მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"
"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"

ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა მარ­თლაც ის­ტო­რია და­წე­რეს - ქვეყ­ნის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ბოლო შეხ­ვედ­რა ჩვენ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა "თბი­ლი­სი არე­ნა­ზე" ის­ლან­დი­ას­თან გა­მარ­თეს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ან­გა­რი­შით 80-ით 77 და­მარ­ცხდნენ, თუმ­ცა 3-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა შეხ­ვედ­რის ბოლო წა­მე­ბი, რა დრო­საც ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა დაც­ვა­ში უშეც­დო­მოდ ითა­მა­შეს. შეხ­ვედ­რა დას­რულ­და და "თბი­ლი­სი არე­ნა­ზე" ზე­ი­მი და­ი­წყო.

"ჩემს სა­კა­ლათ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში ეს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეა. ჩვენ ის­ტო­რია შევ­ქმე­ნით და ეს და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. ამ ფან­ჯრის წინ ვამ­ბობ­დი, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად 2 თა­მა­შის მო­გე­ბა გვჭირ­დე­ბო­და. ის­ლან­დი­ას­თან თა­მა­ში კი წა­ვა­გეთ, თუმ­ცა, მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რად­გა­ნაც საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ილი­ას ზუ­როს­მა.

მსოფ­ლი­ოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი პლა­ნე­ტის 31 სა­უ­კე­თე­სო გუნდთან ერ­თად იას­პა­რე­ზებს. ტურ­ნი­რი 25 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, აზი­ის სამ ქვე­ყა­ნა­ში - ფი­ლი­პი­ნებ­ში, ია­პო­ნი­ა­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და ერთ დროს სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვლა­დი­მერ (ვოვა ) ბო­ი­სა ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით მი­ღე­ბულ ემო­ცი­ებ­ზე ესა­უბ­რა:

- რა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბას ვე­ლო­დით. შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი რომ და­ვი­წყეთ, ჩვე­ნი ოც­ნე­ბა იყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გვე­თა­მა­შა. ბოლო ორი თა­მა­ში - ნი­დერ­ლან­დებ­თან და ის­ლან­დი­ას­თან რე­ა­ლურ შანსს იძ­ლე­ო­და, რომ ბო­ლომ­დე გავ­სუ­ლი­ყა­ვით. ყვე­ლამ, ვინც გუნდშია - ბი­ჭებ­მა, ექი­მებ­მა, მე­ნე­ჯე­რებ­მა, რა თქმა უნდა, ფე­დე­რა­ცი­ა­მაც, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ბი­ჭე­ბი სა­მა­გა­ლი­თოდ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ტურ­ნი­რის­თვის კარ­გად მო­ვემ­ზა­დეთ, დიდი შრო­მა ჩავ­დეთ და მარ­თლაც შევ­ქმე­ნით ის­ტო­რია - პირ­ვე­ლად ვართ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. და­მი­ჯე­რეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია იქ მოხ­ვედ­რა და ეს დიდი შრო­მის ფა­სად მო­ვი­პო­ვეთ. ის უფრო მა­ხა­რებს, რომ ზო­გა­დად კა­ლათ­ბურ­თის­თვის გა­ვა­კე­თეთ დიდი საქ­მე - ახალ­გაზ­რდე­ბი, ბავ­შვე­ბი ავავ­სეთ დიდი მო­ტი­ვა­ცი­ით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამე­რი­კე­ლებს უნდა ვე­თა­მა­შოთ, ეს ხომ ყვე­ლას - დი­დის, თუ პა­ტა­რას ოც­ნე­ბაა, ნა­ხოს რო­გორ ვთა­მა­შობთ NBA-ს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა.

- მა­ყუ­რე­ბელს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბო­და სი­ხა­რუ­ლით ატი­რე­ბუ­ლი ვოვა ბო­ი­სა...

- დიახ, თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი, ძნე­ლი იყო ამ გა­მარ­ჯვე­ბას ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ჩა­ევ­ლო. დღეს დი­ლას რომ გა­მეღ­ვი­ძა, უფრო გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა დიდი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ, გუ­შინ მა­ინც ეი­ფო­რი­ა­სა და ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ ის უფრო მა­ხა­რებ­და, იქ მყო­ფი ბავ­შვე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რომ ტი­როდ­ნენ. რა თქმა უნდა, მო­გე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ გვირ­ჩევ­ნია წა­ვა­გოთ და მსოფ­ლი­ო­ზე ვი­ყოთ, ვიდ­რე მო­ვი­გოთ და არ გა­ვი­დეთ.

- მე­ტო­ქე ის­ლან­დი­ელ­თა გუნ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ზო­გა­დად, ჩვენ ხში­რად არ ვა­ფა­სებთ სხვა გუნ­დებ­სა და მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ყვე­ლას გვე­გო­ნა, ნი­დერ­ლან­დე­ბი მო­გე­ბის გა­რე­შე არი­ან, ის­ლან­დი­ას რო­გორ არ უნდა მო­ვუ­გოთ და ა.შ. მათ დაგ­ვა­ნა­ხეს, რომ მა­გა­რი გუნ­დე­ბია და ყვე­ლამ იცის კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში. ნი­დერ­ლან­დე­ბი და ის­ლან­დი­აც ისე­თი ქვეყ­ნე­ბია, ვი­საც დარ­ბა­ზე­ბით და­წყე­ბუ­ლი, თა­მა­შის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ერთი სი­ტყვით რომ ვთქვათ, უფრო მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან და მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ვიდ­რე ჩვენ, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლით და ორი­ვე გუნდს მო­ვუ­გეთ. ეს ფაქ­ტო­რიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი აზ­რით.

- წინ რთუ­ლი გზაა - მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს გუნ­დებ­თან პა­ექ­რო­ბა მო­გი­წევთ. ჩვე­ნი გუნ­დის შან­სებ­ზე რას იტყვით?

- მსოფ­ლი­ო­ზე ვართ და ახლა მთა­ვა­რია, შე­სა­ბა­მი­სად მო­ვემ­ზა­დოთ. არ ვიცი, იქ რა იქ­ნე­ბა, უნდა ვე­ცა­დოთ და რაც უფრო შორს გა­ვალთ, მით უკე­თე­სი. უნდა გვი­ხა­რო­დეს, რომ მსოფ­ლი­ო­ზე ვი­თა­მა­შებთ და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის და მომ­ზა­დე­ბის ეტა­პი იქ­ნე­ბა, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შეც გა­მოჩ­ნდეს, არი­ან ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც დიდი მო­მა­ვა­ლი აქვთ. ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა მწვრთნე­ლებ­ზე და მო­თა­მა­შე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად უნდა მო­ვემ­ზა­დოთ, მთა­ვა­რია, ბი­ჭებ­მა დიდი საქ­მე გა­ა­კე­თეს.

კა­ლათ­ბურ­თით 11 წლის ასა­კი­დან "დავ­ვირუს­დი“. რუს­თა­ვის "აზო­ტი­დან“ და­ვი­წყე, 17 წლის სლო­ვე­ნი­ა­ში წა­ვე­დი და მას მერე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა გუნ­დებ­ში ვი­თა­მა­შე. 2013 წლი­დან ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვარ, მაქვს სხვა საქ­მე­ე­ბიც, ჩემი ბიზ­ნე­სი - ღვი­ნოს და კო­ნი­აკს ვუშ­ვებ ჩემი სა­ხე­ლით, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რი მა­ინც კა­ლათ­ბურ­თია და მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ეს სპორ­ტი ჩემი უპირ­ვე­ლე­სი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სიყ­ვა­რუ­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
G55
3

"ტრიუმფი" მაშინ იქნებოდა 1 ქულით მაინც მოგეგოთ.

 

მასონების მხილელი
5

ზუროსი უნდა წავიდეს დაბერდა!!! ზუროს და ნაკკრებს არ მოუგია და არ გასულან გაგვიმართლა და გაგვიმართლა ნუ აწერთ ყველაფერს შენგელიას და ზუროს შენგელიამ რა ჯარიმები გამაზა ბლო წამზე რო გავარდნილვიყავით დარწმუნებული ვარ ყველა შენგელიას შეაგინებდა და ზუროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"

"თავი ვერ შევიკავე, ავტირდი..." - რას გვიყვება ვლადიმერ ბოისა საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფსა და მის "უპირველეს სიყვარულზე"

ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ისტორია დაწერეს - ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა სპორტსმენებმა "თბილისი არენაზე" ისლანდიასთან გამართეს და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 80-ით 77 დამარცხდნენ, თუმცა 3-ქულიანი სხვაობით მარცხის მიუხედავად, საქართველო შემდეგ ეტაპზე გავიდა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები, რა დროსაც ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს. შეხვედრა დასრულდა და "თბილისი არენაზე" ზეიმი დაიწყო.

"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა, მაინც ბედნიერები ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ", - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის 31 საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, აზიის სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ დროს სახელოვანი კალათბურთელი ვლადიმერ (ვოვა ) ბოისა ambebi.ge-ს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მიღებულ ემოციებზე ესაუბრა:

- რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდით. შესარჩევი ტურნირი რომ დავიწყეთ, ჩვენი ოცნება იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გვეთამაშა. ბოლო ორი თამაში - ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან რეალურ შანსს იძლეოდა, რომ ბოლომდე გავსულიყავით. ყველამ, ვინც გუნდშია - ბიჭებმა, ექიმებმა, მენეჯერებმა, რა თქმა უნდა, ფედერაციამაც, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიჭები სამაგალითოდ გამოსულიყვნენ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ, დიდი შრომა ჩავდეთ და მართლაც შევქმენით ისტორია - პირველად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ძალიან ძნელია იქ მოხვედრა და ეს დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ის უფრო მახარებს, რომ ზოგადად კალათბურთისთვის გავაკეთეთ დიდი საქმე - ახალგაზრდები, ბავშვები ავავსეთ დიდი მოტივაციით. წარმოიდგინეთ, ამერიკელებს უნდა ვეთამაშოთ, ეს ხომ ყველას - დიდის, თუ პატარას ოცნებაა, ნახოს როგორ ვთამაშობთ NBA-ს წინააღმდეგ. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება.

- მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სიხარულით ატირებული ვოვა ბოისა...

- დიახ, თავი ვერ შევიკავე, ავტირდი, ძნელი იყო ამ გამარჯვებას ემოციების გარეშე ჩაევლო. დღეს დილას რომ გამეღვიძა, უფრო გავაცნობიერე, რა დიდი საქმე გავაკეთეთ, გუშინ მაინც ეიფორიასა და ემოციებში ვიყავი. რომ არ მოგატყუოთ ის უფრო მახარებდა, იქ მყოფი ბავშვები და გულშემატკივრები რომ ტიროდნენ. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ გვირჩევნია წავაგოთ და მსოფლიოზე ვიყოთ, ვიდრე მოვიგოთ და არ გავიდეთ.

- მეტოქე ისლანდიელთა გუნდის შესაძლებლობებს როგორ შეაფასებდით?

- ზოგადად, ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ სხვა გუნდებსა და მათ შესაძლებლობებს. ყველას გვეგონა, ნიდერლანდები მოგების გარეშე არიან, ისლანდიას როგორ არ უნდა მოვუგოთ და ა.შ. მათ დაგვანახეს, რომ მაგარი გუნდებია და ყველამ იცის კალათბურთის თამაში. ნიდერლანდები და ისლანდიაც ისეთი ქვეყნებია, ვისაც დარბაზებით დაწყებული, თამაშის მეტი საშუალება აქვთ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უფრო მდიდარი ქვეყნები არიან და მეტი საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მაინც შევძელით და ორივე გუნდს მოვუგეთ. ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით.

- წინ რთული გზაა - მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან პაექრობა მოგიწევთ. ჩვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?

- მსოფლიოზე ვართ და ახლა მთავარია, შესაბამისად მოვემზადოთ. არ ვიცი, იქ რა იქნება, უნდა ვეცადოთ და რაც უფრო შორს გავალთ, მით უკეთესი. უნდა გვიხაროდეს, რომ მსოფლიოზე ვითამაშებთ და მთელი ზაფხული აქტიურობის და მომზადების ეტაპი იქნება, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. შეიძლება ვინმე ახალგაზრდა მოთამაშეც გამოჩნდეს, არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. ნაკრების შემადგენლობა მწვრთნელებზე და მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ, მთავარია, ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს.

კალათბურთით 11 წლის ასაკიდან "დავვირუსდი“. რუსთავის "აზოტიდან“ დავიწყე, 17 წლის სლოვენიაში წავედი და მას მერე ევროპის სხვადასხვა გუნდებში ვითამაშე. 2013 წლიდან ფედერაციაში ვარ, მაქვს სხვა საქმეებიც, ჩემი ბიზნესი - ღვინოს და კონიაკს ვუშვებ ჩემი სახელით, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც კალათბურთია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს სპორტი ჩემი უპირველესი და უალტერნატივო სიყვარულია.

იხილეთ ასევე: