საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედს ვიტოვებ, რომ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს" - გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება
"იმედს ვიტოვებ, რომ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს" - გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება

ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს.

"არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ შიდა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის წა­მო­წე­ვამ და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვამ, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იმი­ჯი. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­გობ­რის აღ­ქმა ერ­თნა­ი­რად უარ­ყო­ფი­თია ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი­სა და დრო­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, ვფიქ­რობ, მის­მა მი­ღე­ბამ, მით უფრო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, შე­საძ­ლოა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის ამო­ცა­ნას.

რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უმუ­შა­ვია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც არას­დროს ჰქო­ნია ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სად­მი არას­დროს ყო­ფი­ლა გულ­გრი­ლი, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ გა­დად­გამს ნა­ბიჯს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა დაგ­ვა­შო­როს მი­ზანს, რომ­ლის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა", - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

წადი ბიჭო 600 მილიონი ლარი მოიტანე.ბიუჯეტს რომ აახიე.არა რა სანამ ასეთი ხალხი პასუხისგებაში არ მიეცემა მანამდე რა კანონები გვიშველის.

ადამიანი
0

ეს რომელი კვირიკაშვილია,მინისტრობისას ბანკებს აქტივები 20-25%-ით ტომ გააზრდევინა მოსახლეობის ჯიბეებიდან? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"იმედს ვიტოვებ, რომ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს" - გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება

"იმედს ვიტოვებ, რომ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს" - გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს.

"არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ, სამწუხაროდ, უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა", - წერს კვირიკაშვილი.