საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოს აზიარებს, რომელზეც ჩანს ქალი ევროკავშირის დროშით სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ.
"საქართველოს ევროპელო ქალებო, გილოცავთ 8 მარტს" - წერს ზურაბიშვილი.
"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები ამზადებდნენ. არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ მომავალი.
ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, არის გასაუქმებელი. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. მე მაინტერესებს საქართველოს მომავალი, მე მაინტერესებს ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ მე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. ყველა, ვინც ამ კანონს მისცა ხმა, გვაშორებს ევროპულ გზას. ჩვენ ამ ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ, ამ პირობას გაძლევთ თქვენ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე დაგავიწყდა აზიელი ქალები თუ გამოგრჩა.(ისე რომ იცოდე აზიიდან შევიდა ევროპაში კულტურა და განათლება, პირველი სახელმწიფოებიც აზიაში შეიქმნა) არავის შესახვეწი არაფერი არ გვაქვს ( რაც შეგვეხება ქართველებს ჩვენ ვართ კავკასიელები,და ბოლოს პირადად მე ყველა ქალბატონს ვულოცავ არა მარტო 8 მარტს არამედ ყველა დღესასწაულს)
ჩვენი ვეტოდასადები კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივ, ეკონომიკურ სისტემებს და სახელმწიფო მართვის პრინციპებს, პრაქტიკას და ტრადიციებს, არსებითად რუსულია და მას 30 წლის განმავლობაში "ქმნიდნენ" ნათელაშვილი ასისტენტ უსუფაშვილით, სააკაშვილი, ბურჯანაძე და ხვეწდნენ იგივე აწ თავმჯდომარე უსუფაშვილი, ბესელია და კობახიძე ოხანაშვილით და ცხხრაივე მოწვევის დეპუტატებიანად , ენჯეოებით და ამ სახალხო დამცველით ! ვინც ამტკიცებს, რომ ახლა აგენტების კანონია მხოლოდ რუსული და დანარჩენი, თურმე ევროამერიკული და ამიტომ გადატრიალებას აწყობენ, თვალთმაქცობენ, ეს დაგეგმილი გადატრიალებაა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის გეგმიური პროცესია, შეუძლებელია ეს იყოს რწმენით და ემოციით ქაოსურად მიმდინარე პროცესი, ის იმართება, წვრილმანებამდე ორგანიზებულია და მოქმედი პირები წინასწარ ნავარჯიშები და სათანადოდ აღჭურვინი არიან ინვენ ტარით!