პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ - მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“ - გიული ალასანია
"ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ - მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“ - გიული ალასანია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზა­დაა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ლას.

რო­გორც მან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პო­ლო­ნე­თი მზად იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან უარი მი­ი­ღო.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მზა­ო­ბა არის, რომ მოკ­ლან. თით­ქმის წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი ამას ვხე­დავ პი­რა­დად. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლო­ნუ­რი მხა­რის მზა­ო­ბას, ვიცი, რომ ჩა­მო­სუ­ლი იყო პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ითხოვ­და წაყ­ვა­ნას, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. იმა­ვე წი­ნა­და­დე­ბით ჩა­მო­სუ­ლი იყო პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ყვე­ლა უარს იღებ­და“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მან გან­მარ­ტა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღეს 38.3 აქვს ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხოლო წო­ნით 66 კი­ლოგ­რამს იწო­ნის.

"38,3 აქვს სი­ცხე და წნე­ვაც მა­ღა­ლი. წონა 66 კი­ლოგ­რა­მი და 700 გრ. ვი­თხო­ვე, იქ­ნებ სი­ცხე გა­უ­ზო­მოთ - მეთ­ქი და მი­თხრეს, როცა ვი­ღაც უზის, მისი თან­დას­წრე­ბით სი­ცხეს აღარ ვზო­მავ­თო. ადა­მი­ა­ნი გა­ი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვეყ­ნის სა­ხე­ლით იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­თვის დე­მარ­შის გა­და­ცე­მა შე­ა­ფა­სა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ასეთ მხარ­და­ჭე­რას შე­დე­გი ექ­ნე­ბა.

"წე­რილ­ში წე­რია, რომ არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა. ეს არ არის და­მა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. იმე­დია, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

იმე­დი მაქვს, ამ დე­მარშს შე­დე­გი ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­მარ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­კითხს არ ეხე­ბა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია უწო­და.

"იმა­საც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლია ადა­მი­ა­ნი, უნდა ირ­ბი­ნოს და ბევ­რი ჭა­მო­სო, 1500 კა­ლო­რია დღე­შიო, მაგ­რამ მე ვხე­დავ რაც სჭირს“,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენტს ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ექი­მე­ბი აწე­რენ ხელს, რის გა­მოც კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მან შვე­დე­თის ელჩთან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­მარ­ში გა­დას­ცა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეხე­ბა.

დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ამ დე­მარშს ევ­რო­კავ­ში­რის 27-ვე წევ­რი ქვე­ყა­ნა ბრი­უ­სელ­ში და­ე­თან­ხმა. ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ, რატი ბრე­გა­ძეს­თან მას "ძა­ლი­ან ღია და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი“ ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიულას
0

აღარ გვინდა შენი ტანსაცმლის დემონსტრირების ყურება

???
0

ეს ადამიანი სასჯელს იხდოს თუ მიღების საათები აქვს, რას ქვია ვიღაც უზის! 

ავტორი:

"ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ - მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“ - გიული ალასანია

"ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ - მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“ - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, მიხეილ სააკაშვილი მოკლას.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლონეთი მზად იყო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაეყვანა, მაგრამ ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

"ხელისუფლების მხრიდან მზაობა არის, რომ მოკლან. თითქმის წელიწად ნახევარი ამას ვხედავ პირადად. რაც შეეხება პოლონური მხარის მზაობას, ვიცი, რომ ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ითხოვდა წაყვანას, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წინადადებით ჩამოსული იყო პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა უარს იღებდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს 38.3 აქვს ტემპერატურა, ხოლო წონით 66 კილოგრამს იწონის.

"38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ - მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“, - განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის დემარშის გადაცემა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ მხარდაჭერას შედეგი ექნება.

"წერილში წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა და სასწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს არ არის დამალული ინფორმაცია. იმედია, გამოქვეყნდება.

იმედი მაქვს, ამ დემარშს შედეგი ექნება“, - განაცხადა ალასანიამ.

მან იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ოფიციალური დემარში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს არ ეხება, არასწორი ინფორმაცია უწოდა.

"იმასაც ამბობენ, ჯანმრთელია ადამიანი, უნდა ირბინოს და ბევრი ჭამოსო, 1500 კალორია დღეშიო, მაგრამ მე ვხედავ რაც სჭირს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ძალიან კომპეტენტური ექიმები აწერენ ხელს, რის გამოც კმაყოფილი და მადლიერია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა. ჰერჩინსკის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან მას "ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა.