აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტი პროპუტინისტურია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტები ხელისუფლებამ ყურადღების გადასატანად შემოიტანა და მის მიღებას არ გეგმავენ.
ხვიჩია თვლის, რომ ხელისუფლებას სურს პროპუტინისტური კანონებით გადაფაროს ის, ცვლილება რომელსაც თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს და რომლის თანახმად, სასულიერო პირები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.
"ეს პროპუტინისტური კანონპროექტია, ამას არ მიიღებენ და ეს ჯარის რეფორმის თემიდან ყურადღების გადასატანად არის. ამას პირველი მოსმენით მიიღებენ და ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან და შემდეგ მისი ბედი გაუგებარი იქნება. მე დღემდე არ მგონია, რომ ამას მიიღებენ, უბრალოდ მათთვის მნიშვნელოვანი თემიდან რომ ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაეტანათ ყურადღება და ჟურნალისტებზე და NGO-ებზე ელაპარაკათ ნაცვლად წვევამდელებისა, ამიტომ მოხდა ეს. კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.
ასევე იხილეთ:
ნეობალშევიკები ნეომანშვიკებს ზამთრის სასახლიდან ასახლებენ, რათა ქუთაისის ზაფხულის რეზიდენციაში , ანაც სულაც სადმე რეზერვაციაში უკრან თავი, მაგათი წინაპრები ვორკუტოსა და ტამბოვში, ან მგლების სხვა სათარეშოში უშვებდნენ და ბელამორკანალში ! რა ? ჯობია , თეთრ ქვებს ?! საქართველოს ერთიანი ნაციონალური ოპოზიცია რევოლუციურ რეჟიმშია, ეს გელფანდური პერმანენტული რევოლუციის ლენინური თეორიით განმტკიცებული და ფსბ-ს მიერ დამტკიცებული გეგმაა, ქართულად ქვია " ქვას წვეთი ხვრიტავს " , ისე ბალშევიკებმა დახვრიტეს ჩვენი ეროვნული ინტელექტი - თავადაზნაურობა და ის გლეხები, ვისაც ოდნავ კოლექტიური სიჭკვიანე მოეკითხებოდა! სირაძე რომ ისეთი ვაჟკაცი იყოს, როგორებიც ადრე იყვნენ ჭყონდიდელის განსაკუთრებული მდგომარეობის მცველები, გადაუგრიხავდა მარცხნივ მაჯვნივ ამათ კისრებს, არ დაგავიწყდეთ ნაცი მემარჯვენეა - დააყაჩაღეს ვინც კი გამდიდრდა აქა და ქოცია მემარცხენე-პარლამენტი ააფსეს მემარჯვენე მილიანრებით და დააფსეს მარცხნივ პროლეტარიატი ! ჭყონდიდან ახლა ხვიჩიაა გირჩი დაგვრჩა !
ხვიჩაია ბიძიკო შენ და პარლამენტი? შენი ადგილი ნახირშია კობალით ხელში, ამიტომაც ქვეყანა წინ ვერ მიდის.