ქეთა თოფურია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სასაცილო მდგომარეობაში, მას შემდეგ, რაც რუსული ბურგერის რეკლამა გადაწყვიტა. მომღერალმა ინსტაგრამის "სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსული სწრაფი კვების ობიექტის "Вкусно - и точка"-ს ("გემრიელი - და წერტილი") ბურგერს მიირთმევს და ამბობს, რომ ვერ წარმოედგინა "ბიგ მაკზე" გემრიელი ბურგერის გაკეთება თუ შესაძლებელი იყო.
"ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი "Вкусно - и точка"-ში, "გრანდ დე ლუქსი“ ჰქვია და რისი თქმა მინდა, "ბიგ მაკზე“ გემრიელი რამის გაკეთება მეგონა შეუძლებელი იყო. თუმცა, თქვენით ვამაყობ. ეს რეკლამა არ არის...“ -ამბობს თოფურია.
ტიკ - ტოკზე გამოქვეყნებულ მომღერლის ვიდეოს უამრავი დამცინავი კომენტარი მოყვა. სოციალურ ქსელში წერენ:
შეგახსენებთ, ამერიკულმა სწრაფი კვების გიგანტმა, McDonald's-მა რუსული ბაზარი 2022 წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. ივნისში კი, ყოფილი რესტორნების ქსელის ადგილას, ახალი მესაკუთრისა და ბრენდის ქვეშ სწრაფი კვების ობიექტი "Вкусно - и точка" გაიხსნა.
"შეიძლება "მაკდონალდსს“ ჰგავს და იგივე სუნი აქვს, მაგრამ ახლა "გემრიელია და წერტილი“. Filet-O-Fish უბრალოდ თევზის ბურგერია, "ბიგ-მაკი“ მენიუში აღარ არის“, - წერდა Reuters.
უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო, რუსეთის ბაზარზე 15-წლიანი ყოფნის შემდეგ “მაკდონალდსმა” რუსეთის ბაზარი დატოვა. რუსეთში Вкусно - и точка-ს ბიზნესების ახალი მფლობელი ალექსანდრე გოვორია, რომელიც 2015 წლიდან ციმბირში 25 ფრენჩაიზირებულ რესტორანს მართავს.
იხილეთ ასევე:
დიდების და ფულის გამო როცა ჩუმდები,როცა საჭიროა სამშობლოსთვის ხმა ამოიღო და იყიდები მანეთებზე,იმ გარუსებული ქართველების აზრი არ არის საინტერესო.ქეთა რომელიც სტივ ტაილერს დაემსგავსა ჭამოს ეგ კატლეტი და "ტოჩკა"მაგრამ ჩამობრძანდება და და მაკს აქ გამოიძახებს.ამიტომმაც არის სამარცხვინო.
ნახე შენ იმ რაიკომის მდივნის პაროდია ლუკაშენკოს რა იუმორი ქონია. ჩვენც არ ჩამოვრჩებით. ეს თოფურია რა ფურია! ასეთი არაფერი რომ არ ეკარება. არც კანონიერი ქურდის შვილი რომ არის, არც რუსეთის ფავორიტი, არც ეს წენგო თუ ძენკოევის ცოლი რომ არის . მოკლედ როგორც რუსები იტყვიან" მას როგორც ბატის წყალიო! თუმცა ნუ ვიტყვით ფული მაგრად ეკარება აშკარად.