საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე
"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე

ცნო­ბილ მო­დელს, ბიზ­ნეს­ვუ­მენ ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი აქვთ...წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ანა, ელე­ნე და ვაჟი - და­თუ­ნა... უმ­შვე­ნი­ე­რე­სი - ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძეა... ანამ 2017 წელს ბრი­ტა­ნუ­ლი მო­დის სახ­ლის Ralph & Russo-ს ჩვე­ნე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა Victoria's Secret--ის სა­პა­ტიო სუ­პერ­მო­დელ ალე­სან­დრა ამ­ბრო­სი­ოს­თან ერ­თად.

ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯახ­ზე, დე­დო­ბა­ზე, ბე­ბი­ო­ბა­ზე და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე გა­ვე­სა­უბ­რეთ...

- სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით... თქვენ­ზე ბე­ბი­ის სტა­ტუსს ვინც იგებს, ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. თუ შე­ეჩ­ვი­ეთ ამ რე­აქ­ცი­ებს?

- დიახ, ვინც არ მიც­ნობს და ამის შე­სა­ხებ იგებს, მარ­თლაც ძა­ლი­ან უკ­ვირთ... ვინც მიც­ნობს, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა, გა­რე­მოც­ვამ, ჩემს მსგავ­სად, ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან კი­დეც...

შვი­ლებ­თან ერ­თად

- ალ­ბათ ყვე­ლა თვლის, რომ თქვე­ნის­თა­ნა ულა­მა­ზე­სი მო­დე­ლი პო­დი­უმ­ზე ცოტა ხანს იყა­ვით და პი­რი­ქით, ძა­ლი­ან დიდ­ხანს უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით...

- ვერ გე­ტყვით, ამ სა­კი­თხზე არა­ვის­თან მი­სა­უბ­რია...დი­დად მე თვი­თონ არ მომ­წონ­და პო­დი­უმ­ზე, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს.

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი მშვე­ნი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი 25 წლის წინ იყო და 25 წელი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მოხ­და.

- 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყა­ვით და იყო თუ არა ეს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- დიახ, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა 18 წლის ასაკ­ში დე­დო­ბა... რა თქმა უნდა, იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა გა­და­ლახ­ვა­დი. ჩემი ოჯა­ხიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბო­და.

- დღეს უკვე თქვენ გაქვთ შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ამა­გი?

- შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე დიდი ამა­გი ვერ გა­მომ­დის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან, მე თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ... თუმ­ცა რა დრო­საც ვა­ტა­რებ, სულ ვცდი­ლობ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დრო მათ და­ვუთ­მო. ეს მე თვი­თონ მა­ნი­ჭებს ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- ანას კა­რი­ე­რის, მო­დე­ლო­ბის შე­სა­ხებ რას იტყო­დით?

- ანას მო­დე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ახლა პა­უ­ზა აქვს. არ ვიცი, ვნა­ხოთ რას გა­და­წყვეტს. ამ წუ­თას მთლი­ა­ნად შვი­ლე­ბის აღ­ზრდის­თვის აქვს თავი მი­ძღვნი­ლი.

- საფ­რან­გეთ­ში რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ თქვენს ბე­ბი­ის ამ­პლუ­ა­ში გაც­ნო­ბი­სას?

- ვერ გე­ტყვით, რა­ღაც საფ­რან­გეთ­ში დი­დად არ მქო­ნია ვინ­მეს­თან ამ სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია.

- რას ურ­ჩევ­დით ქალ­ბა­ტო­ნებს, ოჯახ­საც გა­უ­ძღვნენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლიც იყ­ვნენ?

- ცოტა არ იყოს მი­ჭირს რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა... ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ზოგ­ჯერ რა­ღაც ძა­ლი­ან კარ­გი რომ ჩანს, ასე მარ­ტი­ვი არც არის ხოლ­მე და შე­იძ­ლე­ბა ისე­თი იდე­ა­ლუ­რი არც იყოს. მგო­ნია, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია სა­კუ­თარ თავს მო­უს­მი­ნო და შენ­თვის რა­ღა­ცე­ბი ისე შექ­მნა, თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც და საქ­მე­შიც. რა­ღაც­ნა­ი­რი ბა­ლან­სია სა­ჭი­რო...ზო­გა­დად, წარ­მა­ტე­ბა არც იზო­მე­ბა, ში­ნა­გა­ნი შეგ­რძნე­ბაა, ან გრძნობ თავს წარ­მა­ტე­ბუ­ლად, ან ვერა. ამი­ტომ უნდა ის­წრა­ფო­დე, რომ იგ­რძნო წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხუ­რებ­ზეც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე

"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე

ცნობილ მოდელს, ბიზნესვუმენ ლიკა კვარაცხელიას და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ჰარმონიული ოჯახი აქვთ...წყვილს სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილები ანა, ელენე და ვაჟი - დათუნა... უმშვენიერესი - ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა... ანამ 2017 წელს ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret--ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

ლიკა კვარაცხელიას ოჯახზე, დედობაზე, ბებიობაზე და დღევანდელობაზე გავესაუბრეთ...

- საოცრად გამოიყურებით... თქვენზე ბებიის სტატუსს ვინც იგებს, ყველა გაოგნებულია. თუ შეეჩვიეთ ამ რეაქციებს?

- დიახ, ვინც არ მიცნობს და ამის შესახებ იგებს, მართლაც ძალიან უკვირთ... ვინც მიცნობს, ჩემმა ახლობლებმა, გარემოცვამ, ჩემს მსგავსად, ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი, მიჩვეულები არიან კიდეც...

შვილებთან ერთად

- ალბათ ყველა თვლის, რომ თქვენისთანა ულამაზესი მოდელი პოდიუმზე ცოტა ხანს იყავით და პირიქით, ძალიან დიდხანს უნდა დარჩენილიყავით...

- ვერ გეტყვით, ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია...დიდად მე თვითონ არ მომწონდა პოდიუმზე, კულისებში ყოფნა, საორგანიზაციო საკითხები უფრო მაინტერესებს.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი მშვენიერი სიყვარულის ისტორია?

- ეს ყველაფერი 25 წლის წინ იყო და 25 წელი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი სწორად მოხდა.

- 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყავით და იყო თუ არა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა?

- დიახ, ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა 18 წლის ასაკში დედობა... რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, თუმცა გადალახვადი. ჩემი ოჯახიც ყველანაირად მეხმარებოდა.

- დღეს უკვე თქვენ გაქვთ შვილიშვილებზე ამაგი?

- შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როდესაც საქართველოში არიან, მე თვითონაც ძალიან დაკავებული ვარ... თუმცა რა დროსაც ვატარებ, სულ ვცდილობ თავიდან ბოლომდე დრო მათ დავუთმო. ეს მე თვითონ მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას.

შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- ანას კარიერის, მოდელობის შესახებ რას იტყოდით?

- ანას მოდელობას რაც შეეხება, ახლა პაუზა აქვს. არ ვიცი, ვნახოთ რას გადაწყვეტს. ამ წუთას მთლიანად შვილების აღზრდისთვის აქვს თავი მიძღვნილი.

- საფრანგეთში როგორი რეაქცია აქვთ თქვენს ბებიის ამპლუაში გაცნობისას?

- ვერ გეტყვით, რაღაც საფრანგეთში დიდად არ მქონია ვინმესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, ოჯახსაც გაუძღვნენ და წარმატებულიც იყვნენ?

- ცოტა არ იყოს მიჭირს რჩევების მიცემა... ყველაფერი ინდივიდუალურია და ზოგჯერ რაღაც ძალიან კარგი რომ ჩანს, ასე მარტივი არც არის ხოლმე და შეიძლება ისეთი იდეალური არც იყოს. მგონია, ყველაზე მთავარია საკუთარ თავს მოუსმინო და შენთვის რაღაცები ისე შექმნა, თავი კომფორტულად იგრძნო ურთიერთობებშიც და საქმეშიც. რაღაცნაირი ბალანსია საჭირო...ზოგადად, წარმატება არც იზომება, შინაგანი შეგრძნებაა, ან გრძნობ თავს წარმატებულად, ან ვერა. ამიტომ უნდა ისწრაფოდე, რომ იგრძნო წარმატება, თუნდაც პირველივე საფეხურებზეც.