ტულს ვერ ვი­ტყვი, უკვე წარ­სუ­ლია ის, რაც მი­ნა­ნა, მო­ვი­ნა­ნიე უკვე და სამ­ყა­რომ მა­პა­ტია.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ხომ არ შე­გექ­მნათ რამე დაბ­რკო­ლე­ბა?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ შემ­ქმნია, ისე­დაც ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბა­ში უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის, რა­ღაც დროს მტკივ­ნე­ულ­საც აღ­მო­ა­ჩენ, რომ თურ­მე სი­ხა­რულს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პრო­ფე­სი­ის კუ­თხი­თაც არა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რად არ შეც­ვლი­ლა და ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდათ ხალხს და ამის შესაძლებლობას რომ თავისი ნიჭი არ აძლევთ იძულებულები არიან ასეთი იაფასიანი პოპულისტობით ამას მიაღწიონ . და ყველაფერზე წავიდნენ

სომს
3

ძალიან შემეცოდა. 

მის ოჯახს რაც შეეხება, ალბათ ყველას ფეხებზე ჰკიდია ერთმანეთი, თორემ როგორ შეიძლება, ჩემი ოჯახის წევრი უფსკრულისკენ მიექანებოდეს და მე ამას გვერდიდან ვუყურებდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა" - რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს?

"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა" - რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს?

ცნობილია, მსახიობის მარიამ ცქიფურიშვილის პოსტმა თუ რამდენად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მსახიობი თავის პირად ცხოვრებაზე თამამად საუბრობდა, სადაც წერდა, რომ 34 წლის მანძილზე ბევრი “პარტნიორი” გამოიცვალა და რომ არც ერთი გასახსენებლად არ ღირს, რომ სიყვარული არის გზა და ამ გზაზე ღირსეულად ივლი მხოლოდ მაშინ, თუ იქნები მამაცი და საკუთარ თავს გარდაქმნი, და შეძლებ აპატიო როგორც შენს თავს, ასევე სხვა ადამიანებს შეცდომები. და რომ "მრუშობაც" კი სულ სხვა გზაზე გაგიყვანს თუკი შინაარსში სუფთა დარჩები.

მსახიობი თამამი პოსტის შემდეგ გადაცემაშიც აღმოჩნდა, სადაც მის მიმართ კრიტიკა ბევრი ქალისგან გაისმა... ამ ყველაფერზე მარიამი ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

- მარიამ, თქვენს პოსტს "ატომური ბომბის" ეფექტი ჰქონდა... სრულიად მოიცვა სოციალური ქსელი, იყო განხილვა, კრიტიკა...

- ჩემი მიზანი არ ყოფილა, პოსტი "ატომური ბომბი" ყოფილიყო... მე ის დავწერე, რაც ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან მოდიოდა. ხმამაღლა იმ თემაზე ვისაუბრე, რომელიც მგონია, რომ ბევრი ადამიანისთვის არის ნაცნობი. ამის დასტური ისიც იყო, რომ ადამიანებმა მიიღეს და თავისი თავი ბევრმა იცნო პოსტში. ესეც რაღაც თვალსაზრისით იმის დადასტურება იყო, რომ ეს მხოლოდ ჩემი სათქმელი არ ყოფილა. თურმე ბევრის სათქმელი აღმოჩნდა და მე უბრალოდ გამტარი, გამომთქმელი ვიყავი ამ ყველაფრისა... რაც შეეხება კრიტიკას, ეგეც გასაგებია... სიმართლეს კრიტიკა ყოველთვის მოსდევს. ადამიანი ამისთვის მზად უნდა იყო. უცხოებისგან რაღა უნდა მეწყინოს, ხანდახან რაღაც საკითხები ახლობელ ადამიანებსაც კი არ ესმით. ხანდახან გაოგნებული ვარ, ისეთი სინამდვილე შეიძლება ვერ გაიგოს ძალიან ახლობელმა და ამის გამო გაგაკრიტიკოს. შენს ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს და სრულიად სხვანაირად დაინახოს...ახლობელ მოაზროვნე ადამიანებს ამ მხრივ იმედი იმდენჯერ გაუცრუებიათ, უცხოების კრიტიკა რაღა მოსატანია...ადამიანი თუ კრიტიკას ზედმეტ ყურადღებას მიაქცევ, ვერ შეძლებ შენს შინაარსში არსებულ სიმართლეს გაჰყვე. ამიტომ მე უფრო ხშირად ვირჩევ ჩემი აზროვნების, სინდისის ხმას გავყვე, თუნდაც ამის გამო გამაკრიტიკონ.

- გადაცემაშიც იყავით ამ საკითხზე მიწვეული, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ქალური სოლიდარობის ნაცვლად, აგრესია გამოავლინეს…

- იცით, საზოგადოება ძალიან დაყოფილი ვართ. და ამის გამო ბევრი გაუგებრობაა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ერთი ნაწილი ითვლება, ვთქვათ, მდარე, უგემოვნოდ, მეორე უკაცრავად ჟარგონისთვის, "სვეცკად" . საზოგადოება ძალიან დანაწევრებულია. ინტელექტუალი საზოგადოების ნაწილი ყოველთვის ასეთ აზრებს ამჟღავნებს, რომ საზოგადოება უნდა გაიზარდოს, მენტალურად შეიცვალოს, მაგრამ ამას თავიანთ "ბაბლში" ლაპარაკობენ. ეს ხმა ხალხს არ ესმის, ხალხის ხმა არ არის, ისინი არ გვანან ხალხს, სხვა ენაზე საუბრობენ, რომელიც გულებამდე ვერ აღწევს, რადგან რაღაცებს მხოლოდ თავიანთ ინტელექტუალურ წიაღებში საუბრობენ.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ხალხს ხმა გავაგონოთ და ერი, როგორც სოციუმი განვითარდეთ, „ბაბლებად“ არ უნდა დავიყოთ, ნებისმიერ სივრცეში უნდა მივიდეთ და ის აზრები დავაფიქსიროთ, რომლებიც მიგვაჩნია, რომ მენტალური ცვლილებისთვის და უკეთესობისთვის რაღაცის მომცემი იქნება...შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკა და არ დამეთანხმა, თუმცა ბევრ გულამდეც მივიდა სიტყვა. ამის დასტური ის ახალგაზრდა გოგოები არიან, ვინც ქუჩაში მაჩერებენ და გულწრფელად მიშლიან გულს. ან ის სრულიად უცხო ქალები, რომლებიც სოცქსელში მწერენ თავიანთ ამბებს და ასეთი ბევრია. ყველა მათგანს მადლობას ვუხდი, რომ გახსნილი გონებით და გულით მოისმინეს ის სიტყვა, რაც გავაჟღერე გადაცემაში.

- ტრადიციულ ოჯახში აღიზარდეთ, არ იყო რთული ჯერ ასე თავისუფალი ცხოვრება და შემდეგ საჯაროდ აღიარება?

- სიმართლე გითხრათ, არ მყავს ქართული, სტერეოტიპული გაგებით, ტრადიციული ოჯახი. ყოველთვის ვცდილობდით, ერთმანეთისთვის რაღაც სივრცე მიგვეცა. არავინ არ ერეოდა გადაჭარბებულად ერთმანეთის ცხოვრებაში. გააზრებული გვქონდა, რომ ყველას თავის ცხოვრება აქვს. ადამიანი თავისუფალია და თვითონ უნდა მიაგნოს, თუ რა არის მისთვის მორალი და მართალი ცხოვრება. ამ მიმართულებით დიდად არავინ არ ერეოდა და მადლობა მათ ამისთვის მაგრამ იმ პოსტის შემდეგ ცოტა არ იყოს ადრინდელი დამოკიდებულება შეიცვალა...შეიძლება სხვა ოჯახებში ამის გამო ძალიან დიდი სკანდალი ყოფილიყო, აქ მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ შინაგანად იყო რაღაც თვალსაზრისით პროტესტი, ყოველ შემთხვევაში, გაგება ვერ იყო, გაგება ვერ მოხდა…

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"

ხანდახან ისეთი მომენტი დგება, ადამიანი რაღაც არჩევანის წინაშე დგები. ირჩევ იმას, რომ შენს გულგონიერს გაჰყვე, შენს აზროვნებას, შენს შინაგან ხმას, თუ შენს გარემოცვას დაუჯერო, ამ გარემოცვაში კი ძალიან ახლობელი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ. რთულია ამ არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ვფიქრობ აუცილებელია. ამ არჩევანის გაკეთება ადამიანის თავისუფლებაზე გადის.

არ მინდა ცალმხრივი ვიყო და იმასაც ვიტყვი, რომ ხანდახან შენი გულგონიერის არჩევანს უნდა მიჰყვე, ხანდახან კი შეიძლება შენც ცდებოდე და გარემოცვა მართალს გეუბნებოდეს. უნდა იგრძნო, ყოველ აწმყო მომენტში როდის რომელია მართალი. ამ შემთხვევაში ცალმხრივობა მართებული არ არის. ეს უნდა იგრძნო, როდის იყო “მორჩილი”, საზოგადოებას, ახლო გარემოცვას როდის დაუჯერო და როდის - “მამაცი” და გაჰყვე შენს თავს. სწორი არჩევანის გაკეთებაა თავისუფლება, და არა რომელიმეში გაჭედვა და ჯორივით გაჯიუტება.

- არ ინანეთ ეს ყველაფერი?

- არა, რასაკვირველია არ მინანია. ამ ყველაფერზე შეგნებულად წავედი. ცნობიერი ნაბიჯი იყო. პოსტიც გაცნობიერებულად დავწერე, გადაცემაშიც ასევე მივედი... რადგან თავიდანვე ვიცოდი ეს ყველაფერი, სინანული ამ მიმართულებით ჩემში არ არის. სინანული მაშინ მოდის, როდესაც რაღაცას არაცნობიერად და ემოციურად აკეთებ. თუმცა სხვა ბევრი რამის მხრივ სინანული ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არა.

- რომ გაგვანდოთ ის, რაც გინანიათ…

- სინანულები ძალიან ბევრჯერ მქონია ცხოვრების გზაზე. არაფერზე თუ არ ნანობ და ფიქრობ, ნეტავი ცოტათი უკეთ გამეკეთებინაო, გამოდის, რომ ადამიანი არ ხარ, არანაირად თვითკრიტიკულობა არ გაგაჩნია ესე იგი და საკუთარ თავს გვერდიდან ვერ უმზერ. ჩემს ცხოვრებაში მართლაც ბევრი სინანული ყოფილა. თუმცა ახლა რამე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, უკვე წარსულია ის, რაც მინანა, მოვინანიე უკვე და სამყარომ მაპატია.

- პროფესიონალურად ხომ არ შეგექმნათ რამე დაბრკოლება?

- პროფესიონალურად არანაირი დაბრკოლება არ შემქმნია, ისედაც ვფიქრობ ყველაფერი ცხოვრებაში უკეთესობისკენ მიდის, რაღაც დროს მტკივნეულსაც აღმოაჩენ, რომ თურმე სიხარულს ემსახურებოდა. პროფესიის კუთხითაც არაფერი ნეგატიურად არ შეცვლილა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.