მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება
"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის უკან გავ­წვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის.

"მოდი, და­ვი­წყოთ მად­ლო­ბით! მად­ლო­ბა ახალ­გაზ­რდებს! მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის! მად­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენს უცხო­ელ მე­გო­ბარს, ევ­რო­კავ­შირს, აშშ-ს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის! ეს არ არის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა.

ეს გა­მარ­ჯვე­ბის და­სა­წყი­სია. სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია! ამ კა­ნო­ნის ინი­ცი­რე­ბამ, მის­მა დაც­ვამ და უკან წა­ღე­ბამ ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ დღეს ქვე­ყა­ნა იმარ­თე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის ში­შე­ბით და აღ­ქმე­ბით. დად­გა დრო, რომ ყვე­ლამ, პირ­ველ რიგ­ში კი სა­ჯა­რო სექ­ტორ­მა, გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი - ემ­სა­ხუ­რე­ბით ერთ ადა­მი­ანს, თუ ემ­სა­ხუ­რე­ბით ქვე­ყა­ნას! სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა - ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია - ძალა კი უკვე მხო­ლოდ ერ­თო­ბა­შია!" - წერს გა­ხა­რია.

ცნო­ბის­თვის, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, „ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გავ­რცელ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვე­ვენ მათ მიერ მხარ­და­ჭე­რილ კა­ნონპ­რო­ექტს“.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძმა
2

ჩვეულებრივი ღამურა.

???
7

მადლობა იმათ ვინც 2 დღე ლეწავდა ყველაფერს? 20 ივნისს უარესი რა მოხდა რომ ამოთხარე თვალები?

ავტორი:

"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

"მოდი, დავიწყოთ მადლობით!" - გახარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის უკან გავწვევასთან დაკავშირებით. ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

"მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება.

ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!" - წერს გახარია.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.

ნახეთ ასევე: