საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტესტმა შედეგი გამოიღო  - "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია
პროტესტმა შედეგი გამოიღო  - "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, „ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ გა­ი­მარ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, „ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შო­რის „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვხე­დავთ, რომ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. სიც­რუ­ის მან­ქა­ნამ შეძ­ლო კა­ნონპ­რო­ექ­ტის უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. კა­ნონპ­რო­ექტს მი­ა­კე­რეს „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ ყალ­ბი იარ­ლი­ყი, ხოლო მისი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის თვალ­ში ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

გარ­და ამი­სა, რა­დი­კა­ლურ­მა ძა­ლებ­მა შეძ­ლეს ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში ჩა­ეთ­რი­ათ. მად­ლო­ბა გმირ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლა­დო­ბას მოთ­მი­ნე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით უპა­სუ­ხეს.

ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მშვი­დო­ბას, სიმ­შვი­დე­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლას ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ენერ­გია არა და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, არა­მედ ქვეყ­ნის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯოს.

  • ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

ემო­ცი­უ­რი ფო­ნის ჩა­ცხრო­მას­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკეთ გან­ვუ­მარ­ტავთ, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი და რა­ტომ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­სათ­ვის, და­ვი­წყებთ შეხ­ვედ­რებს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვა­გე­ბი­ნებთ სი­მარ­თლეს სა­კი­თხის თი­თო­ე­ულ დე­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ ვმოქ­მე­დებთ იმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც, რო­გორც მმარ­თველ ძა­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე გვა­კის­რია.

სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას და გა­ნაგ­რძობს სვლას ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ, რაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 174 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ამ კანონმა დაუმტკიცებლად გაშიფრა და გამოაგუბაზხიდაშელა ყველანი!

მიხეილ ცაგარელი
1

ხომ გაგაფრთხილეთ "სამშაბათს, 7 მარტს სავსემთვარეობაა და ახალი საქმე არაფერი დაიწყოთ"-მეთქი? ხოდა, ქოცებმა რომ არ დამიჯერეთ, ბუნტი ქეც მიიღეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

პროტესტმა შედეგი გამოიღო  - "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

პროტესტმა შედეგი გამოიღო  - "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

  • ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.